არჰავი

არჰავი (ლაზ. და ქართ. არქაბი) — ქალაქი და რაიონი თურქეთის ართვინის პროვინციაში, შავი ზღვის რეგიონი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხოფიდან 18 კმ-ში, ართვინიდან 138 კმ-ში, რიზედან 160 კმ-ში.[2] არჰავის მოსახლეობის უმრავლესობას ლაზები შეადგენენ.[3]

ქალაქი
არჰავი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°21′11″ ჩ. გ. 41°18′36″ ა. გ. / 41.35306° ჩ. გ. 41.31000° ა. გ. / 41.35306; 41.31000
მმართველი მერი
ცენტრის სიმაღლე 19±1 მეტრი
მოსახლეობა 20 565 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 466
საფოსტო ინდექსი 08200
ოფიციალური საიტი http://arhavi.bel.tr/
არჰავი — თურქეთი
არჰავი

რელიეფი უსწორმასწორო და მთიანია. რაიონული ცენტრის ფართობი დაახლოებით 6 კმ²-ია, ხოლო რაიონის საერთო ფართობი 314 კმ²-ია. ქალაქს აქვს სანაპირო ზოლი, რომლის სიგრძეა 9,69 კმ.

ქალაქი ცნობილია კულტურისა და ხელოვნების ფესტივალით, რომელიც იმართება 1973 წლიდან.

ეტიმოლოგია

ლაზურად მას ეწოდება „არქაბი“, რაც „ახალ სოფელს“ ნიშნავს.[4]

რომის იმპერიის კაპადოკიის პროვინციის მმართველი არიანუსი თავის ნაშრომში „მოგზაურობა შავ ზღვაზე“ (Periplus Ponti Euxini) ახსენებს მდინარეს სახელად Ἄρχαβίς (Arxavís) ან Ἀρχαβές (Arxavés).[5]

ისტორია

ძველი და შუა საუკუნეები

ლაზი მოცეკვავეების ძეგლი არჰავში

არჰავი მოქცეულია კოლხური კულტურის გავლენის ფარგლებში, სადაც ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება ადამიანის დასახლება, ხოლო ქალაქის ისტორია იწყება ძვ. წ. VIII საუკუნიდან.[6] არჰავი III საუკუნეში მდებარეობდა ლაზიკის სამეფოს საზღვრებში. VI საუკუნეში იყო რომის იმპერიისა და სპარსეთის ომების არენა. VIII საუკუნეში ლაზიკის სამეფოს დაშლის შემდეგ იგი შეუერთდა აღმოსავლეთ რომის იმპერიას, მოგვიანებით კი ტრაპიზონის იმპერიას. ამ პერიოდში არჰავი იყო დიდი ლაზეთის თემის ადმინისტრაციული ცენტრი. სოფელ სიდერეში ცხოვრობდა მთელი ლაზების ტომის უფროსი ანუ პროვინციის მმართველი. ამავე პერიოდში დაფიქსირდა არჰავის გადასახადების გადამხდელი მაცხოვრებლები. ესენი იყვნენ ელაქრის, ვარანქის და ცაღის ოჯახები.[7]

1865 წელს არჰავის კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში. კაზაში სულ შედიოდა 60 სოფელი და ცხოვრობდა 6630 ადამიანი.[8]

ოსმალეთის პერიოდი

არჰავსა და მისი მიმდებარე ტერიტორიას ოსმალეთის იმპერია 1486 წელს იკავებს.[9] ოსმალეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ არჰავის რაიონში 6 მაჰმადიანი კომლი დასახლდა.[10] 1486 და 1515 წლებით დათარიღებულ ჩანაწერენბში იგი მოიხსენიება როგორც „ლაზ“ ან „Lâz-ı Magal“, ხოლო 1520 და 1554 წლებით დათარიღებულ თხზულებაში უკვე „არჰავი“ ეწოდება.[11] 1486 წელს ლაზისტანის რაიონის ცენტრად მიჩნეულ სოფელ არჰავის მთელი მოსახლეობა ქრისტიანი იყო და დაახლოებით 181 კაცისაგან შედგებოდა.

არჰავის რაიონი ბათუმის სანჯაყს 1566 წლის 1 აპრილს შეუერთდა. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის დაუკავშირდა არჰავი ბათუმის სანჯაყს, არ არსებობს. 1562 წლის 10 მაისით დათარიღებულ ჩანაწერში ჩანს, რომ არჰავი ბათუმის სანჯაყს მიეკუთვნებოდა. 1515 წელს არჰავის რაიონის ცენტრის სოფელ არჰავის მოსახლეობა შეადგენდა 475 ადამიანს, აქედან 421 ქრისტიანი და 54 მაჰმადიანი. 1520 წელს 411 ქრისტიანი და 125 მუსლიმი იყო.

ქართველი გენერალი გიორგი ყაზბეგი, რომელიც 1874 წელს მსახურობდა რუსეთის ჯარში, მოგზაურობდა რეგიონში, სოფელ პერონიტიდან ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ არჰავში ჩავიდა. ყაზბეგის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იმ დროს არჰავის რაიონი იყო ხოფის რაიონის დაბა და მისი მოსახლეობა 200 კომლისაგან შედგებოდა. არჰავის ოლქი 40 სოფელს მოიცავდა და დაახლოებით 20-24 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სულ 3890 კომლში. დაბა არჰავის სოფლების უმეტესი ნაწილი კონცენტრირებული იყო არჰავისა და ვიწეს ხეობებში.[12]

1877 წლამდე ქალაქი ლაზისტანის სანჯაყის შემადგენლობაშია. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ლაზისტანის სანჯაყი შევიდა ტრაპიზონის შემადგენლობაში და არჰავი რიზეს რაიონს დაუკავშირეს. ფინდიქლი და ხოფა ქვერაიონებად არჰავთან იყო დაკავშირებული. 1900 წელს ხოფა გახდა რაიონი და არჰავი დაუკავშირდა მას, როგორც ქვერაიონი.[9] ისტორიკოსების ცნობით არჰავისა და ხოფის ხალხი განთქმული იყო ხმლის კარგად გამოყენებით.[13]

არჰავის სკოლაში 1898 წელს მუშაობდა 1 მასწავლებელი და 86 მოსწავლე, 1903 წელს კი — 3 მასწავლებელი და 86 მოსწავლე.[14][15]

პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის ჯარმა ხოფა დაიკავა 1915 წლის 23 თებერვალს, 20 დღეში შეძლეს არჰავამდე მისვლა და 1915 წლის 15 მარტს აიღეს არჰავის აღმოსავლეთი ნაწილი. 1916 წლის 5 თებერვალს რუსეთის ჯარმა არჰავი მთლიანად დაიკავა. ცარისტული რუსეთის დაშლამ და ქვეყნის შიგნით ქაოსმა აიძულა რუსები უკან დაეხიათ. ამგვარად, 2-წლიანი ოკუპაციის შემდეგ არჰავი რუსეთის ოკუპაციისგან 1918 წლის 12 მარტს განთავისუფლდა. ეს თარიღი არჰავში განთავისუფლების დღედ აღინიშნება.

1916 წელს პარტია ერთიანობა და პროგრესის კომიტეტმა წამოაყენა წინადადება არჰავის ნაცვლად ეწოდებინათ თეშქილათი, მაგრამ პრაქტიკაში ამის განხორციელება არ მომხდარა.[16]

რესპუბლიკის პერიოდი

1933 წლის 1 ივნისს, No2197 კანონის მეორე მუხლის მიხედვით, ართვინისა და რიზეს შერწყმით შეიქმნა ჭოროხის ვილაიეთი ცენტრით რიზეში. 1936 წლის 4 ნოემბერს მიღებული კანონით ჭოროხის ვილაიეთი, რომლის ცენტრი იყო რიზე გაუქმდა და ხოფა გაერთიანდა ჭოროხის ვილაიეთში, რომლის ცენტრიც გახდა ართვინი. ამრიგად, არჰავი შეუერთდა ჭოროხის ვილაიეთს. 1946 წელს სოფლები მუსაზადე, სოფლები ჰაჯილარი და შარნავუთი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა არჰავის ქვერაიონი. 1954 წელს არჰავის ქვერაიონის საზღვრებში შევიდა ქვემო ქაფისრე და იემიშლიქი. ამ დროისათის არჰავის ქვერაიონში შედიოდა 30 სოფელ. 1954 წლის 1 ივნისს არჰავი კვლავ გახდა რაიონი. 1956 წლის 15 თებერვლის კანონით სახელწოდება ჭოროხი შეიცვალა ართვინით, შედეგად, არჰავი გახდა ართვინის პროვინციის რაიონი.

ციხის რაიონი ადრე იყო ცალკე დასახლებული პუნქტი, რომელსაც თურქულ წყაროებში ეწოდებოდა ქაფისრე (ლაზურად კაპისტონა). ოსმალეთის წყაროებში ის ადრეული პერიოდიდან მოიხსენიება როგორც კაბისრე (قابصرە). დღევანდელი სოფლის გიუნგორენის გაჩენის შემდეგ კაპისტონას (ციხეს) ეწოდა Aşağı Kapisre (ქვემო ქაფისრე), ხოლო სოფელ გიუნგორენს - Yukarı Kapisre (ზემო ქაფისრე). ამ დასახლებებს ლაზურად წალენი კაპისტონა (ქვემო კაპისტონა) და ჟილენი კაპისტონა (ზემო კაპისტონა) ეწოდება. ქვემო კაფისრემ სოფლის სტატუსი XX საუკუნის შუა ხანებამდე შეინარჩუნა. 1950 წლის საყოველთაო აღწერის მასალებით იგი შედიოდა არჰავის რაიონის ცენტრალურ ქვერაიონში და მისი მოსახლეობა შეადგენდა 429 კაცს. 1955 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფლების სიაში აღარ არის ჩამოთვლილი. ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ იგი ამ დროისათვის არჰავის უბანად იქცა.[17][18][19][20][21]

გეოგრაფია

არჰავი მდებარეობს შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას აკრავს შავი ზღვა, აღმოსავლეთით ხოფა, დასავლეთით ფინდიკლი და სამხრეთით იუსუფელი.

რაიონში ჭარბობს თურქეთის ტიპიური შავი ზღვის კლიმატი. ზაფხული თბილია და ზამთარი გრილი. რაიონში მაღალი ტენიანობაა, სადაც ნალექი ყოველ სეზონზე მოდის. კლიმატური პირობები ხელსაყრელია ჩაის, თხილის, კივის, სიმინდისა და ციტრუსის მოსაყვანად.

2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, არჰავში გზის მშენებლობით გამოწვეული მასობრივი გადაადგილებები შედარებულია 6 Mw მაგნიტუდის მიწისძვრასთან.[22]

მთასიმაღლე, მ.
ქიზილთეფე3210
ჩათალქაია2986
ქოიუნიაილა2292
მეთე-დაღი2142
დიქმე-დაღი2068
ვაათ-დაღი1180
აგრა-დაღი1143
ბაშთეფე1049
დემირაღა-დაღი1013

რელიეფი

არჰავი ზოგადად უსწორმასწორო და მთიანია. რაიონის ზედაპირულ ფორმებს ქმნის აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის მთები და ხეობები, ღრმად ჩაჭრილი კაფისრეს ხეობით და მასთან დაკავშირებული პატარა მდინარეები. ქალაქის ცენტრი მდებარეობს ვაკეზე.

მთები ყველაზე გავრცელებული ტოპოგრაფიული ფორმაა არჰავში, მათი სიმაღლე 3000 მეტრამდეა, განსაკუთრებით სამხრეთისკენ. ამ ტერიტორიაზე ბევრი დიდი და პატარა ტბაა. მათ შორის უმთავრესია გადიტი, სარიგოლი, ალაქალი, ბუიუქაგარა, ქუჩუქაგარა და ქარაგოლერი.

კლიმატი

ივლისის, წლის ყველაზე ცხელი თვის საშუალო ტემპერატურაა 22,1°C, ხოლო იანვრის, ყველაზე ცივი თვის საშუალო — 6,5°C. ოქტომბრის, ყველაზე წვიმიანი თვის ნალექების საშუალო მაჩვენებელია 266,7 მმ. ყველაზე ნაკლებად წვიმიანი თვის, მაისის საშუალო მაჩვენებელია 84,8 მმ. წლიური ტემპერატურის ამპლიტუდაა 13,6 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 181,9 მმ.[23]

ყველაზე წვიმიანი სეზონია შემოდგომა და ყველაზე ნაკლებად წვიმიანი სეზონი გაზაფხული. მაგრამ სეზონებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. ნალექები რეგულარულად ნაწილდება ყველა სეზონზე. ეს რეგულარული განაწილება ასევე მოქმედებს ტემპერატურაზე. ზოგიერთ წლებში ტემპერატურის უეცარი ვარდნა იწვევს ყინვა და ძლიერ ზიანდება რეგიონის კულტურული მცენარეები.

ფლორა

არჰავში ზღვის დონიდან 750 მეტრზე ხშირია ფართოფოთლოვანი სანაპირო ტყეები. საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი ქვედატყე, რომელიც ცნობილია კოლხური ფლორის სახელით. ამ საფეხურის დომინანტური ხეა მურყანი. სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ჭადარი და ცაცხვი. მათგან წვერიანი მურყანი და თელა იზრდება ნაკადულების ხეობებზე ტყეების ზედა ზღვრამდე. მათგან წვერიანი მურყანი და თელა იზრდება ნაკადულების ხეობებში ტყეების ზედა ზღვრამდე. წიფელი იზრდება 1500 მეტრ სიმაღლემდე. წაბლის კორომების ნახვა შესაძლებელია 500-600 მეტრ სიმაღლეზე, რცხილა იშვიათად იზრდება 1800-1900 მეტრამდე. აღმოსავლური ხურმა და ველური ალუბალი მხოლოდ 400-500 მეტრ სიმაღლეზე ჩანს. ხოფასკენ ნაწილობრივ გვხვდება სოსნოვსკის ფიჭვი.

მოსახლეობა

2020 წლის მოსახლეობის აღრიცხვის თანახმად, რაიონში ცხოვრობს 21 544 ადამიანი, რომელთაგან 17 111 ცხოვრობს რაიონულ ცენტრში, ხოლო — 4 433 სოფლად. განათლების დონე 96 %. მოსახლეობის უმრავლესობას ლაზები წარმოადგენენ.[24][25][26]

რაიონის მოსახლეობა 2018 წლის საყოველთაო აღწერით 21 003 კაცს შეადგენს. აქედან 15 165 რაიონულ ცენტრში, 5 838 კი სოფლებში ცხოვრობს. რაიონულ ცენტრში 7475 კაცი და 7690 ქალია, სოფლებში 2994 კაცი და 2844 ქალი. 2017 წლის აღწერის მონაცემებით, 6 წელზე უფროსი ასაკის 18881 ადამიანიდან 467 წერა-კითხვის უცოდინარია. 82 ადამიანის წიგნიერების სტატუსი უცნობია. ამ სტატისტიკის მიხედვით, რაიონის წიგნიერების მაჩვენებელი 97 %-ია.[27]

არჰავის რაიონში 15 852 ადამიანი რეგისტრირებულია ართვინის პროვინციის სახელით, დანარჩენი მოსახლეობა შედგება მეზობელი პროვინციებიდან ჩამოსულებისაგან. სხვა პროვინციებიდან ჩამოსული მოსახლეობის უდიდესი წილი რიზეს ეკუთვნის 1024 კაცით. რიზეს მოსდევს ტრაპიზონი — 719 კაცით, ერზურუმი — 224 კაცით, სამსუნი და არდაჰანი — 89 კაცით, ბაიბურთი — 75 კაცით და აღრი — 50 კაცით.

კულტურა და ხელოვნება

არჰავის კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ქალაქში პირველად ჩატარდა 1973 წელს. ფესტივალი, რომელიც სამ დღეს გრძელდება, ჩვეულებრივ აგვისტოში იმართება. ფესტივალში პოპულარული მუსიკოსები მთელი თურქეთიდან მონაწილეობენ. ფესტივალს რეგულარულად სტუმრობს არჰაველი მომღერალი ჩენგიზ ქურთოღლუ. მომღერალთან ერთად ფესტივალში მონაწილეობენ ადგილობრივი ხალხური ცეკვის „ჰორონი“ პროფესიონალი მოცეკვავეები და ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები.

ტურიზმი

მენჩუნის ჩანჩქერი
  • ხოფის ციხე (თურქ. Ciha Kalesi) — ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია და ითვლება, რომ მას გენუელები საზღვაო ვაჭრობის დროს სათვალთვალო პუნქტად იყენებდნენ. იტევს დაახლოებით 50 ჯარისკაცს. პაზარსა და ბათუმს შორის მდებარე ტერიტორია ციხიდან კარგად ჩანს.
  • კამილეთისა და ჩამლიჯის ხიდები (თურქ. Çifte Köprü) — ხიდები მდინარეების კამილეთისა და ჩამლიჯას ხერთვისთან XVIII საუკუნეში აიგო. ამ ხიდთა თავდაპირველი სახე შემონახულია ფოტოილუსტრაციის სახით ქალაქ ხოფაში, თერძიოღლუს სასტუმროს ჰოლში. ხიდები ზღვის დონიდან 288-291 მ-ზეა აგებული.
  • მენჩუნის ჩანჩქერი (თურქ. Mençuna Şelalesi) — მენჩუნის ჩანჩქერი სამი საფეხურისგან შედგება. მისი ზედა ნაწილი დაახლოებით 50 მეტრია, ხოლო მთლიანი სიმაღლე 70 მეტრია.
  • კაპისრეს ხიდი (თურქ. Kavak Köprüsü) — თაღოვანი ხიდი. აგების თარიღი უცნობია. ის 1994 წელს დაინგრა.
  • დერეჯიქის ხიდი (თურქ. Derecik Köprüsü) — თაღოვანი ხიდი. აგების თარიღი უცნობია.
  • არჰავის ცენტრალური მეჩეთი (თურქ. Arhavi Merkez Camii) — იგი აგებულია 883 წელს.[28] დადგენილია, რომ იგი რამდენჯერმე შეაკეთეს და მისი მინარეთი შედარებით ახალია. სახურავის ქვეშ ცრუ გუმბათი აქვს.
  • ულუქენთის მეჩეთი (თურქ. Ulukent Camii) — იგი აშენებულია 1860 წელს.[29] ამბობენ, რომ იგი ოსტატმა ჰასანმა გლეხების დახმარებით ააშენა. ხის ფიგურები შესრულებულია ძალიან მხატვრულად. რამდენჯერმე შეკეთდა. გარემონტდა საძირკველი.
  • დიქიამაჩის მეჩეთი (თურქ. Dikyamaç Camisi) — იგი აშენებულია 1865 წელს.[30] იგი იმეორებს ულუქენთის მეჩეთის თავისებურებებს. ფიქრობენ, რომ მეჩეთი იმავე ოსტატის მიერ არის აგებული. საძირკველი შეკეთდა. მისი მინარეთი ახალი აშენებულია.

დაძმობილებული ქალაქი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი