სირია

სირია (არაბ. سورية‎; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბთა რესპუბლიკა არაბ. الجمهورية العربية السورية‎) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.

სირიის არაბთა რესპუბლიკა
الجمهورية العربية السورية
სირია
სირიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Homat el Diyar
სირიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დამასკო
33°30′ ჩ. გ. 36°18′ ა. გ. / 33.500° ჩ. გ. 36.300° ა. გ. / 33.500; 36.300
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი
 -  პრემიერ მინისტრი რიად ჰიჯაბი
ფართობი
 -  სულ 186 475 კმ2 (89-ე)
 -  წყალი (%) 1.1
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 22 530 746[1] (54-ე)
 -  სიმჭიდროვე 118,3 კაცი/კმ2 (101-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $107.831 მილიარდი[1] 
 -  ერთ მოსახლეზე $5100[1] 
აგი (2013) 0.648[2] (საშუალო) (116-ე)
ვალუტა სირიული ფუნტი (SYP)
დროის სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი SYR
Internet TLD .sy
სატელეფონო კოდი +963

თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა, დამასკო დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა[3].

2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია[4][5]. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.

1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

სახელწოდება

  • ოფიციალური: სირიის არაბთა რესპუბლიკა.
  • ეროვნული: سورية; Al Jumhuriyah al Arabiyah as Suriyah.

ისტორია

სახელგნთქმული ქალაქ პალმირას ნანგრევები, რომელიც სირიის უდაბნოში I და II საუკუნეებში აღორძინდა.

1946 წელს მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. 1958-61 წლებში ეგვიპტესთან ერთად შედიოდა არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. ექვსდღიანი ომის შედეგად (1967) დაკარგა გოლანის მაღლობები, რომელსაც ახლაც ისრაელი აკონტროლებს. 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა ერაყის წინააღმდეგ. ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სირიაში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.

გეოგრაფია

სირია მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185 180 კვ. კმ-ს.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი Bashar al-ASAD (2000).
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 14 რეგიონი (mufazah).

დემოგრაფია

ეკონომიკა

მემკვიდრეობა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი