ანისა მახლუფი

სირიის ყოფილი პირველი ლედი

ანისა (ანისეჰ) მახლუფი (არაბ. أنيسة مخلوف; დ. 1929/1930,[1] ლატაკია, სირია — გ. 6 თებერვალი 2016, დამასკო, სირია) — სირიის მმართველი დინასტიის ალ-ასადების ოჯახის მატრიარქი, რომელიც ქვეყანას 1971 წლიდან მართავს. 1971—2000 წლებში სირიის პრეზიდენტის ჰაფეზ ასადის მეუღლე და სირიის პირველი ქალბატონი. 2000 წლიდან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დედა.[2][3][4]

ანისა მახლუფი
ანისა მახლუფი
მახლუფი 1970 წელს
სირიის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი 1971 – 10 ივნისი 2000
პრეზიდენტი  ჰაფეზ ასადი
მემკვიდრეასმა ალ-ასადი

დაბადებული1929/1930[1]
ლატაკია, სირია
გარდაცვლილი6 თებერვალი 2016 (87 ან 86 წლის)
დამასკო, სირია
მეუღლეჰაფეზ ასადი
შვილები
არის გვერდი თემაზე:

ეკონომისტმა ანისა მახლუფი აღწერა, როგორც „მრისხანე ფიგურა“ ალ-ასადის ოჯახსა და სირიის რეჟიმს შორის.[3] იყო რეჟიმის უაღრესად გავლენიანი წევრი, ასევე ის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანი იყო, რომელთანაც ბაშარ ალ-ასადი რეგულარულად კონსულტაციებს გადიოდა სირიის სამოქალაქო ომის დროს.[3][5] იგი მხარს უჭერდა მძიმე სახის სამხედრო დარბევის მოწყობას სირიელი დემონსტრანტებისა და ამბოხებულების წინააღმდეგ.[3]

მახლუფი დაიბადა 1929 ან 1930 წელს ლატაკიაში, ლატაკიის მუჰაფაზის გავლენიან ოჯახში.[2][3][6]

1957 წელს ანისა დაქორწინდა სირიის არაბთა რესპუბლიკის საჰაერო ძალების ოფიცერზე ჰეფიზ ალ-ასადზე.[2] მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: ბუშრა (დ. 1960), ბაზელ ალ-ასადი (1962-1994), ბაშარ ალ-ასადი (დ. 1965), მაჯდ ალ-ასადი (1966-2009) და მაჰერ ალ-ასადი. მისი ქორწინების შემდეგ მახლიფების ოჯახის სტატუსი და სიმდიდრე მნიშვნელოვნად გაიზარდა.[5] ანისას ნათესავები დაჯილდოვდნენ მომგებიანი კონტრაქტებით ქვეყნის საბანკო, ნავთობისა და სატელეკომუნიკაციო სექტორში.[5] მისი ერთ-ერთი ძმისშვილი, რამი მახლუფი, სირიაში ყველაზე მდიდარი კაცია, რომლის ქონება 2012 წლისთვის 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.[5]

1994 წელს ბაზელ ალ-ასადის გარდაცვალების შემდეგ, მახლუფმა თავისი მეუღლის შემცვლელად მაჰერ ალ-ასადს ხედავდა, რომელიც მისი უმცროსი ვაჟი და სირიის გენერალი იყო.[4] თუმცა, ამის ნაცვლად, ლონდონიდან ბაშარ ალ-ასადი დაბრუნდა, რომელიც შეუერთდა სამხედროებს და წარმატებით შეცვალა თავისი მამა პრეზიდენტის პოსტზე.[4]

მუხლუფი მიიჩნევა, როგორც არაბული გაზაფხულისა და სირიის სამოქალაქო ომის დროს მომიტინგეებისა და ამბოხებულების მკაცრი დარბევის მომხრედ.[3] 2012 წელს, მახლუფი და ასადის ოჯახის სხვა წევრები, ასადის რეჟიმის მიერ მომიტინგეებზე თავდასხმის გამო, ევროკავშირის სამოქალაქო სანქციების ქცეშ მოექცნენ.[2]

ევროკავშირის სანქციებში შედიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მგზავრობის აკრძალვა და მისი აქტივების გაყინვაც.[2] სამგზავრო აკრძალვის დაწესებამდე, გავრცელებული ინფორმაციით, ანისა გერმანიას ხშირად სტუმრობდა სამედიცინო მკურნალობისთვის.[2][3][7]

სიკვდილი

ანისა მახლუფი გარდაიცვალა 2016 წლის 6 თებერვალს დამასკოში, უცნობი მიზეზების გამო.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა