დენზელ ვაშინგტონი

დენზელ ჰეის ვაშინგტონი (ინგლ. Denzel Hayes Washington, Jr); დ. 28 დეკემბერი, 1954, მაუნტ-ვერნონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი. ოსკარის ორგზის ლაურეატი საუკეთესო მთავარი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის.

დენზელ ვაშინგტონი

ვაშინგტონი 2014 წელს
დაბადების სახელი დენზელ ჰეიეს ვაშინგტონი
Denzel Hayes Washington, Jr.
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1954 (1954-12-28) (69 წლის)
მაუნტ-ვერნონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
საქმიანობა კინომსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი
აქტიური 1974-
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი
2001 — საწვრთნელი დღე
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

1989 — დიდება
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
1999 — ქარიშხალი
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

1989 — დიდება
სხვა ჯილდოები

ვერცხლის დათვი
1992 — მალკოლმ იქსი

1999 — ქარიშხალი

ბიოგრაფია

დენზელ ვაშინგტონი დაიბადა 1954 წლის 28 დეკემბერს ქალაქ მაუნტ-ვერნონში, ნიუ-იორკის შტატში. დენზელი ოჯახში სამი შვილიდან შუათანა იყო: დედა სილამაზის სალონში მუშაობდა და პატარა დენზელიც მას ეხმარებოდა. სკოლის დასრულების სწავლა გააგრძელა ფორდჰემის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად შეისწავლა მედიცინა, შემდეგ ბიოლოგია, შემდეგ ჟურნალისტიკა და ბოლოს კი თეატრით დაინტერესდა. უნივერსიტეტი 1977 წელს, ჟურნალისტიკის ბაკლავრის დიპლომით დაასრულა. ამის მერე ვაშინგტონი სასწავლებლად სან-ფრანცისკოს ამერიკულ კონსერვატორიაში შევიდა. ერთი წლის შემდეგ ის ნიუ-იორკში გადავიდა, კონსერვატორიაში სწავლა შეაჩერა და სატელევიზიო ფილმებში დაიწყო მონაწილეობა [1].

კარიერა

1977 წელს დენზელმა თავის პირველ ფილმ, სპორტულ დრამა „ვილმაში” ითამაშა. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე პაულეტა პერსონი. 1981 წელს ვაშინგტონი გადაიღეს კომედიაში „ზუსტი ასლი”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამერიკელ მაყურებლებში პოპულარობა NBC-ის სერიალმა „სენტ-ელსვერმა” მოუტანა. ამ სერიალში ვაშინგტონი 6 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.

1988 წელს ვაშინგტონი ფილმში „თავისუფლების ძახილი” (რეჟ რიჩარდ ატენბორო) შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. 1990 წელს მსახიობმა მიიღო პირველი ოსკარი სამოქალაქო ომზე გადაღებულ ფილმში „დიდება” (1989. რეჟ. ედვარდ ცვიკი), შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. 1993 წელს ვაშინტონი კვლავ წარადგინეს ოსკარზე სპაიკ ლის ფილმ „მალკოლმ იქსში“ (1992) შესრულებული სულიერი ლიდერის როლსთვის. კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა და რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ფილმი 1990-იანების საუკეთესო ფილმთა შორის მოიხსენიეს. დენზელმა ლის სხვა ფილმებშიც ითამაშა — „ბლუზი უკეთესი ცხოვრებისთვის” (1990), „მისი თამაში” (1998) მილა იოვოვიჩთან ერთად და „მოუხელთებელი” (2006) კლაივ ოუენთან და ჯოდი ფოსტერთან ერთად.

1993 წელს მან ტომ ჰენქსთან და ანტონიო ბანდერასთან ერთად ითამაშა ჰომოფობი ადვოკატის როლი ფილმში „ფილადელფია“. 2000 წელს ვაშინგტონმა მიიღო ოქროს გლობუსის პრემია და ბერლინის 50-ე კინოფესტივალის საუკეთესოს მსახიობი მამაკაცის ჯილდო ფილმ „ქარიშხალში (1999) შერულებული მოკრივის როლისთვის. 2001 წელს დენზელმა პირველად, თავის კარიერაში ითამაშა უარყოფითი პერსონაჟის როლი ფილმში „საწვრთნელი დღე“. ამე ფილმისთვის დენზელმა ოსკარი მოიპოვა.

ფილმოგრაფია

ვაშინგტონი აკადემიის 62-ე დაჯილდოებაზე, სადაც მან პირველი ოსკარი აიღო
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1977ტფ ვილმა Wilmaრობერტ ელდრიჯი
1979 კორიოლანუსი Coriolanusედილი/რომან კიტიცენი
1981 ზუსტი ასლი Carbon Copyროჯერ პორტერი
1982–1988 სენტ-ელსვერი St. Elsewhereდოქტორი ფილიპ ჩენდლერი
1982ტფ ნებართვა მკვლელობაზე License to Killმარტინ სოიერი
1984 ჯარისკაცის ისტორია A Soldier's Storyმელვინ პეტერსონი
1984ტფ ჯორჯ მაკენას ისტორია The George McKenna Storyჯორჯ მაკენა
1986 ძალა Powerარნოლდ ბილინგსი
1987 თავისუფლების ძახილი Cry Freedomსტივ ბიკო
1989 ძლევამოსილი ქვინი Xavier Quinnქსავიერ ქვინი
1989 დედოფლისა და ქვეყნისთვის For Queen and Countryრუბენ ჯეიმსი
1989 დიდება Gloryჯარისკაცი ტრიპი
1990 გულის მდგომარეობა Heart Conditionნაპოლეონ სტოუნი
1990 ბლუზი უკეთესი ცხოვრებისთვისMo' Better Bluesბლიკ გილიამი
1991 ასხლეტა Ricochetნიკოლას სტაილზი
1992 მისისიპი მასალა Mississippi Masalaდემეტრიუს უილიამსი
1992 მალკოლმ იქსი Malcolm Xმალკოლმ იქსი
1993 აურზაური არაფრის გამო Much Ado About Nothing დონ პედრო არაგონელი
1993 საქმე ვარხვებზე The Pelican Brief გრეი გრანთამი
1993 ფილადელფია Philadelphiaჯო მილერი
1995 მეწამული მოქცევა Crimson Tide ლეიტენანტი რონ ჰანტერი
1995 ვირტუოზობა Virtuosityლეიტენანტი პარკერ ბარნსი
1995 ეშმაკი ცისფერ კაბაში Devil in a Blue Dressიზი როულინსი
1996 სიმამაცე ბრძოლაში Courage Under Fireლეიტენანტი კოლონელ ნათანიელ სერლინგი
1996 მღვდლის ცოლი The Preacher's Wifeდადლი
1998 დაცემული Fallenდეტექტივი ჯონ ჰობსი
1998 მისი თამაში He Got Gameჯეიკ შატლსვორთი
1998 ალყა The SiegeFBI-ს სპეციალური აგენტი ენტონი 'ჰაბ' ჰაბარდი
1999 შიშის ძალაუფლება The Bone Collectorლინკოლნ რაიმი
1999 ქარიშხალი The Hurricaneრუბინ კარტერი
2000 ტიტანების გახსენება Remember the Titansმწვრთნელი ჰერმან ბუნი
2000 ლორეტა კლეიბორნის ისტორია The Loretta Claiborne Storyსაკუთარი თავი
2001 საწვრთნელი დღეTraining Dayდეტექტივი ალონსო ჰარისი
2002 ჯონ ქიუ John Qჯონ ქუინსი არჩიბალდი
2002 ანტუან ფიშერის ისტორია Antwone Fisherექიმი ჯერომ დევენპორტი
2003 დროის გარეშე Out of Timeპოლიციის შეფი მათიას ლი უიტლოკი
2004 კაცი ცეცხლის ქვეშ Man on Fireჯონ კრისი
2004 მანჯურიის კანდიდატი The Manchurian Candidateმაიორი ბენ მარკო
2006 მოუხელთებელი Inside Manდეტექტივი კეიტ ფრეიზერი
2006 დეჟა ვუ Déjà Vuსპეციალური აგენტი დაგ კარლინი
2007 ამერიკელი განგსტერი American Gangsterფრენკ ლუკასი
2007 დიდი მოკამათეები The Great Debatersმელვინ ტოლსონი / რეჟისორი
2009 123 მატარებლის სახიფათო მგზავრები The Taking of Pelham 123ვოლტერ გერბერი
2010 ილაის წიგნი The Book of Eliილაი
2010 უმართავი Unstoppable ფრენკ ბერნსი
2012 ხაფანგი Safe Houseტობინ ფროსტი
2012 ფრენა Flightუიპ უიტეკერი
2013 2 გასროლა 2 Gunsბობი ტრენჩი
2014 მათანაბრებელი The Equalizerრობერტ მაკ-კელი

პირადი ცხოვრება

1982 წელს დენზელი პაულეტა პირსონზე დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ვაჟი ჯონ დევიდი (დ. 1985 წელს), ქალიშვილი კატია (დ. 1988 წელს) და ტყუპები მალკომი და ოლივია (დ. 1991 წელს).

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი