დეივიდ ლივინგსტონი

შოტლანდიელი მოგზაური

დეივიდ ლივინგსტონი (ინგლ. David Livingstone; დ. 19 მარტი 1813, ბლანტაირი, ლანარკის საგრაფო, შოტლანდია — გ. 1 მაისი 1873 ჩიტამბო, ზამბია) — შოტლანდიელი მოგზაური. აფრიკის გამოჩენილი მკვლევარი. განათლებით მედიკოსი.

დეივიდ ლივინგსტონი
ინგლ. David Livingstone
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1813(1813-03-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ბლანტაირი[11] [12]
გარდ. თარიღი 1 მაისი, 1873(1873-05-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (60 წლის)
გარდ. ადგილი Ilala Hill[12]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[4] [11]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 გაერთიანებული სამეფო
 შოტლანდია
საქმიანობა მკვლევარი[2] , ექიმი-მწერალი, გეოგრაფი, მწერალი[13] და მისიონერობა[2]
ალმა-მატერი გლაზგოს უნივერსიტეტი, Charing Cross Hospital Medical School, Imperial College School of Medicine და Gilbertfield House School
მეუღლე მერი ლივინგსტონი[11]
შვილ(ებ)ი Agnes Livingstone Bruce
ნათესავ(ებ)ი Robert Moffat (explorateur)
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[11] , მფარველის მედალი[14] , Grande Médaille d'Or des Explorations და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

1840 წელს ლონდონის მისიონერთა საზოგადოებამ გააგზავნა სამხრეთ აფრიკაში, 1841-1852 წწ.ცხოვრობდა ბეჩუანებს შორის კალაჰარის მახარეში. 1849 წელს ევროპელთაგან პირველმა მიაღწია ნგამის ტბას, 1851 წელს მდინარე ლინიანტის.

1853-1854 წწ. აუყვა მდინარე ზამბეზის შენაკად შეფუმაგემდე, აღმოაჩინა ზამბეზისა და კასაის (კონგოს სისტემა) წყალგამყოფი, გაემართა დასავლეთით და მიაღწია ქალაქ ლუანდას (ატლანტის ოკეანე). 1855 წელს დაბრუნდა ზამბეზის ზემოთში,ჩაუყვა მდინარეს დელტამდე, აღმოაჩინა ჩანჩქერი ვიქტორია და 1856 წელს მიაღწია ქალაქ კელიმანეს (ინდოეთის ოკეანე). ლივინგსტონი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და 1857 წელს გამოსცა წიგნი „მისიონერის მოგზაურობანი და გამოკვლევები სამხრეთ აფრიკაში“. ამ მოგზაურობისათვის სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ლივინგსტონს ოქროს მედალი მიაკუთვნა. იგი დანიშნეს ინგლისის კონსულადკელიმანეში და მთავრობის კვლევითი ექსპედიციის უფროსად, რომელიც 1858 წელს ჩავიდა ზამბეზის დელტაში.

1859 წელს აღმოაჩინა ტბა შირვა და მიაღწია ნიასის ტბას, 1860 წელს აუყვა მდინარეზამბეზის მდინარე ლინიანტიმდე. 1865 წელს ლივინგსტონმა დიდ ბრიტანეთში გამოსცა თავის ძმასა და თანამგზავრ ჩარლზთან ერთად დაწერილი წიგნი „მოთხრობა ზამბეზისა და მის შენაკადებზე მოგზაურობის შესახებ“.

1866 წელს ისევ დაბრუნდა აღმოსავლეთ აფრიკაში, 1867-1871 წწ. გამოიკვლია ტანგანიიკის ტბის სამხრეთი და დასავლეთი ნაპირები, აღმოაჩინა ბანგვეულუს ტბა და მდინარე ლუალაბა (ზემო კონგო), მძიმე ავადმყოფი დაბრუნდა უკან, დაბინავდა უჯიჯიში (ტანგანიიკის ტბის აღმოსავლეთ სანაპირო), სადაც 1871 წლის ოქტომბერში მოძებნა ჰენრი სტენლიმ.

მათ ერთად გამოიკვლიეს ტანგანიიკის ტბის ჩრდილოეთ ნაწილი. 1872 წელს ლივინგსტონმა სტენლის დიდ ბრიტანეთში გაატანა თავისი მასალები, თვითონ კი გაემართა მდინარე ლუალაბაზე კვლევის გასაგრძელებლად და გარდაიცვალა ჩიტამბოში, ბანგვეულუს ტბის სამხრეთით. მისი ნეშთი ჩაიტანეს დიდ ბრიტანეთში და დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში.

1874 წელს გამოიცა მისი 1865-1872 წლების ჩანაწერები სათაურით „დეივიდ ლივინგსტონის უკანასკნელი დღიურები ცენტრალურ აფრიკაში“.

კვლევის შედეგები

თავისი მოგზაურობის დროს ლივინგსტონმა განსაზღვრა 1000-ზე მეტი პუნქტის მდებარეობა; მან პირველმა შენიშნა სამხრეთ აფრიკის რელიეფის მთავარი თავისებურებები, შეისწავლა მდინარე ზამბეზის სისტემა, საფუძველი ჩაუყარა ნიასისა და ტანგანიიკის ტბების მეცნიერულ კვლევას.

ხსოვნა

მის სახელს ატარებს ქალაქი ზამბიაში, მთები აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩანჩქერები მდინარე კონგოზე; შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოს მახლობლად, არის ლივინგსტონის მემორიალური მუზეუმი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 226.
  • Адамович М., Ливингстон, М., 1939;
  • Simmons J., Livingstone and Africa, L., 1955.

სქოლიო

  • 3.0 3.1 SNAC — 2010.
  • 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
  • 5.0 5.1 Babelio — 2007.
  • 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 8.0 8.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  • 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • Biographical Database of Southern African Science — 2002.
  • 11.0 11.1 11.2 11.3 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  • 12.0 12.1 http://www.livingstonechurch.co.uk/david-livingstone
  • Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  • Journal of the Royal Geographical Society of London, The journal of the Royal Geographical SocietyRoyal Geographical Society, 1855. — Vol. 25. — P. lxviii. — ISSN 0266-6235
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი