ანარიის ფორტის ბრძოლა

ანარიის ფორტის ბრძოლა
ოსმალეთი-ამიერკავკასიის კომისარიატის 1918 წლის ომი ნაწილი

ანარიის ფორტის ნანგრევები, დიმიტრი სილაქაძის ფოტოსურათი.
თარიღი 1(14) აპრილი, 1918
მდებარეობა ბათუმი, ფერიის თემის სოფელ მნათობის აღმოსავლეთით არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეზე
შედეგი ოსმალეთის გამარჯვება
მხარეები
ოსმალური დანაყოფებიკაპიტანი სიმონ შავგულიძე, კაპიტანი ზაქარია დოლიძე, პორუჩიკი აბესალომ ხარაიძე, პრაპორშიკი დავით ვანიძე და 50-მდე (სხვა მონაცემებით 84) ჯარისკაცი
მეთაურები
-კაპიტანი სიმონ შავგულიძე და კაპიტანი ზაქარია დოლიძე
ძალები
  • 4 ოფიცერი
  • 50-მდე (სხვა მონაცემებით 84) ჯარისკაცი
დანაკარგები
-ყველა დაიღუპა

ანარიის ფორტის ბრძოლა — ოსმალეთი-ამიერკავკასიის კომისარიატის 1918 წლის ომის ეპიზოდი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული ჯარის არაორგანიზებულობის გამო ბათუმი ოსმალურმა დანაყოფებმა თითქმის უბრძოლველად აიღეს. ანარიის ფორტის დამცველებმა მათზე გაცილებით მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა გაუწიეს. ფორტის ყველა დამცველი დაიღუპა. ფორტს იცავდნენ: კაპიტანი სიმონ შავგულიძე, კაპიტანი ზაქარია დოლიძე, პორუჩიკი აბესალომ ხარაიძე, პრაპორშიკი დავით ვანიძე და 50-მდე (სხვა მონაცემებით 84) ჯარისკაცი.[1]

ფორტი

ანარიის ფორტი ბათუმის მიხეილის სახელობის ციხესიმაგრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო, აგებული ბათუმის აღმოსავლეთით, ფერიის თემის სოფელ მნათობის აღმოსავლეთით არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეზე 361,6. ფორტი შედგებოდა ბეტონირებული კაზემატისაგან, ასევე კარგად გამაგრებული ბეტონირებული სარტილერიო და ტყვიამფრქვევის პოზიციებისაგან. ფორტის დანიშნულება ორგვარი იყო: ის გამოდგებოდა ქალაქის დასაცავად ხმელეთიდან, აკონტროლებდა რა ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მომავალ გზებს, ამავდროულად წარმოადგენდა კარგ სადამკვირვებლო პოსტს ზღვაზე მოწინააღმდეგის მოძრაობის აღმოსაჩენად შორ მანძილზე.[1]

ბრძოლა

ოსმალურმა დანაყოფებმა ანარიის ფორტის ახლომდებარე სიმაღლეების ერგესა და ხეჩოქედის დაკავების შემდეგ პირველი აპრილის ღამის ორ საათზე მიიტანა ფორტზე იერიში. იერიშამდე მათ გადაჭრეს ფორტის შტაბთან დამაკავშირებელი პირდაპირი მავთული. ფორტის პირადმა შემადგენლობამ თურქულ ნაწილებს წინააღმდეგობა დილამდე გაუწია, სანამ ყველა მათგანი არ დაიღუპა. [1]

მოწინააღმდეგეს დიდი ზარალის ფასად დაუჯდა ფორტის აღება, გაზეთი სახალხო საქმის ცნობით: „გმირულად დაიღუპა თითქმის უკანასკნელი დამცველი ანარიისა კაპიტანი შავგულიძე და უკანასკნელი ტყვიისმფრქვეველიც ჩაჩუმდა. ოსმალოები ფორტში შეიჭრნენ. შიგ არც ერთი ცოცხალი ქართველი არ აღმოჩნდა, ფორტი სავსე იყო ოსმალთა ყუმბარებით დაფლეთილი ქართველ მეომართა გვამებით. სამაგიეროდ ანარიის მწვერვალის კალთები სულ დაფენილი იყო ოსმალთა გვამებით.[1]

მოგონებები

გენერალი გიორგი კვინიტაძე ბრძოლის დაწყებამდე სიმონ შავგულიძესთან შეხვედრას შემდეგნაირად იხსენებდა: „ვიყავით ანარიის ფორტზე; აქაურმა კომენდანტმა გიორგის ჯვრით დამშვენებულმა შტაბს-კაპიტანმა შავგულიძემ აღნიშნა, დისციპლინა მთლიანად მოშლილია ამიტომ იმედი არ მაქვს ამ გამაგრებას შევინარჩუნებთო. არადა, ძალიან კარგი გამაგრება ჰქონდათ, თითოეული მსროლელი ყოველი მხრიდან ბეტონით იყო დაცული და სათოფურებიდან ისროდა; აქვე იყო ხელოვნური ჯებირები, შეტყობინების გზები, ბეტონის სატყვიამფრქვევო ბუდეები. ე. გეგეჭკორმა ფორტიდან წამოსვლისას გიორგის ორდენის მამაც კავალერს უთხრა: -ეს ფორტი მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში უნდა დათმოთო. არის - წყნარად მიუგო გმირმა. სიტყვა შეასრულა. ბრძოლისას მოახერხა 50-მდე კაცი შეენარჩუნებინა და მათთან ერთად დაიღუპა.“ ჟურნალი მხედრის ინფორმაციით კი სიმონის პასუხი უფრო ვრცელი იყო - „სანამ ცოცხალი ვარ არვის შემოვადგმევინებ ფეხს ამ ადგილზედ, ამას შესძლებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემს გაცივებულ გვამს ფეხს გადააბჯენენო.[1]

ხსოვნა

რანდენიმე დღის შემდეგ ოსმალთა ნებართვით გაითხარა საძმო სასაფლაო სადაც დაკრძალეს ანარიის ფორტის დამცველები. მოგვიანებით, ერთი თვის შემდეგ, კაპიტანი შავგულიძე ქუთაისში გადაასვენეს. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაღუპულ ოფიცრების ფოტოებთან ერთად დაიბეჭდა სიმონის დის, ზაირას, ძმისადმი მიძღვნილი ლექსი:

ძამიკო სიმონის ხსოვნას
არ დაგაფრქვევ , მე შენ ცრემლებს
უსიცოცხლოს, მოწყენილსა
თუმცა გული ვეღარ ითმენს
გრძნობას ჩემში ჩარჩენილსა!

ვით იტიროს თვალმა ჩემმა?
ვით იტიროს გმირი ქართლის
ვინც ემბლემად უნდა დარჩეს
და სიმბოლოდ მომავალის !...

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი