ანტონიო ადანი

ანტონიო ადან გარიდო (ესპ. Antonio Adán Garrido; 13 მაისი 1987, მადრიდი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სპორტინგის“ მეკარე.[2]

ანტონიო ადანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტონიო ადან გარიდო[1]
დაბადების
თარიღი
13 მაისი, 1987 (1987-05-13) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე190 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სპორტინგი
ნომერი1
ახალგაზრდული კარიერა
1997–2004რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2004–2006რეალ მადრიდი C51(0)
2006–2010რეალ მადრიდი B84(0)
2010–2013რეალ მადრიდი7(0)
2013–2014კალიარი2(0)
2014–2018რეალ ბეტისი160(0)
2018–2020ატლეტიკო2(0)
2020–სპორტინგი32(0)
ეროვნული ნაკრები
2002ესპანეთი 16-წლ5(0)
2002–2005ესპანეთი 17-წლ19(0)
2006ესპანეთი 19-წლ8(0)
2007ესპანეთი 20-წლ.6(0)
2007ესპანეთი 21-წლ.2(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 მაისი, 2021

კარიერა

მადრიდის რეალი

ადანი „რეალის“ აღზრდილია. მას 2004 წლიდან „სამეფო კლუბის“ 3 გუნდში აქვს ნათამაშები. 2006 წელს, მთავარ გუნდს გაყვა აშშ-ს ტურნეში.

2009 წელს „რეალიდან“ „ხეტაფეში“ წავიდა ჟორდი კოდინა და მისი ადგილი ძირითად გუნდში ახალგაზრდა ადანმა დაიკავა.

„რეალის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ადანმა 2010 წლის 8 დეკემბერს ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „ოსერის“ წინააღმდეგ, მან ტრავმირებული იერჟი დუდეკი შეცვალა. ესსპანეთის ჩემპიონატში ანტონიომ პირველად 2011 წლის 13 თებერვალს ითამაშა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა წითელი ბარათი მიიღო და ადანი მოედანზე გავიდა. სასტარტო შემადგენლობაში პირველად თამაში მას მომდევნო ტურში „ლევანტეს“ წინააღმდეგ მოუწია, მან ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.

2012 წლის 5 მაისს ესპანელი კიპერი კვლავ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, 37-ე ტურში მან „გრანადას“ წინააღმდეგ ითამაშა, ამ მატჩში მან 1 გოლი გაუშვა. „რეალი“ 0–1-ს აგებდა, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ამ თამაშის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 2–1 იმარჯვა. 2012 წელს მან კლუბთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და 2013 წელს კლუბი დატოვა.

კალიარი

2013 წლის ზაფხულში ადანი „რეალიდან“ გადავიდა იტალიურ „კალიარში“, სადაც ითამაშა მხოლოდ 2 ოფიციალური შეხვედრა. 2014 წლის ზამთარში კი ორმხრივი გადაწყვეტილებით ადანმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა[3].

რეალ ბეტისი

2014 წლის 27 იანვარს ანტონიო ადანი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბეტისის“ რიგებში ჩაირიცხა.[4]

სპორტინგი

2020 წლის 20 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდა. როგორც გუნდის ძირითადმა მეკარემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „სპორტინგის“ პორტუგალიის ჩემპიონობაში, რომელიც კლუბმა 2001–02 წლების სეზონის შემდეგ პირველად, — 19-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა. „სპორტინგში“ ადანმა თავისი საკლუბო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ჩემპიონატის 32 მატჩიდან 19 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, ხოლო დანარჩენ მატჩებში მხოლოდ 19 გოლი გაუშვა. პორტუგალიის ჩემპიონობის გარდა, კლუბთან ერთად ადანმა პორტუგალიის ლიგის თასი და პორტუგალიის სუპერთასიც მოიპოვა. სეზონის დასრულების შემდეგ იგი პრიმეირა ლიგის წლის გუნდის შემადგენლობაში დაასახელეს.

პირადი ცხოვრება

ანტონიო ადანის კუმირი არის პაკო ბუიო. ის მოედანზე ყოველთვის მარცხენა ფეხით შედის.

საკლუბო სტატისტიკა

განახლდა: 15 მაისი, 2021[5]
კლუბისეზონილიგათასიევროპაჯამში
მატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
რეალ მადრიდი B2006–07600060
2007–0811000110
2008–0931000310
2009–1036000360
Total84000840
რეალ მადრიდი2010–1130101050
2011–1210202050
2012–1330401080
სულ707040180
კალიარი2013–1420000020
სულ20000020
რეალ ბეტისი2013–141700040210
2014–154000000400
2015–163601000370
2016–173700000370
2017–183000000300
სულ160010401650
ატლეტიკო
მადრიდი
2018–1910400050
2019–2010100020
სულ20500070
სპორტინგი2020–213203*020370
სულ3203*020370
სულ ჯამში28701601003130

მიღწევები

საკლუბო

რეალ მადრიდი
რეალ ბეტისი
ატლეტიკო მადრიდი
სპორტინგი

სანაკრებო

ესპანეთის 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
  • ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის: 2006[11]

ინდივიდუალური

  • პრიმეირა ლიგის წლის გუნდი: 2020–21[12]

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი