1 ოქტომბერი

თარიღი

1 ოქტომბერიგრიგორიანული კალენდრის 274-ე დღე (ნაკიან წლებში – 275-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 91 დღე.

<< ოქტომბერი >>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
2024

დღის მოვლენები

გაუდამელას ბრძოლა
ნიურნბერგის პროცესი
  • ძვ. წ. 331 : გავგამელას ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III.
  • 910 : სასწაული, წმინდა ანდრეის გამოცხადება ვლაქერნის ტაძარში კონსტანტინოპოლში
  • 965 : იოანე XIII რომის პაპი გახდა.
  • 1661 : ინგლისში ჩატარდა პირველი იახტების შეჯიბრება: მონაწილეობას იღებდა მეფე კარლ II და მისი ძმა ჯეიმზი. გაიმარჯვა რა თქმა უნდა მეფემ.
  • 1773 : სანქტ-ბეტერბურგის ყაზანის ტაძარში ჯვარი დაიწერეს დიდმა თავადმა პავლე პეტრეს ძემ და პრინცესა ვილგელმინამ, ლანდგრაფ ლუდვიგ ჰესსენ-დარმშტადტელის მეორე ქალიშვილმა. რუსეთში ჩამოსვლისას პრინცესამ მიიღო მართლმადიდებლობა და მოინათლა როგორც ნატალია ალექსეის ასული.
  • 1795 : საფრანგეთმა ბელგია დაიპყრო.
  • 1800 : ესპანეთმა საფრანგეთს გადასცა ლუიზიანა სან-ილდეფონსოს ხელშეკრულებით.
  • 1827 : რუსეთის არმია გენერალ პესკევიჩის მეთაურობით ერევნის შტურმს ახორციელებს, რითაც სრულდება სომხეთზე მუსლიმთა გავლენის ათასწლეული.
  • 1843 : ლონდონში დაიწყო ყოველკვირეული გაზეთის News of the World (მსოფლიოს სიახლეები) გამოცემა.
  • 1847 : გერმანელმა გამომგგონებელმა და მეწარმემ ვერნერ ფონ სიმენსმა კომპანია სიმენს აგ და ჰალსკე დააარსა.
  • 1850 : დაარსდა სიდნეის უნივერსიტეტი, უძველესი ავსტრალიაში.
  • 1869 : ავსტრიამ მსოფლიოში პირველი საფოსტო ბარათები გამოუშვა.
  • 1880 : თომას ედისონმა პირველი ელექტრონათურების ქარხანა გახსნა.
  • 1888 : დაარსდა სოფიის უნივერსიტეტი - პირველი უმაღლესი სასწავლებელი ბულგარეთში. (ეს თარიღი უნდა აღინიშნებოდეს 13 ოქტომბერს რადგან მაშინ ქვეყანა 1916 წ-მდე ცხოვრობდა იულიანური კალენდრით.)
  • 1891 : სტენფორდის უნივერსიტეტი გაიხსნა კალიფორნიაში, აშშ.
  • 1898 : მეფე ნიკოლოზ II-ის ბრძანებით ებრაელები გააძევეს რუსეთის მთავარი ქალაქებიდან.
  • 1905 : დაარსდა თურქული საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“, 16 გზის ქვეყნის ჩემპიონი, 2000 წ. უეფას თასის მფლობელი.
  • 1908 : ჰენრი ფორდიმ წარმოადგინა მანქანის ახალი მოდელი „ფორდ ლიზი“ (მოდელი T), რომელიც ღირდა (850 დოლარი). 1927 წ-თვის გამოშვებული ამ მოდელის იქნა 15 მილიონი მანქანა
  • 1928 : საბჭოთა კავშირმა პირველი ხუთწლიანი გეგმა შემოიღო.
  • 1931 : საბჭოთა კავშირში დაიწყო რეგულარული ტელეგადაცემები.
  • 1931 : ხარკოვში ორჯონიკიძის სახ. ტრაქტორის ქარხანაში გამოუშვეს პირველი ტრაქტორი.
  • 1936 : ფრანკო ესპანეთის ნაციონალისტური მთავრობის მეთაურად გამოცხადდა.
  • 1938 : გერმანიის ჯარი შევიდა ჩეხოსლოვაკიაში და მოახდინა სუდეტის ოლქის ოკუპაცია.
  • 1939 : ერთთვიანი ალყის შემდეგ ვარშავა დაეცა.
  • 1940 : პენსილვანია ტარნპაიკი - აშშ-ის პირველი სუპერგზატკეცილი - გაიხსნა.
  • 1946 : დასრულდა ნიურნბერგის პროცესი.
  • 1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.
  • 1957 : აშშ-ის ფულზე პირველად გამოჩნდა წარწერა „ღმერთის ჩვენ გვწამს“ (In God We Trust).
  • 1957 : გამოვიდა რიგის ღამის გაზეთის (რიგას ბალსს) პირველი ნომერი.
  • 1960 : კვიპროსი დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
  • 1960 : ნიგერია დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
  • 1961 : აღმოსავლეთი და დასავლეთი კამერუნი გაერთიანდა როგორც კამერუნის ფედერალური რესპუბლიკა.
  • 1962 : სტრეიზანდი, ბარბრამ გააფორმა პირველი კონტრაქტი ჩამწერ ფირმასტან Columbia
  • 1964 : სიტყვის თავისუფლების მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსზე.
  • 1964 : იაპონიაში მაღალი სისწრაფის რკინიგზა „შინკანსენი“ ტოკიო-ოსაკა ჩადგა მწყობრში.
  • 1967 : დაიწყო ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი ტურნე ამერიკაში, ჯიმი ჰენდრიქსის ბენდთან ერთად.
  • 1967 : სსრკ-ს ცენტრალურმა ტელევიზიამ დაიწყო ფერადი გადაცემების ტრანსლიაცია.
  • 1969 : კონკორდის ზესწრაფი სატრანსპორტო თვითმფრინავი ხმის ბარიერს ჭრის პირველად.
  • 1971 : უოლტ დისნეი უორლდი გაიხსნა ორლანდოში, ფლორიდა.
  • 1977 : ბრაზილიის ფეხბურთის ვარსკვლავი პელე სპორტიდან წავიდა. კარიერის განმავლობაში გაიტანა 1281 გოლი 1363 თამაშში
  • 1979 : აშშ პანამის არხზე კონტროლს პანამას უბრუნებს.
  • 1982 : კანცლერ ჰელმუტ შმიდტის უნდობლობის ვოტუმმა მიიყვანა ჰელმუტ კოლის არჩევამდე ამ პოსტზე.
  • 1983 : შვედეთის ფოსტამ გამოუშვა მარკა კვარტეტ ABBA-ს გამოსახულებით.
  • 1985 : ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლობა ტუნისში.
  • 1988 : მიხაილ გორბაჩოვი სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს.
  • 1989 : დანია გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც დართეს ერთი სქესის ქორწინების რეგისტრაციის ნებართვა.
  • 2012 საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
  • 2017 : ესპანეთის ხელისუფლების მიერ აუღიარებელ რეფერნდუმზე კატალონიელთა 90 % ხმა დამოუკიდებლობას დაუჭირა.
  • 2018 : ამერიკელი ჯეიმზ ელისონი და იაპონელი ტასუკუ ჰონძო ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

ჰენრი III

ამ დღეს გარდაცვლილნი

ხუან ავსტრიელის საფლავი

დღესასწაულები

იხილეთ აგრეთვე

სხვა თვეები:

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი