ბრი ლარსონი

ბრი ლარსონი (ინგლ. Brie Larson; დ. 1 ოქტომბერი 1989) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და მომღერალი. მოქმედი კარიერა ტელევიზიაში დაიწყო, როდესაც გამოჩნდა სიტკომში „მამის აღზევება“, რისთვისაც ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო მოიპოვა. 2004 წელს ჯერ კიდევ როგორც მოზარდმა, მცირე როლები მიიღო ფილმებში: „13-დან 30-ში“ და „ძილის გარეშე“. შესრულებული როლისთვის კომედიურ ფილმში „ბუს ძახილი“ დაიმსახურა დადებითი შეფასება კინოკრიტიკოსებისგან და შემდეგ მიიღო მეორეხარისხოვანი როლები ფილმებში „გრინბერგი“ (2010), „სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ“ (2010), „21 ჯამპ სტრიტი“ (2012) და „დონ ჯონი“ (2013). 2009-2011 წლებში თამაშობდა სერიალში „ტარას შეერთებული შტატები“.

ბრი ლარსონი

ბრი ლარსონი 2016 წელს
დაბადების სახელი ბრიანა საიდონი დეზოლნერი
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი 1989
საკრამენტო, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
მომღერალი
აქტიური 1998 - დღემდე

წარმატებული აღმოჩნდა შესრულებული როლი დამოუკიდებელ დრამატულ ფილმში „მოკლე ვადა 12“ (2013), რისთვისაც კინოკრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ამას მოჰყვა წარმატებული როლი კანადურ-ირლანდიურ დამოუკიდებელ ფილმში „ოთახი“ (2015), რომელიც გადაღებულია რეჟისორ ლენი აბრაჰამსონის მიერ ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ჯოი ნიუმანის როლის შესრულებისთვის ფილმში „ოთახი“ მოიპოვა ოსკარი, ოქროს გლობუსი და BAFTA.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
2015 ოთახიRoomჯოი ნიუმანი
2017 კონგი: თავის ქალის კუნძულიKong: Skull Islandმეისონ უივერი
2019 კაპიტანი მარველიCaptain Marvelკეროლ დენვერზი / კაპიტანი მარველი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი