ცენტრალური აზია

ცენტრალური აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, ტერმინზე ზუსტი შეთანხმება არ არსებობს. როგორც წესი, იგი მოიცავს მხარეებს:

ცენტრალური აზია

ფართობი დაახლოებით 6 მლნ კვ.კმ. ზეგნები და დაბლობები ქმნიან ორ ძირითად იარუსს, საშუალო სიმაღლე 500-1500 მ (გობი, ალაშანი, ორდოსი, ჯუნგარის და ტარიმის დაბლობები) და 4000-4500 მ (ტიბეტის ზეგანი), რომლებიც გაყოფილია და შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით — ტიან-შანი, კუნლუნი, ნანშანი, ყარაყორუმი და სხვა. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ნალექები დაბლობში 50-200 მმ-ია, მთებში — 500-1000 მმ წლიურად. რეგიონში ჭარბობს უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ტიბეტის ზეგანზე - ცივი უდაბნოები.

ძირითადი ეკონომიკური და კულტურული ცენტრები

ქალაქიქვეყანამოსახლეობასურათიინფორმაცია
ნურ-სულთანი  ყაზახეთი700,000
(2009)
ყაზახეთის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი. აქ 1997 წელს ალმათი-დან ოფიციალურად გადმოიტანეს დედაქალაქი.
ალმათი  ყაზახეთი1,420,747
(2009)
1929 წლიდან 1997 წლამდე ყაზახეთის დედაქალაქი. აღიარებულია ყაზახეთის და რეგიონის ფინანსურ ცენტრად.
აშხაბადი  თურქმენეთი695,300
(2001)
თურქმენეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. შედარებით ახალგაზრდა ქალაქი. 1818 წელს ამ დასახელების სოფელი დააარსა რუსეთის იმპერიამ. ის მდებარეობს ნისასთან ახლოს, რომელიც პართიის დედაქალაქი იყო.[1][2]
ქაბული  ავღანეთი3,000,000
(2008)
ავღანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი ქრისტეშობამდე 2000 - 1500 წლებშია დაარსებული.[3]
პეშავარი  პაკისტანი2,955,254
(2006)
პაკისტანის რეგიონის ხაიბერ-პახტუნხვას დედაქალაქი, მდებარეობს ხაიბერის გადასასვლელთან, ავღანეთის საზღვართან ახლოს.
მეშჰედი  ირანი2,427,316
(2006)
ირანის სიდიდით მეორე ქალაქი. შიიტების ერთ-ერთი წმინდა ქალაქი.[4]
ურუმჩი ჩინეთი2,681,834
(2006)
სინძიანის რეგიონის დედაქალაქი და უიგურების კულტურული ცენტრი. 2000 წლის წინ ეს იყო აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ქალაქი.
მაზარი-შარიფი  ავღანეთი300,600
(2008)
ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი და ბალხის პროვინციის დედაქალაქი.
ულან-ბატორი  მონღოლეთი1,067,472
(2008)
მონღოლეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი 1639 წელს დაარსდა როგორც ბუდისტური ცენტრი. XX საუკუნეში ულანბატორი მნიშვნელოვან მანუფაქტურულ ცენტრად იქცა.
სამარყანდი  უზბეკეთი596,300
(2008)
უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი და სამარყანდის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი სახელგანთქმული გახდა მისი აბრეშუმის გზაზე ცენტრალური მდებარეობის გამო და როგორც ისლამის სწავლების ცენტრი.
ბიშკეკი  ყირგიზეთი1,250,000
(2007)
ყირგიზეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, აგრეთვე ჩუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტაშკენტი  უზბეკეთი2,180,000
(2008)
უზბეკეთის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ტაშკენტი წარმოიშვა ჩირჩიკის ნაპირზე მდებარე ოაზისიდან.[5]
ტუსი  ირანიN/A ხორასან რეზავის პროვინციის ანტიკური ქალაქი. ანტიკური ბერძნები მას სუსიას (ბერძ. Σούσια) უწოდებდნენ. ის ალექსანდრე მაკედონელმა ქრისტეშობამდე 330 წელს აიღო. ქალაქი 1220 წელს მონღოლებმა, ჩინგიზ-ყაენის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
დუშანბე  ტაჯიკეთი679,400
(2008)
ტაჯიკეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. უდშნბე ტაჯიკურად და სპარსულად ნიშნავს ორშაბათს[6]
ბუხარა  უზბეკეთი237,900
(1999)
ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქი და ბუხარას პროვინციის დედაქალაქი. ბუხარა სპარსული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, მის ადრეულ პერიოდში.
ნიშაპური  ირანი270,972
(2006)
ქალაქი მდებარეობს ხორასან რეზავის პროვინციაში, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი