აფროდიტე

აფროდიტე (ძვ. ბერძნ. Ἀφροδίτη) — სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან — მისი ერთ-ერთი ეპითეტი „კიპრიდა“). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კუნძულ კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).

აფროდიტე


მითოლოგია:ძველი საბერძნეთის რელიგია და ბერძნული მითოლოგია
სხვა კულტურებში:ვენერა და Astarte
სქესი:მდედრობითი
გავლენის სფერო:სიყვარული და სილამაზე
მამა:ზევსი[1] და ურანოსი
დედა:დიონე[2]
მეუღლე:ჰეფესტოსი
შვილები:Anteros, Deimos, ეროსი, Phobos, ჰარმონია, Himeros, ჰერმაფროდიტი, Hymen, Priapus, Rhodos, Eryx, Tyche, პეითო, ენეასი, Polycaon, Golgos, Adrestia, ქარიტები და Lyrus
გამოსახულებები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • 2.0 2.1 Диона // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. Xа. — С. 755.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი