ბიერნ ბორგი

ბიერნ რუნე ბორგი (შვედ. Björn Rune Borg; დ. 6 ივნისი, 1956, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4][5].

ბიერნ ბორგი

ბორგი 1987 წელს
სრული სახელი ბიერნ რუნე ბორგი
მშობლიური სახელი Björn Rune Borg
ქვეყანა (სპორტი) შვედეთის დროშა შვედეთი
საცხოვრებელი ადგილი მონტე-კარლო, მონაკო
დაიბადა 6 ივნისი, 1956 (1956-06-06) (67 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
სიმაღლე 180 სმ.
პროფესიონალი 1973
კარიერა დაასრულა პირველად 1983
მეორედ 1993
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ლენარტ ბერგელინი (1971–1983)
რონ ტეტჩერი (1991–1993)
ფულადი პრიზი 3,655,751 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 1987 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 609–127 (82.74%)
ტიტულები კარიერაში 64
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (23 აგვისტო, 1977)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (1974)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1974, 1975, 1978, 1979, 1980, 1981)
უიმბლდონი გამარჯვება (1976, 1977, 1978, 1979, 1980)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (1976, 1978, 1980, 1981)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1979, 1980)
WCT-ის ფინალი გამარჯვება (1976)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 86–81 (51.2%)
ტიტულები კარიერაში 4
უმაღლესი რეიტინგი 890-ე (22 მარტი, 1993)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (1973)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1974, 1975)
უიმბლდონი 3რ (1976)
აშშ-ის ღია პირველობა 3რ (1975)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1975)
ბოლოს განახლდა: 18 იანვარი 2018.

ბორგს მოგებული აქვს 11 დიდი სლემის ტურნირი – 6 საფრანგეთის ღია პირველობა და 5 უიმბლდონი. შვედმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობა ზედიზედ ოთხჯერ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 2014 წლამდე, სანამ რაფაელ ნადალმა თიხის დიდი სლემი ზედიზედ მეხუთედ არ მოიგო. ბორგს მსგავსი რეკორდი დღემდე აქვს უიმბლდონზე ზედიზედ ხუთი ჩემპიონობით. მისი გამეორება მხოლოდ როჯერ ფედერერმა შეძლო. შვედ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე სხვა მრავალი რეკორდი აქვს დამყარებული, მათ შორის აღსანიშნავია: სამჯერ დიდი სლემის ტურნირის სეტის წაუგებლად მოგება (გაიმეორა რაფაელ ნადალმა), დიდი სლემის ტურნირებზე ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი – 89.81% (141–16), ზედიზედ 41 გამარჯვება უიმბლდონზე, ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი უიმბლდონზე – 92.73% (51–4), ზედიზედ 41 სეტის მოგება საფრანგეთის ღია პირველობაზე 1979–1981 წლებში.

ბორგმა ორჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მან ერთეულთა თანრიგში ATP-ის 64 ტურნირი მოიგო. იგი ჯამში 109 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს. სანაკრებო დონეზე, მან ერთხელ გაიმარჯვა დეივისის თასზე შვედეთის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში.

ბორგმა 1983 წელს 27 წლის ასაკში მოულოდნელად დაასრულა კარიერა. ამ დროს მას უკვე 11 დიდი სლემის ტურნირი ჰქონდა მოგებული. 1991 წელს იგი დაუბრუნდა ჩოგბურთს და 1993 წლამდე რამდენიმე მატჩი გამართა, თუმცა ყველა წააგო და საბოლოოდ დაამთავრა საჩოგბურთო კარიერა.

შვედმა ჩოგბურთელმა 1970-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანა ჩოგბურთის პოპულარიზაციისთვის[6]. 1979 წელს იგი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც ერთ წელიწადში ერთ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 1987 წელს, ბორგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 16 (11–5)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეტოქეანგარიში
გამარჯვება1974საფრანგეთის ღია პირველობა (1)თიხა მანუელ ორანტესი2–6, 6–7(1–7), 6–0, 6–1, 6–1
გამარჯვება1975საფრანგეთის ღია პირველობა (2)თიხა გილიერმო ვილასი6–2, 6–3, 6–4
გამარჯვება1976უიმბლდონი (1)ბალახი ილიე ნასტასე6–4, 6–2, 9–7
მარცხი1976აშშ-ის ღია პირველობათიხა ჯიმი კონორსი4–6, 6–3, 6–7(9–11), 4–6
გამარჯვება1977უიმბლდონი (2)ბალახი ჯიმი კონორსი3–6, 6–2, 6–1, 5–7, 6–4
გამარჯვება1978საფრანგეთის ღია პირველობა (3)თიხა გილიერმო ვილასი6–1, 6–1, 6–3
გამარჯვება1978უიმბლდონი (3)ბალახი ჯიმი კონორსი6–2, 6–2, 6–3
მარცხი1978აშშ-ის ღია პირველობაჰარდი ჯიმი კონორსი4–6, 2–6, 2–6
გამარჯვება1979საფრანგეთის ღია პირველობა (4)თიხა ვიქტორ პეჩი6–3, 6–1, 6–7(6–8), 6–4
გამარჯვება1979უიმბლდონი (4)ბალახი როსკო ტანერი6–7(4–7), 6–1, 3–6, 6–3, 6–4
გამარჯვება1980საფრანგეთის ღია პირველობა (5)თიხა ვიტას გერულაიტისი6–4, 6–1, 6–2
გამარჯვება1980უიმბლდონი (5)ბალახი ჯონ მაკინროი1–6, 7–5, 6–3, 6–7(16–18), 8–6
მარცხი1980აშშ-ის ღია პირველობაჰარდი ჯონ მაკინროი6–7(4–7), 1–6, 7–6(7–5), 7–5, 4–6
გამარჯვება1981საფრანგეთის ღია პირველობა (6)თიხა ივან ლენდლი6–1, 4–6, 6–2, 3–6, 6–1
მარცხი1981უიმბლდონიბალახი ჯონ მაკინროი6–4, 6–7(1–7), 6–7(4–7), 4–6
მარცხი1981აშშ-ის ღია პირველობაჰარდი ჯონ მაკინროი6–4, 2–6, 4–6, 3–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 4 (2–2)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეტოქეანგარიში
მარცხი1975მასტერსის გრან-პრი, სტოკჰოლმიხალიჩა (დ) ილიე ნასტასე2–6, 2–6, 1–6
მარცხი1977მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკიხალიჩა (დ) ჯიმი კონორსი4–6, 6–1, 4–6
გამარჯვება1979მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1)ხალიჩა (დ) ვიტას გერულაიტისი6–2, 6–2
გამარჯვება1980მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (2)ხალიჩა (დ) ივან ლენდლი6–4, 6–2, 6–2

(დ) – დახურული კორტი

იხილეთ აგრეთვე

  • ბორგი–მაკინროის მეტოქეობა
  • ბორგი–კონორსის მეტოქეობა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი