ბიზანტიური კალენდარი

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბიზანტიური ქორონიკონი.

ბიზანტიური კალენდარიბიზანტიის იმპერიაში გავრცელებული, იულიანური წლის წყობაზე დაფუძნებული, დღეების ორგანიზების კალენდარული სისტემა, რომლის დროსაც წელი იწყებოდა 1 სექტემბერს[1].

იულიანური წლისაგან განსხვავება მხოლოდ თვების დასახელებაში იყო, რომელიც ლათინურის ბერძნულ თარგმანს წარმოადგენდა. ნაკიანი წელიწადი, დღეების ოდენობით იულიანური კალენდრის ტოლი იყო. 24 თებერვლის გაორმაგებით აწარმოებდნენ 366-ე დღეს, ხოლო 29 თებერვალის გამოყენება დაიწყეს მხოლოდ გვიან შუასაუკუნეებში.

ისტორია

იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, რომის იმპერიაში ყოველ 15 წელიწადში მიმდინარეობდა ქონების აღწერა, რათა დაედგინათ გადასახადების სიდიდე. აღნიშნულ 15 წლიან ციკლის თითოეული წლის რიგით ნომერს ინდიქტიონი ეწოდა. 312 წელს იმპერატორ კონსტანტინე I დიდის დროს, დროის ინდიქტიონებად დაყოფა ოფიციალურად იქნა მიღებული, რომელიც იწყებოდა 23 სექტემბერს. 462 წელს ბიზანტიაში, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, წლის დასაწყისად აღებულ იქნა 1 სექტემბერი, მაგრამ ოფიციალურად დამტკიცდა 537 წელს.

მიუხედავად ამისა ზოგიერთი ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი (მაქსიმე აღმსარებელი, თეოფანე აღმსარებელი და გიორგი სინკელი) წლებს ითვლიდნენ ალექსანდრიული კალენდრით, რომელიც 25 მარტიდან იწყებოდა.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი