ანზორ ერქომაიშვილი

ქართველი ხალხური მომღერალი და ლოტბარი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერქომაიშვილი.

ანზორ ერქომაიშვილი (დ. 10 აგვისტო, 1940, ბათუმი, საქართველოს სსრ — გ. 31 მარტი, 2021, თბილისი[1]) — ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

ანზორ ერქომაიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 აგვისტო, 1940, ბათუმი
დაბ. ადგილი ბათუმი, საქართველოს სსრ
წარმოშობა ბათუმი
გარდ. თარიღი 31 მარტი, 2021 (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, დირიჟორი
მეუღლე ლალი სეთურიძე

ბიოგრაფია

დაიბადა დავით ერქომაიშვილისა და ეთერ გორდელაძის ოჯახში. არის თვითნასწავლი მომღერლის, არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი. არტემისვე რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972–1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა (1972, მოსკოვი). გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღრები“.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება[2] დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2020).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ (1980), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1988).

გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად.[1] დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.[3]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია

ლიტერატურა

  • ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 209.
  • გეგეჭკორი ვ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, წგნ. 1-3, თბ., 1954–1966;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი