ანარიის ფორტი

ანარიის ფორტი — ბათუმის მახლობლად მდებარე საფორტიპიკაციო ნაგეგობა, ცნობილი ანარიის ფორტის ბრძოლაში მისი მცველების გმირული დაღუპვის გამო. [1]

ანარიის ფორტის ნანგრევები, დიმიტრი სილაქაძის ფოტოსურათი.

ფორტი

ანარიის ფორტი ბათუმის მიხეილის სახელობის ციხესიმაგრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო, აგებული ბათუმის აღმოსავლეთით, ფერიის თემის სოფელ მნათობის აღმოსავლეთით არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეზე 361,6. ფორტი შედგებოდა ბეტონირებული კაზემატისაგან, ასევე კარგად გამაგრებული ბეტონირებული სარტილერიო და ტყვიამფრქვევის პოზიციებისაგან. ფორტის დანიშნულება ორგვარი იყო: ის გამოდგებოდა ქალაქის დასაცავად ხმელეთიდან, აკონტროლებდა რა ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მომავალ გზებს, ამავდროულად წარმოადგენდა კარგ სადამკვირვებლო პოსტს ზღვაზე მოწინააღმდეგის მოძრაობის აღმოსაჩენად შორ მანძილზე.[1]

ბრძოლა

თურქულმა დანაყოფებმა ანარიის ფორტის ახლომდებარე სიმაღლეების ერგესა და ხეჩოქედის დაკავების შემდეგ პირველი აპრილის ღამის ორ საათზე მიიტანა ფორტზე იერიში. იერიშამდე მათ გადაჭრეს ფორტის შტაბთან დამაკავშირებელი პირდაპირი მავთული. ფორტის პირადმა შემადგენლობამ თურქულ ნაწილებს წინააღმდეგობა დილამდე გაუწია, სანამ ყველა მათგანი არ დაიღუპა. [1]

მოწინააღმდეგეს დიდი ზარალის ფასად დაუჯდა ფორტის აღება, გაზეთი სახალხო საქმის ცნობით: „გმირულად დაიღუპა თითქმის უკანასკნელი დამცველი ანარიისა კაპიტანი შავგულიძე და უკანასკნელი ტყვიისმფრქვეველიც ჩაჩუმდა. ოსმალოები ფორტში შეიჭრნენ. შიგ არც ერთი ცოცხალი ქართველი არ აღმოჩნდა, ფორტი სავსე იყო ოსმალთა ყუმბარებით დაფლეთილი ქართველ მეომართა გვამებით. სამაგიეროდ ანარიის მწვერვალის კალთები სულ დაფენილი იყო ოსმალთა გვამებით.[1]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი