უეფა-ს სუპერთასი

უეფა-ს სუპერთასი (ინგლ. UEFA Super Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ატარებს უეფა. თამაშში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებულები მონაწილეობენ. როგორც წესი, მატჩი ტარდება აგვისტოში, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ.

უეფა-ს სუპერთასი
დაარსდა 1972
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 2
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“
იტალიის დროშა „მილანი“
(5-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული გერმანიის დროშა „ბაიერნი“ (2-ჯერ)
ვებ-საიტი ოფიციალური

1972–99 წლებში, სუპერთასს ჩემპიონთა თასისა/ლიგისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეცილებოდნენ ერთმანეთს. თასების მფლობელთა თასის გაუქმების შემდეგ ის უეფა-ს თასმა შეცვალა, რომელსაც 2009 წელს უეფა-ს ევროპა ლიგა ეწოდა. ამასთანავე, 1998 წლამდე სუპერთასი 2 მატჩად იმართებოდა, ორივე მონაწილე გუნდის მოედანზე; 1998 წლიდან შეხვედრა წინასწარ გამოცხადებულ არენაზე ტარდება.

გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „ბარსელონა“ და „მილანი“. ორივე კლუბს სუპერთასი ხუთჯერ აქვს მოგებული. სულ უეფა-ს სუპერთასი 24 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. მოქმედი გამარჯვებულია „ატლეტიკო მადრიდი“[1].

ისტორია

სუპერთასის ჩატარების იდეა ჰოლანდიელ სპორტულ ჟურნალისტ ანტონ ვიტკამპს დაებადა. ამ დროს ევროპაში „ტოტალური ფეხბურთი“ დომინირებდა, ევროტურნირების მთავარ ფავორიტებად კი ჰოლანდიური კლუბები მიიჩნეოდნენ. მისი მიზანი იყო გაერკვია, თუ რომელი იყო რეალურად ევროპის საუკეთესო კლუბი და კიდევ უფრო გამოეცადა ამსტერდამის აიაქსის შესაძლებლობები, რომელსაც იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ლიდერობდა.

1972 წელს ვიტკამპმა თავისი იდეა აიაქსის ხელმძღვანელობას გააცნო. ხელმძღვანელობამ ეს იდეა მოიწონა და ერთად ციურიხს ეწვივნენ, სადაც უეფას-გან გათამაშებისათვის ოფიციალური სახის მიცემა მოითხოვეს. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ უარი თქვა და სწორედ ამიტომ, 1972 წლის შეხვედრა აიაქსსა და რეინჯერსს შორის, არაოფიციალურად მიიჩნევა.

მატჩები

წელიქვეყანაგამარჯვებულიანგარიშიდამარცხებულიქვეყანა
1972 აიაქსი3–1; 3–2რეინჯერსი
1973 აიაქსი (1)0–1; 6–0მილანი
1974არ გათამაშდა
1975 დინამო კიევი (1)1–0; 2–0ბაიერნი
1976 ანდერლეხტი (1)1–2; 4–1ბაიერნი
1977 ლივერპული (1)1–1; 6–0ჰამბურგი
1978 ანდერლეხტი (2)3–1; 1–2ლივერპული
1979 ნოტინგემ ფორესტი (1)1–0; 1–1ბარსელონა
1980 ვალენსია (1)1–2; 1–0ნოტინგემ ფორესტი
1981არ გათამაშდა
1982 ასტონ ვილა (1)0–1; 3–0 დ.დბარსელონა
1983 აბერდინი (1)0–0; 2–0ჰამბურგი
1984 იუვენტუსი (1)2–0ლივერპული
1985არ გათამაშდა
1986 სტიაუა (1)1–0დინამო კიევი
1987 პორტუ (1)1–0; 1–0აიაქსი
1988 მეხელენი (1)3–0; 0–1პსვ
1989 მილანი (1)1–1; 1–0ბარსელონა
1990 მილანი (2)1–1; 2–0სამპდორია
1991 მანჩესტერ იუნაიტედი (1)1–0ცრვენა ზვეზდა
1992 ბარსელონა (1)1–1; 2–1ვერდერი
1993 პარმა (1)0–1; 2–0 დ.დმილანი
1994 მილანი (3)0–0; 2–0არსენალი
1995 აიაქსი (2)1–1; 4–0რეალ სარაგოსა
1996 იუვენტუსი (2)6–1; 3–1პარი სენ-ჟერმენი
1997 ბარსელონა (2)2–0; 1–1ბორუსია დორტმუნდი
1998 ჩელსი (1)1–0რეალ მადრიდი
1999 ლაციო (1)1–0მანჩესტერ იუნაიტედი
2000 გალათასარაი (1)2–1 დ.დრეალ მადრიდი
2001 ლივერპული (2)3–2ბაიერნი
2002 რეალ მადრიდი (1)3–1ფეიენოორდი
2003 მილანი (4)1–0პორტუ
2004 ვალენსია (2)2–1პორტუ
2005 ლივერპული (3)3–1 დ.დცსკა მოსკოვი
2006 სევილია (1)3–0ბარსელონა
2007 მილანი (5)3–1სევილია
2008 ზენიტი (1)2–1მანჩესტერ იუნაიტედი
2009 ბარსელონა (3)1–0 დ.დშახტარი
2010 ატლეტიკო მადრიდი (1)2–0ინტერი
2011 ბარსელონა (4)2–0პორტუ
2012 ატლეტიკო მადრიდი (2)4–1ჩელსი
2013 ბაიერნი (1)2–2 დ.დ; პენ.5–4ჩელსი
2014 რეალ მადრიდი (2)2–0სევილია
2015 ბარსელონა (5)5–4 დ.დსევილია
2016 რეალ მადრიდი (3)3–2 დ.დსევილია
2017 რეალ მადრიდი (4)2–1მანჩესტერ იუნაიტედი
2018 ატლეტიკო მადრიდი (3)4–2 დ.დრეალ მადრიდი
2019 ლივერპული (4)2–2 (პენ. 5—4)ჩელსი

სტატისტიკა და რეკორდები

კლუბების მიხედვით

კლუბიგამარჯვებულიდამარცხებულიგამარჯვებულიდამარცხებული
ბარსელონა541992, 1997, 2009, 2011, 20151979, 1982, 1989, 2006
მილანი521989, 1990, 1994, 2003, 20071973, 1993
რეალ მადრიდი432002, 2014, 2016, 20171998, 2000, 2018
ლივერპული321977, 2001, 20051978, 1984
ატლეტიკო მადრიდი302010, 2012, 2018
აიაქსი211973, 19951987
ანდერლეხტი201976, 1978
ვალენსია201980, 2004
იუვენტუსი201984, 1996
სევილია1420062007, 2014, 2015, 2016
პორტუ1319872003, 2004, 2011
მანჩესტერ იუნაიტედი1319911999, 2008, 2017
ბაიერნი1320131975, 1976, 2001
ჩელსი1219982012, 2013
დინამო კიევი1119751986
ნოტინგემ ფორესტი1119791980
ასტონ ვილა101982
აბერდინი101983
სტიაუა101986
მეხელენი101988
პარმა101993
ლაციო101999
გალათასარაი102000
ზენიტი102008
ჰამბურგი021977, 1983
პსვ011988
სამპდორია011990
ცრვენა ზვეზდა011991
ვერდერი011992
არსენალი011994
რეალ სარაგოსა011995
პარი სენ-ჟერმენი011996
ბორუსია დორტმუნდი011997
ფეიენორდი012002
ცსკა მოსკოვი012005
შახტარი012009
ინტერი012010

ქვეყნების მიხედვით

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 15-ჯერ მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოგება და 12-ჯერ დამარცხდნენ. სულ 12 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოპოვება.

ქვეყანაგამარჯვებულიდამარცხებული
 ესპანეთი1512
 იტალია94
 ინგლისი79
 ბელგია30
 ნიდერლანდები23
 გერმანია17
 პორტუგალია13
 სსრკ11
 რუსეთი11
 შოტლანდია10
 რუმინეთი10
 თურქეთი10
 საფრანგეთი01
 უკრაინა01
 იუგოსლავია01

გამარჯვებული მწვრთნელები

სეზონიგამარჯვებულიკლუბი
1972 სტეფან კოვაჩი აიაქსი
1973 გეორგ კნობელი აიაქსი
1974
1975 ვალერი ლობანოვსკი დინამო კიევი
1976 რაიმონ გუტალსი ანდერლეხტი
1977 ბობ პეისლი ლივერპული
1978 რაიმონ გუტალსი (2) ანდერლეხტი
1979 ბრაიან კლაფი ნოტინგემ ფორესტი
1980 ბერნანდინო პერესი ვალენსია
1981
1982 ტონი ბარტონი ასტონ ვილა
1983 ალექს ფერგიუსონი აბერდინი
1984 ჯოვანი ტრაპატონი იუვენტუსი
1985
1986 ანგელ იორდენესკუ სტიაუა
1987 ტომისლავ ივიჩი პორტუ
1988 აად დე მოსი მეხელენი
1989 არიგო საკი მილანი
1990 არიგო საკი (2) მილანი
1991 ალექს ფერგიუსონი (2) მანჩესტერ იუნაიტედი
1992 იოჰან კრუიფი ბარსელონა
1993 ნევიო სკალა პარმა
1994 ფაბიო კაპელო მილანი
1995 ლუი ვან გალი აიაქსი
1996 მარჩელო ლიპი იუვენტუსი
1997 ლუი ვან გალი (2) ბარსელონა
1998 ჯანლუკა ვიალი ჩელსი
1999 სვენ-იორან ერიქსონი ლაციო
2000 მირჩა ლუჩესკუ გალათასარაი
2001 ჟერარ ულიე ლივერპული
2002 ვისენტე დელ ბოსკე რეალ მადრიდი
2003 კარლო ანჩელოტი მილანი
2004 კლაუდიო რანიერი ვალენსია
2005 რაფაელ ბენიტესი ლივერპული
2006 ხუანდე რამოსი სევილია
2007 კარლო ანჩელოტი (2) მილანი
2008 დიკ ადვოკატი ზენიტი
2009 პეპ გვარდიოლა ბარსელონა
2010 კიკე სანჩეს ფლორესი ატლეტიკო მადრიდი
2011 პეპ გვარდიოლა (2) ბარსელონა
2012 დიეგო სიმეონე ატლეტიკო მადრიდი
2013 პეპ გვარდიოლა (3) ბაიერნი
2014 კარლო ანჩელოტი (3) რეალ მადრიდი
2015 ლუის ენრიკე ბარსელონა
2016 ზინედინ ზიდანი რეალ მადრიდი
2017 ზინედინ ზიდანი (2) რეალ მადრიდი
2018 დიეგო სიმეონე (2) ატლეტიკო მადრიდი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

მწვრთნელიგამარჯვებულისეზონები
კარლო ანჩელოტი32003, 2007, 2014
პეპ გვარდიოლა2009, 2011, 2013
რაიმონ გუტალსი21976, 1978
ალექს ფერგიუსონი1983, 1991
არიგო საკი1989, 1990
ლუი ვან გალი1995, 1997
ზინედინ ზიდანი2016, 2017
დიეგო სიმეონე2012, 2018

ეროვნების მიხედვით

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნებატიტულები
 იტალია11
 ესპანეთი9
 ნიდერლანდები6
 ინგლისი3
 საფრანგეთი3
 რუმინეთი2
 ბელგია2
 შოტლანდია2
 არგენტინა2
 იუგოსლავია1
 სსრკ1
 შვედეთი1

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი