დალიდა

დალიდა (ფრანგ. Dalida; არაბ. داليدا‎‎; 17 იანვარი 19333 მაისი 1987) დაიბადა იტალიური სახელით იოლანდა კრისტინა ჯილიოტიეგვიპტეში დაბადებული იტალიური წარმოშობის და ფრანგად ნატურალიზებული მომღერალი. ცხოვრების ადრეული წლები ეგვიპტეში გაატარა, იტალიელთა უბანში, მაგრამ მოზარდობის ასაკში ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა.[2][3] გამოშვებული აქვს 55 ოქროს ჩანაწერი და ის პირველი მომღერალი იყო, რომელმაც ბრილიანტის დისკი ჩაწერა.[4][5] დალიდა ასრულებდა და უშვებდა ალბომებს ათზე მეტ ენაზე, მათ შორის ფრანგულად, არაბულად, იტალიურად, ბერძნულად, გერმანულად, ინგლისურად, იაპონურად, ებრაულად, გერმანულად და ესპანურად.

დალიდა

დალიდა 1954 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი იოლანდა კრისტინა ჯილიოტი
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1933
კაირო, ეგვიპტე.
დაბ. ადგილი კაირო, Kingdom of Egypt[1]
გარდ. თარიღი 3 მაისი, 1987
პარიზი, საფრანგეთი
გარდ. ადგილი პარიზის XVIII რაიონი, საფრანგეთი[1]
დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი შანსონი, კლასიკა, ევროდისკო, პოპი, პოპულარული მუსიკა, ფრანკო-არაბული, რაი, მსოფლიო მუსიკა, იე-იე,
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1956-1987
ხელმოწერა
საიტი ოფიციალური საიტი
დალიდა ვიკისაწყობში

ცნობილი გახდა ფრანგული და მსოფლიო მუსიკისთვის შესრულებული ძლიერი და მკაფიო შესრულებით. დალიდა თაყვანისმცემლებს დღემდე ახსოვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 30 წლიანმა კარიერამ (მისი დებიუტი 1956 წელს შედგა, უკანასკნელი ალბომი კი 1986 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა) და შემდეგ სიკვდილმა სახელგანთქმული მომღერლისა და ტრაგიკული დივას ხატი შექმნა.

1987 წლის 3 მაისს, დალიდა ბარბიტურატების (ნარკოტიკი) გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაიცვალა. თვითმკვლელობის წინ დაწერილ წერილში ის წერდა: „La vie m'est insupportable... Pardonnez-moi“ — „ცხოვრება ჩემთვის აუტანელია... მაპატიეთ“.[6][7]

დაკრძალულია პარიზში, მონმარტრის სასაფლაოზე. მის საფლავზე აღმართულია დალიდას რეალური ზომების ქანდაკება.[8][9]

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
ოფიციალური
ბიოგრაფიული
დისკოგრაფია
ფილმოგრაფია
ზოგადი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი