მედიცინა — მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.
სამკურნალო ხელოვნების მწვერვალი ძველ სამყაროში იყო ჰიპოკრატეს საქმიანობა. ახ. წ. II საუკუნეში ანტიკური მედიცინის წარმოდგენები სისტემატიზებულ იქნა გალენოსის მიერ. მისი სისტემა, შევსებული ავიცენას მიერ, და კანონიზებულ იქნა ეკლესიის მიერ, ბატონობდა თითქმის ახალი ეპოქის დასაწყისამდე. XVI-XVII საუკუნეებში ა. ვეზალიუსის, უ. ჰარვის, აღმოჩენებმა, პარაცელსუსის შრომებმა, ა. პარეს და ტ. სიდენჰემის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო მედიცინის დაბრუნებას ცდისეულ ცოდნის საფუძვლებში. ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის მიღწევებმა, კლინიკურ-ანატომიური და კლინიკურ-ექსპერიმენტული მიმართულებების განვითარებამ, ავადმყოფობის კვლევის ობიექტურმა მეთოდებმა განაპირობებს მეცნიერული მედიცინის ჩამოყალიბება.
მედიცინის განვითარების პროცესში მოხდა მისი დიფერენცირება რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად, რომლებიც შეისწავლიან: