დიდი შეკუმშვა

სამყაროს შესაძლო ბედი

დიდი შეკუმშვასამყაროს საბოლოო ბედის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი, რომლის მიხედვითაც, სამყაროს გაფართოება ბოლოს შექცევით ხასიათს მიიღებს და იგი ხელახლა კოლაფსირდება, არსებობას შავი ხვრელის სახით დაასრულებს ან გამოიწვევს სამყაროს ხელახლა წარმოქმნის დასაწყისს დიდი აფეთქების გარეშე.

დიდი შეკუმშვა
დიდი შეკუმშვა

მიმოხილვა

თუ სამყაროს გაფართოების სიჩქარე არ აჭარბებს მეორე კოსმოსურ სიჩქარეს, მისი შემადგენელი ყველა მატერიის საერთო გრავიტაციული ურთიერთქმედება თანდათანობით მის შეკუმშვას გამოიწვევს. თუ თერმოდინამიკური ენტროპია შეკუმშვის ფაზაში ზრდას განაგრძობს, შეკუმშვა ძალიან განსხვავებული გამოჩნდება გაფართოების დროის უკუქცევის გადმოსახედიდან. თუკი ადრეული სამყარო ძირითადად ერთგვაროვანი იყო, შეკუმშვადი სამყარო უფრო და უფრო დაჯგუფებადი გახდება.[1] საბოლოოდ, ყველა მატერია ჩაიხშობა შავ ხვრელებში, რომლებიც შემდეგ შეერთდებიან და წარმოქმნიან გაერთანებულ შავ ხვრელს ან დიდი შეკუმშვის სინგულარობას.

იმ მოვლენების ზუსტი დეტალები, რომლებიც საბოლოო კოლაფსამდე განვითარდება, დამოკიდებულია როგორც გაფართოების ფაზის სიგრძეზე, ისე შეკუმშვის წინა ფაზაზე. გარდა ამისა, ნავარაუდევია, რომ შეკუმშვის ფაზა მაშინვე არ იქნება შესამჩნევი ჰიპოთეტური დამკვირვებლებისათვის, რადგან ვადები დამოკიდებულია სინათლის სიჩქარეზე, რომ კოსმოსური მიკროტალღური ფონის ტემპერატურა შეკუმშვისას სიმეტრიულად აიწევს გაფართოების ფაზასთან შედარებით და რომ დიდი აფეთქების დროს განვითარებული მოვლენები საწინააღმდეგო სცენარით წარიმართება.[2] შეკუმშვის ფაზაში, ერთმანეთს შეერწყმება სუპერგროვები, რასაც მოჰყვება გალაქტიკათგროვების და შემდეგ გალაქტიკების შერწყმა. ამ დროისათვის, ვარსკვლავები ერთმანეთს იმდენად მიუახლოვდება, რომ გახშირდება მათ შორის შეჯახებები, კოსმოსური მიკროტალღური ფონის ტემპერატურა იმდენად აიწევს, რომ ვარსკვლავები თავიანთ შიდა სიცხეს ვეღარ გამოაფრქვევენ, თანდათან კი აფეთქებას დაიწყებენ და დატოვებენ სიცხესა და ჰეტეროგენულ გაზს, რომლის ატომებიც გაზრდილი ტემპერატურის გამო, შემადგენელ სუბატომურ ნაწილაკებად დაიშლებიან და რომელთაც შემდეგ უკვე შერწყმული შავი ხვრელები შთანთქავს.[2]

ჰაბლის კანონი სამყაროს გაფართოების ამჟამინდელ მაჩვენებელს ზომავს; გრავიტაციული ძალების სიძლიერე დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელი მატერიის სიმჭიდროვესა და წნევაზე, სხვა სიტყვებით — სამყაროს კრიტიკულ სიმჭიდროვეზე. თუკი სამყაროს სიმჭიდროვე კრიტიკულ სიმჭიდროვეს აღემატება, გრავიტაციული ძალების სიძლიერე სამყაროს გაფართოებას შეაჩერებს და სამყარო თავის თავს თავადვე დაანგრევს. ამის საპირისპიროდ, თუკი სამყაროს სიმჭიდროვე კრიტიკულ სიმჭიდროვეზე ნაკლებია, სამყარო გაფართოებას გააგრძელებს და გრავიტაციული ძალები ამ გაფართოების შესაჩერებლად საკმარისი არ იქნება. ეს სცენარი დასრულდება დიდი გაყინვით, სადაც სამყარო გაცივდება, იმის გამო, რომ ის ძალიან გაფართოვდა და ენთროპიის მდგომარეობას მიაღწია.[3] ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სამყარო განადგურების შედეგად დაუბრუნდება იმ წერტილს, საიდანაც დაიწყო და შესაბამისად, შემდეგ მოხდება კიდევ ერთი დიდი აფეთქება;[1] ამ მიდგომით, სამყარო მუდმივია, მაგრამ გამუდმებით გადის გაფართოებისა და შეკუმშვის ფაზებს.[4] კიდევ ერთი სცენარის თანახმად, ყველაფერი დასრულდება ბრტყელი სამყაროს სახით, რაც მაშინ მოხდება, როცა კრიტიკული სიმჭიდროვე გასწორდება. ამ მდგომარეობაში, სამყარო მუდმივად შენელდება.[5]

ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტულმა მტკიცებულებებმა წარმოშვა ვარაუდები, რომ სამყაროს გაფართოებას გრავიტაცია კი არ ანელებს, არამედ აჩქარებს. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით უცნობია ბნელი ენერგიის ბუნება, რომელიც როგორც მიიჩნევა, წარმართავს აჩქარებას — ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ მან საბოლოოდ უკუაქციოს თავისი განვითარების გზა და გამოიწვიოს კოლაფსი.[6] [7]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი