ასმა ალ-ასადი

სირიის პირველი ქალბატონები

ასმა ალ-ასადი (არაბ. أسماء الأسد‎‎; დაბადებული ასმა ბინტ ფავაზ ახრასი[1][2] (არაბ. أسماء فواز الأخرس‎‎); დ. 11 აგვისტო 1975, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — სირიის პირველი ლედი. დაიბადა ლონდონში, სირიელი მშობლების ოჯახში და 19 წლის ასაკში, სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ბაშარ ალ-ასადზე დაქორწინდა.[3][4]

ასმა ალ-ასადი
ასმა ალ-ასადი
ასმა ალ-ასადი 2003 წელს
სირიის პირველი ლედი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავადეკემბერი 2000
წინამორბედიანისა მახლუფი

დაბადებული11 აგვისტო, 1975 (1975-08-11) (48 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფოს დროშა გს
ეროვნებაბრიტანელი, სირიელი
მამაფავაზ ახრასი
მეუღლებაშარ ალ-ასადი (ქ. 2000)
შვილები3
განათლებალონდონის სამეფო კოლეჯი

დაიბადა და გაიზარდა გაერთიანებული სამეფოში, სადაც 1996 წელს ლონდონის სამეფო კოლეჯი დაამთავრა კომპიუტერული მეცნიერება და ფრანგულ ლიტერატურა, ბაკალავრის ხარისხით. ასმას საინვესტიციო და საბანკო საქმეში კარიერა ჰქონდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლას აპირებდა, როდესაც იგი 2000 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადზე დაქორწინდა.

მან დატოვა თავისი საინვესტიციო საბანკო საქმიანობა მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და დარჩა სირიაში, სადაც მას სამი შვილი ეყოლა. პირველი ლედის თანამდებობაზე, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც ნაწილი ბაშარის მმართველობის დროინდელი რეფორმების, რომელიც შეჩერდა სირიის სამოქალაქო ომის დაწყების გამო.[5]

მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად, ასად და სირიის სხვა მაღალჩინოსნებს დაუესდათ ეკონომიკური სანქციები, რამაც ასმა არასასურველ პიროვნებად გამოაცხადა ევროკავშირში, შიდეგად ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ ჩადის, გარდა გაერთიანებული სამეფოსა, რომლის მოქალაქეცაა.[6][7][8][9][10][11]

ადრეული წლები და განათლება

ასადი დაიბადა 1975 წლის 11 აგვისტოს ლონდონში, როგორც ასმა ახრასი, კრომველის საავადმყოფოს კარდიოლოგის ფავაზ ახრასის და მისი მეუღლის, საჰარ ახრასის (დაბადებული ოტრი), ლონდონში სირიის საელჩოს ყოფილი პირველი მდივნის ოჯახში.[1] მისი მშობლები სუნიტი მუსლიმები და წარმოშობით სირიელები არიან, ქალაქ ჰომსიდან.[1][12]

გაიზარდა ლონდონის აკტონის რაიონში, სადაც დადიოდა ტბიფორდის ეკლესიის ინგლისის უმაღლეს სკოლაში და მოგვიანებით ლონდონის დედოფლის კოლეჯში, რომელიც გოგონათა კერძო სკოლაა.[13] 1996 წელს დაამთავრა ლონდონის სამეფო კოლეჯი ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით, კომპიუტერული მეცნიერების და ფრანგული ლიტერატურის განხრით.[14] იგი ფლობს ინგლისურ, არაბულ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.[1]

საფინანსო კარიერა

ლონდონის სამეფო კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ასმამ მუშაობა დაიწყო Deutsche Bank Group-ის ეკონომიკის ანალიტიკოსად, კლიენტებთან მართვის განყოფილებაში ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.[1][2] 1998 წელს შეუერთდა „J.P. Morgan“ საინვესტიციო საბანკო განყოფილებას, სადაც მუშაობდა გუნდში, რომელიც სპეციალიზებულია ბიოტექნოლოგიასა და ფარმაცევტულ კომპანიებში.[15][16] იგი თავისი საბანკო გამოცდილებას აფასებს, როგორც დაკმაყოფილებელი „ანალიტიკურ აზროვნებასა“ და „ბიზნესის მართვაში“.[17]

იგი აპირებდა ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლას, როდესაც 2000 წელს დამასკში, დეიდამისის სტუმრობისას ბაშარ ალ-ასადს არ შეხვდა.[18]

პირველი ლედი

ასმა ასადი და ბრაზილიის პირველი ლედი მარისა ლეტიცია ლულა და სილვა, დამასკის ეროვნული მუზეუმი, 3 დეკემბერი 2003

2000 წლის ივნისში ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ, ბაშარმა პრეზიდენტობის პოსტი დაიკავა.[17] 2000 წლის ნოემბერში, ასმა გადავიდა სირიაში და იმავე წლის დეკემბერში დაქორწინდა ბაშარზე. ქორწინება ბევრს გაუკვირვდა, რადგან ქორწინებამდე მედიასაშუალებებში არ გახმოვანებულა მათი სიყვარულის ისტორია. ბევრმა ეს კავშირი განიხილა, როგორც შერიგების და პროგრესის ნაბიჯი ახალი რეფორმირებული მთავრობის მხრიდან, რადგან ასმა გაიზარდა გაერთიანებულ სამეფოში და წარმოადგენს სუნიტურ ისლამს, ხოლო ბაშარი ალავიტია.[19]

პირადი ცხოვრება

ასმას და ბაშარ ალ ასადს სამი შვილი ჰყავთ. მათი პირველი ვაჟი, ჰაფეზი, რომელიც ბაშარის მამის პატივსაცემად დაარქვეს, 2001 წელს დაიბადა, მათი ერთადერთი ქალიშვილი ზეინი 2003 წელს, ხოლო მეორე ვაჟი ქარიმი 2004 წელს დაიბადა.[1]

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი