დერბენტი

(გადამისამართდა გვერდიდან დარუბანდი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარუბანდი (მრავალმნიშვნელოვანი).

დერბენტი, კასპი[1], ზღვის-კარი, ალექსანდრია[2] (სპარს. دربند დარბანდ — „დახშული კარი“; თურქ. demur kapu — „რკინის კარი“; არაბ. Bab-El-Abvab — „კართა კარი“; ძვ. ქართ. დარუბანდი; ლეზ. Кьвевар; აზერ. Дәрбәнд, Dərbənd; თაბას. Дербент, Шагьур, Цалли; დარ. Чулли, Чяли; ხუნძ. Дербенд; ლაკ. Дарбант, Чурул) — ქალაქი დაღესტანში. რუსეთის ფედერაციის უკიდურესი სამხრეთით მდებარე და დაღესტანში მნიშვნელობით მეორე ქალაქი (მოსახლეობა 101.031 ადამიანი 2002 წ.). მოსახლეობის მთავარი შემადგენელი ეთნიკური ჯგუფებია: ლეზგები, აზერბაიჯანელები და თაბასარანელები.

ძველი ქალაქი დერბენტი, მისი ციტადელი, ციხესიმაგრე და ნაგებობები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანარუსეთის დროშა რუსეთი
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიiii, iv
სია[1]
რეგიონი**ევროპა
კოორდინატები44°04′00″ ჩ. გ. 48°17′00″ ა. გ. / 44.06667° ჩ. გ. 48.28333° ა. გ. / 44.06667; 48.28333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება2003  (27-ე სესია)
ნომერი1070
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1070
ინგლ.რუს.ფრ.
ვიკიციტატა
„ამან არდამ კითხვითა ივერიელთა ერისა საზოგადოებისათა აღაშენა ქალაქი უმეტეს პირველისა (ვინაიდგან ხაზართა მიერ შემუსვრილ იყო იგი, რომელსა პირველ ეწოდა კასპი) ესე იგი კასპიისა ზღვისა კარისა ქალაქსა და დასდვა სახელად დარუბანდ, ვინაიდგან გამოსავალსა მას იწროსა დარუბანდისასა, სადა მიეახლების კავკასია ზღვასა გურგანიისასა და შეიწრდების მუნ გამოსავალი გზისა, მუნ ჰქმნა დიდნი კარნი რკინისანი და დახშნა იგი და დაადგინა მცველნი, ამისთვის უწოდა დარუბანდი.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 75)

ხშირად აიგივებენ რა ლეგენდარულ ალექსანდრეს ჭიშკართან, დერბენტი საკუთარ თავს რუსეთის ფედერაციის უძველეს ქალაქს უწოდებს. ანტიკურობის ხანიდან მოყოლებული ამ არემარის როგორც კავკასიის ჭიშკრის მნიშვნელობა გაცნობიერებული იყო და აქ უძველესი დროიდან მრავალი ციხესიმაგრე თუ საომარი გამაგრება აუგიათ. დერბენტის უძველესი არქეოლოგიური სტრუქტურები 5000 წლით თარიღდება. განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქი ორ კედელს შუა განვითარდა, ვრცელდება რა მთის კალთებიდან ზღვის სანაპირომდე. წლების განმავლობაში აქ მობატონე სხვადასხვა ქვეყანა ქალაქს საკუთარ სახელს არქმევდა, თუმცა ყოველი მათგანი უკავშირდება სიტყვას „ჭიშკარი“.

1722 წელს დერბენტს ეწვია პეტრე დიდი. 1747 წელს შეუერთდა ყუბის სახანოს. 1806 წელს გადავიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. წარმოადგენდა კასპიის ოლქის სამაზრო ქალაქს[3].

იხილეთ აგრეთვე

ფოტოგალერეა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი