ავტომაგისტრალი

ავტომაგისტრალი (ავტო... და ლათ. magistralis — „მთავარი“), ავტოსტრადა (იტალ. strada — „ქუჩა“), ავტობანი (გერმ. Bahn — „გზა“) — ავტომობილების სწრაფი, მასობრივი მოძრაობისათვის განკუთვნილი მაგისტრალური საავტომობილო გზა. ავტომაგისტრალი გაჰყავთ ერთმანეთისაგან დაშორებულ დიდ დასახლებულ ცენტრებს ან ეკონომიკურ რაიონებს შორის. ის გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს (მათ უკავშირდება სპეციალური მისასვლელი გზებით), ხოლო სხვა გზებთან გადაიკვეთება სხვადასხვა დონეზე. მშენებლობა გამართლებულია საავტომობილო ნაკადების მაღალი ინტენსივობის დროს. წარმოადგენს სრულყოფილ და ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო გზას, რომელიც წარმოქმნის ქვეყნის საგზაო ქსელის საფუძველს.[1][2]

ავტომაგისტრალი

ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის აქვს ორ-ორი ან მეტი სავალი ზოლი. შემხვედრ მიმართულებებს შორის აუცილებლად გადის გამყოფი ზოლი (არანაკლებ 5 მ სიგანისა) სპეციალური ზღუდეებით. სპეციალური ზოლებია მოწყობილი ავტომაგისტრალზე შემსვლელი და იქიდან გამომსვლელი მანქანებისთვის. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა თითოეული მიმართულების სავალი ნაწილი ცალ-ცალკე ვაკისებზე იყოს განლაგებული, რაც აადვილებს გზის რელიეფისადმი მისადაგებას. ავტომაგისტრალს აგებენ I კატეგორიის საავტომობილო გზების ნორმების შესაბამისად. ავტომაგისტრალისათვის დამახასიათებელია ესტაკადების მოწყობა ფართო ხეობების გადაკვეთისას, მთებისა და ბორცვების გაჭრა გვირაბებით, რათა არ შეიცვალოს გზის მიმართულება. მოძრაობის მაღალი ინტენსივობისას გათვალისწინებულია სტაციონარული განათება; მნიშვნელოვანი სატვირთო მოძრაობის შემთხვევაში მოწყობილი აქვთ ცალ-ცალკე სავალი ნაწილები მსუბუქი და სატვრითო ავტომობილებისთვის, ავტობუსებისთვის. გზის, ტრანსპორტისა და მგზავრთა მომსახურებისათვის ავტომაგისტრალის გასწვრივ განლაგებულია სპეციალური ნაგებობები. საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ საერთაშორისო კონვენციის (1968, ვენა) შესაბამისად, ავტომაგისტრალის დასაწყისი და დასასრული აღინიშნება სპეციალური საგზაო ნიშნებით.[1][2]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი