დემნა უფლისწული

დემნა (დემეტრე) უფლისწული (გ. 1178) — საქართველოს მეფის დავით V-ის ძე. დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა დემეტრე I-მა თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი (შემდეგ გიორგი III) გამოაცხადა თანამოსაყდრედ, რითაც დემნა (დემეტრე) უფლისწულმა ტახტზე უფლება დაკარგა.

დემნა (დემეტრე) უფლისწულის კანონიერი უფლების დაცვის საბაბით მეფის ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანმა ფეოდალებმა ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით 1177 წელს აჯანყება მოაწყვეს გიორგი III-ის წინააღმდეგ. როდესაც აჯანყების დამარცხება ცხადი გახდა დემნა (დემეტრე) უფლისწული გიორგი III-ს დანებდა და პატიება სთხოვა.

ტახტის მაძიებელ უფლისწულთა მიმართ მოქმედი კანონის საფუძველზე მას თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს. ჩანს, უფლისწულმა ვერ გაუძლო სასჯელს და გარდაიცვალა.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი