ბჰავაჩაკრა

ბჰავაჩაკრა (სანსკ., დევანაგარი: भवचक्र ბჰავაჩაკრა, პალი: भभचक्क ბჰავაჩაკკა; ტიბ: སྲིད་པའི་འཁོར་ལོ་ ვაილი: 'srid pa'i 'khor lo რიპე ქორლო) ან ბჰავას ბორბალი — წრის ფორმის სამსარის სიმბოლური წარმოდგენის ნაკრებია; ძირითადად, გვხვდება ტიბეტურ ბუდისტურ ხელოვნებაში. სამსარა დაბადების (ჯატი), სიცოცხლისა (ბჰავა) და სიკვდილის (ჯარამარანა) უწყვეტი ციკლია, რომლისგანაც გასხივოსნებით (ბოდჰი) თავისუფლდებიან.

ტიბეტური ბჰავაჩაკრა სერას მონასტერში, ლჰასა.

ლეგენდის თანახმად, ბჰავაჩაკრას პირველი ნახატი შექმნა თავად ბუდა შაკიამუნიმ.

ბუდისტურ ნახატზე, შესაბამისი კარმული ქმედებით ვხვდებით შესაბამის „სამეფოში“/სამყაროში. ბორბლის გარეთ ასახულია ბუდისტური გზა.

ბჰავაჩაკრა, ზოგჯერ, ხუთსექციიანია, მაგრამ უფრო გავრცელებულია ექვსსექციიანი ფორმა.

ამ ექვს სივრცეში ასახულია გაუსხივოსნებელი ყოფის ექვსი ფორმა.[1]

ბჰავაჩაკრას სახელები

  • ცხოვრების ბორბალი
  • არსებობის ბორბალი
  • რეინკარნაციის ბორბალი
  • ტანჯვის ბორბალი
  • გახდომის ბორბალი[2]
  • ტრანსფორმაციის ბორბალი
  • სამსარის ბორბალი

ექვსი სამყარო

ბჰავაჩაკრას სფეროები დაყოფილია არსებობის ექვს „სამეფოდ“ (ან სამყაროდ):

  1. დევათა (ღმერთების) სამყარო
  2. ასურათა (ნახევარღმერთების) სამყარო
  3. ადამიანთა სამყარო
  4. ცხოველთა სამყარო
  5. პრეტათა (მშიერი სულების) სამყარო
  6. ნარაკა (ჯოჯოხეთი)

გარე წრე

ექვსი სამყაროს წრის გარეთ არის 12 სფეროიანი წრე. მის მიხედვით 12 ნიდანას მიზეზი და შედეგია: (წრეზე გამოსახულია სიმბოლოთა სახით, რომლების ფრჩხილებში წერია)

  1. „ავიდჲა“ - უმეცრება (ბრმა, ხშირად მოსიარულე, ან კოჭლი)
  2. „სანქჰარა“ - ნებაყოფლობითი ქმედება (ჭურჭლის მკეთებელი მეთუნე)
  3. „ვიჯნანა“ - გონება (ხილის მკრეფავი მაიმუნი ან კაცი)
  4. „ნამარუპა“ - სახელი და ფორმა (ორი კაცი მცურავ ნავზე)
  5. „სადაჲატანა“ - გრძნობის 6 ორგანო: თვალი, ყური, ცხვირი, ენა, სხეული და გონება (ექვსფანჯრიანი სახლი)
  6. „სპარშა“ - კონტაქტი ან შეხება (შეუღლებული შეყვარებულები)
  7. „ვედანა“ - გრძნობა (ისარი თვალში)
  8. „ტანჰა“ - გადაწყვეტა, სურვილი, წყურვილი (მწყურვალე სვამს)
  9. „უპადანა“ - გაუმაძღრობა (მაიმუნი ან კაცი წყვეტს ხილს)
  10. „ბჰავა“ - არსებობა (წყვილის ნიშნობა)
  11. „ჯატი“ - დაბადება (მშობიარე ქალი)
  12. „ჯარამარანა“ - დაცემა და სიკვდილი (ცხედრის ზიდვა)

იხილეთ აგრეთვე

  • დჰარმაჩაკრა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი