ავღანეთის დემოგრაფია

ვიკიპედია:კატეგორიზაცია

2021 წლისთვის ავღანეთის მოსახლეობა 40 მილიონ ადამიანს აღემატება.[1] სახელმწიფო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი საზოგადოებისგან შედგება, რასაც საუკუნეების მანძილზე ცენტრალუ, სამხრეთ და დასავლეთ აზია შორის სავაჭრო და სალაშქრო მარშრუტებზე ქვეყნის მდებარეობამ შეუწყო ხელი. ავღანეთის ეთნიკურ ჯგუფებს შორის არიან: პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები, თურქმენები, ბელუჯები, ჰაზარელები, ნურისტანები და ა.შ.[2][3][4] აღნიშნული ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენენ თანამედროვე ავღანელებს.

ავღანეთის მოსახლეობის პირამიდა

ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 46% 15 წლამდე ასაკისაა. ავღანელების 74% სასოფლო ტერიტორიებზე ცხოვრობს.[5] შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე ხუთი ბავშვია, რაც შობადობის უმაღლესი მაჩვენებელია აფრიკის მიღმა. ბავშვების 6.8% დაბადებისას ან ჩვილობისას იღუპება.[5] 2019 წელს ავღანეთში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 63 წელს უდრიდა.[6][7]მოსახლეობის მხოლოდ 0.04% აქვს ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი.[3]

ქვეყნის ოფიციალური ენებია დარი და პუშტუ.[8] დარი ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობაში lingua franca-ს სახით ფუნქციონირებს. პოშტუ ფართოდ გამოიყენება ჰინდიყუშის მთების სამხრეთ ნაწილში და მდინარე ინდის ტერიტორიებამდე, პაკისტანის საზღვართან და ავღანეთში ყველაზე მეტი ადამიანისთვისაა მშობლიური ენა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უზბეკურ და თურქმენულ ენებზე საუბრობეn.[3] მრავალენოვნება დამახასიათებელია მთელი ქვყენისთვის, განსაკუთრებით დიდი ქალაქებისთვის.

მოსახლეობის 89.7% სუნიზმის მიმდევარია და ჰანაფის ისლამურ სკოლას მიეკუთვნება.[3][9] მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი შიიტური ისლამის, ხოლო დაახლოებით 0.3% სიქიზმისა და ინდუიზმის მიმდევარია. მთავარ ქალაქებში ურბანული მოსახლეობის გამოკლებით მოსახლეობა ტომება და წინაპართა ხაზით განსაზღვრულ ჯგუფებადაა ორგანიზებული, რომლებიც თავიანთ ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს მიჰყვებიან.

2018 წლის მონაცემებით ავღანეთში წერა-კითხვის ცოდნის დონე 43%-ს უდრის. აღნიშნული მაჩვენებელი კაცებისთვის 55.5%-ს და ქალებისთვის 29.8%-ს უდრის.

სტატისტიკა

მოსახლეობა, შობადობის კოეფიციენტი და შობადობის დონე

ანატოლ ლივენი კატარის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან წერს: „... შეიძლება აღინიშნოს, რომ თანამედროვე ავღანეთის ისტორიის მანძილზე მოსახლეობის ისეთი აღწერა არ ჩატარებულა, რომელიც მიახლოებით სანდოდ მაინც ჩაითვლება“.[10]

ისტორიული მიმოხილვა

ავღანეთში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა 1979 წელს ჩატარდა, თუმცა ცალკეულ ქალაქებში მოსახლეობას მანამდეც აღწერდნენ.[11] 1876 წლის აღწერის მიხედვით, ქაბულში 140 700 ადამიანი ცხოვრობდა.[12] 1891 წელს აღწერა ყანდაარში ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ქალაქში 31 514 ადამიანი ცხოვრობდა. მათგან 16 064 კაცი, ხოლო 15 450 ქალი იყო.[13]

სპორტის გულშემატკივრები ქაბულში, ღაზის სტადიონზე

1979 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 15.5 მილიონ ადამიანს შეადგენდა.[14][15] 1979 წლიდან 1983 წლის ბოლომდე პაკისტანსა და ირანში თავშესაფრის მისაღებად ქვეყანა 5 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. აღნიშნული მიგრაცია არცერთი მთავრობის მიერ შემოწმებულა. ავღანეთის მთავრობის 1983 წლის მოხსენების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა 15.96 მლნ ადამიანს უდრიდა, რომელშიც სავარაუდოდ ქვეყნიდან გასული მოსახლეობაც იყო შეყვანილი.[16]

1979-2001 წლებში ომების დროს 600 000-დან 2 მილიონამდე ავღანელი დაიღუპა.[17] აღნიშნული მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგანაც კვლევები არ ჩატარებულა და ზუსტი მონაცემები არაა ცნობილი, ნამდვილად დაიღუპნენ თუ მეზობელ ქვეყნებში ემიგრაციაში წავიდნენ.[16]

თანამდროვე სტატისტიკა

2022 წლისთვის ავღანეთის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებს. 3 მილიონი ავღანელი პაკისტანსა და ირანში ცხოვრობს. მოსახლეობის 26% ქალაქებში, ხოლო 74% სასოფლო ტერიტორიებზე ცხოვრობს.

ავღანეთის ცენტრალური სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემებით, 2011 წელს ავღანეთში 26 მილიონი ავღანელი ცხოვრობდა, ხოლო 2017 წლისთვის ამ რიცხვმა 29.2 მილიონ ადამიანს მიაღწია. მათგან 15 მილიონი მამაკაცია, ხოლო 14.2 მილიონი ― ქალი. პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 82 მილიონ ადამიანს მიაღწევს.

უკანასკნელ ათწლეულში სწრაფად იზრდება ურბანული ტერიტორიების მოსახლეობა, რაც ქვეყანაში 5 მილიონი ექსპატრიატის დაბრუნებითაა გამოწვეული. ავღანეთში ერთადერთი ქალაქის, ქაბულის მოსახლეობა აღემატება 1 მილიონ ადამიანს.

ასაკობრივი სტრუქტურა

მოსახლეობის პირამიდა 2016 წლისთვის

0–14: 40.62% (კაცი 7,562,703/ქალი 7,321,646)
15-24: 21.26% (კაცი 3,960,044/ქალი 3,828,670)
25-54: 31.44% (კაცი 5,858,675/ქალი 5,661,887)
55-64 : 4.01% (კაცი 724,597/ქალ 744,910)
65 და მეტი: 2.68% (კაცი 451,852/ქალი 528,831) (2020 მიახლ.)

ეთნიკური ჯგუფები

უკანასკნელ წლებში ქვეყნის მასშტაბით ავღანური ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათების გავრცელება დაიწყო. აპლიკაციაში ყოველი მოქალაქის ეთნიკური წარმომავლობაცაა განსაზღრული. აღნიშნული პროცესი ქვეყნის მასშტაბით ეთნიკური ჯგუფების შემადგენლობის ზომისა და შემადგენლობის განსაზღვრასაც ისახავს მიზნად.[18] ავღანეთის 1964 წლის კონსტიტუციის მეოთხე პარაგრაფში 14 ეთნიკური ჯგუფია მოხსენიებული, თუმცა ავღანელთა ნაწილი სხვა ჯგუფებს მიეკუთვნება.[2]

ავღანეთის ეთნოლინგვისტური ჯგუფების მიახლოებითი განაწილება ცხრილშია მოცემული:

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუკა, სადაც ავღანური ტომების ტერიტორიებია მოცემული, 2005
ავღანეთის ეთნოლინგვისტური ჯგუფები, 2001
ავღანეთის ეთნოლინგვისტური ჯგუფები, 1982
ავღანეთის ეთნიკური ჯგუფები
ეთნიკური ჯგუფიგამოსახულებაავღანეთის პარლამენტის მონაცემები[19]2013 წლის მონაცემები[20]2004 წლამდე მონაცემები[21][22][23]
პუშტუნები 38.5%42%38-44%
ტაჯიკები/ყიზილბაშები 21.3%27%25–26.3% (1% ყიზილბაშია)
ჰაზარელები/სეიდი 24.5% (მოიცავს სეიდებსაც)9%12-19%
უზბეკები 6%9%6-8%
ყარაიმაკები3.2%4%500,000-800,000
თურქმენები1.2%3%2.5%
ბელუჯები 0.5%2%100,000
სხვები (პაშაი, ნურისტანები, არაბები, ქურთები, გუჯარები და ა.შ.) 4.9%4%6.9%

დამატებითი საკითხავი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი