აბდულა (საუდის არაბეთი)

აბდულა იბნ აბდელ აზიზი (არაბ. عَبدُٱللهِ ٱبنُ عبدِ العزيزِ ʻAbdullāh ibnu ʻAbdilʻAzīz, დ. 1 აგვისტო, 1924 — გ. 23 იანვარი, 2015)[2][3][4]საუდის არაბეთის მეფე. ის ტახტზე 2005 წლის 1 აგვისტოს, მისი ნახევარძმის ფაჰდის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. ფორბსის 2013 წლის მიხედვით ის მსოფლიოს გავლენიან ადამიანებს შორის მე-8, ხოლო მუსლიმანებს შორის პირველი ადგილზე დაასახელეს.[5]

აბდულა
არაბ. عَبدُٱللهِ ٱبنُ عبدِ العزيزِ‎
საუდის არაბეთის VI მეფე
კორონაცია: 2 აგვისტო 2005
მმართ. დასაწყისი: 1 აგვისტო 2005
მმართ. დასასრული: 23 იანვარი 2015
წინამორბედი: ფაჰდი
მემკვიდრე: სალმანი
სხვა წოდებები: პრინცი რეგენტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 აგვისტო 1924
გარდ. თარიღი: 23 იანვარი, 2015 (90 წლის)
მეუღლე: დაქორწინებულია დაახლოებით 12-ჯერ
დინასტია: საუდები
მამა: იბნ საუდი
დედა: ფაჰდა ბინტ ასი ალ შურაიმი[1]

აბდულა თანამედროვე საუდის არაბეთის დამფუძნებელის იბნ საუდის ერთ–ერთი შვილი იყო. მას მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოსტი ეჭირა. 1961 წელს გახდა მექის მერი. 1962 წელს დაინიშნა საუდის არაბეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელად. 1982 წელს დასახელდა ტახტის მემკვიდრედ. 1995 წელიდან მეფე ფაჰდის ავადობის გამო აბდულა საუდის არაბეთის დე–ფაქტო მმართველი გახდა, ხოლო 2005 წელს ფაჰდის გარდაცვალების შემდეგ ოფიციალური მეფე.

2014 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს ერ-რიადის ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. 2015 წლის 23 იანვარს 90 წლის ასაკში აბდულა იბნ აბდელ აზიზი ფილტვების ინფექციით გარდაიცვალა.[6][7]

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი