ბულგარეთის პირველი იმპერია

ბულგარეთის პირველი იმპერია (ბულგ. Първo българско царство, პერვო ბალგარსკო ცარსტვო) — შუა საუკუნეების ბულგარული სახელმწიფო. მდებარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბალკანეთში.

ბულგარეთის პირველი იმპერია
Първо българско царство


6811018

ბულგარეთის პირველი იმპერია სიმეონ I-ის დროს, X საუკუნე.
დედაქალაქიპლისკა (681–893)
პრესლავი (893–972)
სკოპიე (972–992)
ოჰრიდი (992–1018)
ენაპროტობულგარული;[1] ბერძნული[2][3][4][5][6](681–893)
ძველი საეკლესიო სლავური
რელიგიატენგრიანობა, სლავური მითოლოგია (681–864)
მართლმადიდებლობა
ფართობიIX საუკუნე - 575,000 კმ²
X საუკუნე - 753,000 კმ²
მოსახლეობაIX საუკუნეში დაახლოებით 4,000,000.
მმართველობის ფორმაავტოკრატია
მონარქი
 - 681–700ასპარუხი (პირველი)
 - 1018პრესიან II (ბოლო)
ისტორია
 - ბულგარების შემოჭრა ბალკანეთში681
 - გაქრისტიანება864
 - ბიზანტიის მიერ დაპყრობა1018

680 წელს ბულგარებმა ასპარუხის მეთაურობით და სამხრეთ სლავური სახელმწიფოების დახმარებით ბალკანეთიდან განდევნეს ბიზანტიელები და დააარსეს ბულგარეთის პირველი იმპერია. მისი ძლიერების მწვერვალზე სამეფო მოიცავდა ტერიტორიას ბუდაპეშტიდან შავ ზღვამდე და თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე დნეპრიდან ადრიატიკის ზღვამდე. ბულგარების სამეფო ბიზანტიისთვის ჩრდილოეთით მდებარე მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა, რის გამოც მათ შორის რამდენიმე ომი მოხდა. მათ შორის ასევე იყო თანამშრომლობის პერიოდებიც, განსაკუთრებით არაბების მიერ კონსტანტინოპოლის ალყის დროს, როდესაც ბულგარეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაბების დამარცხებაში.

ბულგარეთის პირველი იმპერია განიცდიდა ბიზანტიური კულტურის ძლიერ გავლენას, რამაც განაპირობა ბულგარეთის გაქრისტიანება 864 წელს. დასავლეთ ბალკანეთში არსებული ავარიის საკაგანოს დაშლის შემდეგ ბულგარეთის ტერიტორიები ჩრდილო-დასავლეთით გაფართოვდა და მის ფარგლებში შუა დუნაის დაბლობიც მოექცა (დღევანდელი უნგრეთი). ბულგარებმა ასევე წარმატებას მიაღწიეს პაჭანიკების, ყივჩაღების და მადიარების წინააღმდეგ.

IX-X საუკუნეებში სიმეონ I-მა ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლებში რამდენიმე გამარჯვებას მიაღწია და ქვეყნის საზღვრები მაქსიმმალურად გააფართოვა. ბულგარებმა 917 წელს ახელოსის ბრძოლაში ბიზანტიის არმიის განადგურების შემდეგ 923-924 წლებში კონსტანტინოპოლსაც შემოარტყეს ალყა. ბიზანტიამ შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და 1014 წელს ბასილი II-ს მეთაურებით კლიუჩთან ბრძოლაში ბულგარელები სასტიკად დაამარცხეს. 1018 წელს ბოლო ბულგარული ციხე-სიმაგრეებიც დანებდნენ ბიზანტიას და ბულგარეთის პირველმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ის 1185 წელს ბულგარეთის მეორე იმპერიამ ჩაანაცვლა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი