აჰმად-შაჰ დურანი

აჰმად-შაჰ დურანი (დ. 1722 — გ. 1772) — ავღანეთის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი. დურანის სახელმწიფოს დამაარსებელი. შაჰი 1747 წლიდან. წარმოშობით სადოზიას გვარისა. 1738-1747 წლებში ემსახურებოდა ირანის მბრძანებელ ნადირ-შაჰს, რომლის არმიაში სარდლობდა ავღანელთა ნაწილებს. ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, 1747 წელს ავღანეთში დაბრუნდა, სადაც „აჰმად-შაჰ დურანის“ ტიტულით აბდალებისა და ღილზების ტომების ბელადად აირჩიეს. მან ისარგებლა მეზობელი ქვეყნების სისუსტით, მოაწყო ლაშქრობები ინდოეთში, ირანში და სამხრეთ თურქესტანში და დაიპყრო პენჯაბი, ბელუჯისტანი, ხორასანი, სისტანი, სინდი და დელი. შემდეგ, 1761 წელს სასტიკად დაამარცხა მარათები პანიპატის ბრძოლაში, მაგრამ თვითონაც დიდად დაზარალდა და ვერ შეინარჩუნა დაპყრობილი ტერიტორიები. მის დროს დამყარდა პირველი მეგობრული კონტაქტები რუსეთსა და ავღანეთს შორის.

აჰმად-შაჰ დურანი

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი