აბელი (მთვარის კრატერი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბელი.

კრატერი აბელი (ლათ. Abel) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ნორვეგიელი მათემატიკოსის ნილს აბელის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1964 წელს). კრატერის წარმოქმნა ნექტარიამდელ პერიოდში ივარაუდება.

მთვარის კრატერი
აბელი
Abel
მონაცემები
დიამეტრი 137 კმ
მოცულობა 16,000 კმ³
უდიდესი სიღრმე 1190 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ნილს აბელი
დამტკიცებულია IAU (1964)
მდებარეობა
34.63° ს. გ. 85.78° ა. გ. / 34.63° ს. გ. 85.78° ა. გ. / -34.63; 85.78
ციური სხეული მთვარე
აბელი (მთვარის კრატერი) — მთვარე
აბელი (მთვარის კრატერი)
აბელი ვიკისაწყობში

კრატერის აღწერა

კრატერი მდებარეობს აღმოსავლეთის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე. კრატერის ჩრდილოეთით არის კრატერი ბარნარდი, სამხრეთით გამის და ჰამილტონის კრატერები[1]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 34°38′S 85°47′E / 34.63° ს. გ. 85.78° ა. გ. / -34.63; 85.78, დიამეტრი — 137 კმ[2], სიღრმე — 1,19 კმ[3].

კრატერის თავდაპირველმა ფორმამ განიცადა მნიშვნელოვანი დეფორმაცია, რაც მას მრავალკუთხედის ფორმას აძლევს. ლილვის სამხრეთ ნაწილს ფარავს სატელიტური კრატერი აბელ A, დასავლეთით — კრატერები აბელ L და აბელ M. ლილვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი გადაფარავს პატარა კრატერის ნაშთებს. ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ არის 1600 მ, კრატერის მოცულობა დაახლოებით 16000 კმ³. კრატერის თასის აღმოსავლეთი ნაწილი გათლილი იყო ლავის ნაკადებით, რის გამოც შედარებით ბრტყელი ტერიტორია დაბალი ალბედოით დარჩა. თასის დასავლეთი ნაწილი უფრო არათანაბარია და იგივე ალბედო აქვს, როგორც მიმდებარე ტერიტორიას.

აბელის კრატერთან აღმოაჩინეს მაგნიტური და გრავიტაციული ანომალიები.

სატელიტური კრატერები

დევიდ კემბელის ფოტო
აბელი[2]კოორდინატებიდიამეტრი, კმ
A36°19′S 85°48′E / 36.31° ს. გ. 85.8° ა. გ. / -36.31; 85.8 (Абель A)27.8
B36°43′S 82°36′E / 36.72° ს. გ. 82.6° ა. გ. / -36.72; 82.6 (Абель B)41.6
C36°08′S 81°25′E / 36.13° ს. გ. 81.41° ა. გ. / -36.13; 81.41 (Абель C)36.8
D37°40′S 86°27′E / 37.67° ს. გ. 86.45° ა. გ. / -37.67; 86.45 (Абель D)27.9
E37°32′S 84°26′E / 37.54° ს. გ. 84.44° ა. გ. / -37.54; 84.44 (Абель E)14.0
J36°12′S 79°52′E / 36.2° ს. გ. 79.87° ა. გ. / -36.2; 79.87 (Абель J)18.8
K34°41′S 77°28′E / 34.69° ს. გ. 77.46° ა. გ. / -34.69; 77.46 (Абель K)9.9
L34°33′S 82°23′E / 34.55° ს. გ. 82.39° ა. გ. / -34.55; 82.39 (Абель L)54.1
M32°23′S 83°31′E / 32.38° ს. გ. 83.52° ა. გ. / -32.38; 83.52 (Абель M)91.0

იხილეთ აგრეთვე

  • მთვარის კრატერების სია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი