ბანტუს ენები

ბანტუს ენები (ტექნიკურად ვიწრო ბანტუს ენები რადგან ფართე ბანტუს ენები ბანტოიდურ ენებსაც მოიცავს) — ნიგერი-კონგოს ენების ტრადიციული განშტოება. თავისმხრივ მოიცავს დაახლოებით 250 ენას, რომლებსაც გააჩნიათ საერთო მეტყველების გარკვეულობის ზღურბლი.[1] Ethnologue-ს (მსოფლიო ენების ონლაინ კატალოგი) მიხედვით ბანტუ მოიცავს 535 ენასა და დიალექტს (მათ შორის 13 მბამ ენები რომელიც გასრის კლასიფიკაციით ბანტუს ენებს არის მიკუთვნებული), რომელთა შორისაც ხშირად გასხვავების დადგენა რთულია.[2] ბანტუს ენები გავრცელებულია მთელს სუბსაჰარული აფრიკაში.

ბანტუ
გავრცელებულიასუბსაჰარული აფრიკა
მოლაპარაკეთა რაოდენობა180 მილიონი
ლინგვისტური კლასიფიკაციანიგერი-კონგოს ენები
ატლანტური-კონგოს ენები
ბენუე-კონგოს ენები
სამხრეთ-ბანტოიდური ენები
ბანტუს ენები
ენის კოდებიISO 639-2/5:bnt
რუკა
აფრიკული ენების განაწილების რუკა
აფრიკული ენების განაწილების რუკა

აფრიკული ენების განაწილების რუკა

ბანტუს ენებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოლაპარაკე ჰყავს სუაჰილს, თუმცა ამ სუაჰილზე მოსაუბრეების უმეტესობისთვის ის მეორე ენაა. Ethnologue-ის მიხედვით სუაჰილზე საუბრობს დაახლოებით 180 მილიონი ადამიანი, თუმცა მშობლიური მხოლოდ 2 მილიონისთვისაა. ასევე Ethnologue-ის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული როგორც მშობლიური ენა არის შონა,[3] რომელზეც საუბრობს დაახლოებით 10.8 მილიონი ადამიანი (ხოლო მანიკას და ნდაუს დიალექტების ჩთვლით 14.2 მილიონი). მას მოსდევს ზულუ 10.3 მილიონი ადამიანით, ხოლო მასთან ყველაზე ახლოს მყოფ ენებთან კინიარვანდასა და კირუნდისთან ერთად მასზე მოსაუბრეტა რაოდენობა შეადგენს 12.4 მილიონს.[4]

წარმოშობა

ბანტუს ენების დაყოფა გასრის კლასიფიკაციის მიხედვით.

ბანტუს ენები წარმოიშვა პროტო-ბანტუ ენებისგან. მიიჩნევა, რომ ამ ენებზე საუბრობდნენ დასავლეთ აფრიკაში.[5] ბანტუს ენების გავრცელება მოხდა დაახლოებით 3000 წლის წინ.[6] ბანტუს მიგრაცია მოხდა სამხრეთით სუბსაჰარულ რეგიონში, სადაც დღეისთვის ბანტუს ხალხი აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.[5][7]

ტექნიკურად ტერმინი ბანტუ, რომელიც აღნიშნავს „ადამიანს“ ან „ხალხს“, პირველად გამოიყენა ვილჰელმ ბლიკმა (1827–1875). ბანტუს ენების საერთო მახასიათებელია ისეთი სიტყვების გამოყენება როგორიცაა, მუნტუ ან მუტუ - ადამიანი. ვილჰელმა და შემდგომში კარლ მეინჰოფმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბანტუს ენების გრამატიკის სტრუქტურის კვლევაში.

გეოგრაფიული არეალი

ნიგერი-კონგოს ენების გავრცელების არეალი:

ბანტუს ენების ცნობილი სიტყვები

დამწერლობა

ბანტუს ენებში ლათინურთან და არაბულთან ერთად არის ასევე აგამოიყენება დგილობრივი წარმოშობის დამწერლობებიც:

  • მუანგვეგოს დამწერლობა - სეგმენტური დამწერლობა (აბუგიდა), რომელიც მალავიში გავრცელებული ჩევას ენისთვის გამოიყენება.
  • მანდომბე - სეგმენტური დამწერლობა (აბუგიდა). გამოიყენება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გავრცელებული ბანტუს ენებისთვის, ძირითადად კიმბანგიზმში.
  • დიტემა ცა დინოკო - მარცვლოვანი ანბანი, გამოიყენება სამხრეთი ბანტუს ენების ჩასაწერად.[8]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი