ალ-იაკუბი

ალ-იაკუბი, აბუ ლ-აბას აჰმად იბნ იაკუბი (გ. დაახლ. 897) — არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი. იმოგზაურა სომხეთში, ინდოეთში, პალესტინასა და ეგვიპტეში. ცნობილია მისი ორი თხზულება: 1. გეოგრაფიული „ქითაბ ალ-ბულდანი“ („ქვეყნების წიგნი“), რომელშიაც სხვა ქვეყნებთან ერთად აღწერილია ამიერკავკასია, ჩამოთვლილია მისი მხარეები, მითითებულია მათ შორის მანძილი; 2. ისტორიული „თარიხი“ („ისტორია“). მასში აღნუსხულია არაბთა ლაშქრობანი ამიერკავკასიაში და სომხეთ-საქართველოს დაპყრობა; აჯანყებები არაბთა წინააღმდეგ სომხეთში, ქართლსა და კახეთში; თბილისის ამირას განდგომა სახალიფოსაგან და ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში (853). ალ-იაკუბის ცნობით არაბმა სარდალმა ხალიდ-იბნ იაზიდმა „ხელში ჩაიგდო წანარების ჯოგები და შემდეგ მოუწოდა ზავისკენ; შეუთანხმდა 3000 ფაშატსა და 20000 ცხვარზე“.

ლიტერატურა

  • Крачковский И. Ю., Избр. соч., т. 4, М. – Л., 1957;
  • Сведения арабских писателей о Кавказе, Армении и Азербайджане, пер. и прим. Н. А. Караулова, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа» 1903, в. 32.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი