ჰაბლის კანონი

ჰაბლის კანონიედუინ ჰაბლის მიერ დადგენილი ემპირული კანონზომიერება, რომლის მიხედვით გალაქტიკების სპექტრების წითელი წანაცვლება ამ ობიექტამდე მანძილის პროპორციულია[1]. ეს კანონი პირველად გამოიყვანა ჯორჯ ლემეტრმა 1927 წელს[2]. ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებიდან. ედუინ ჰაბლმა ის ემპირიულად გამოიყვანა 1929 წელს [3] დაკვირვებიდან ახლო ხანებში. სხეულთა დაცილების სიჩქარეზე მიანიშნებდა მათი წითელი წანაცვლება, რაც ვესტო სლიფერის (1917) ადრეული გაზომვებით მის მიერვე იყო დაკავშირებული სიჩქარესთან.[4] ეს მიიჩნევა გაფართოებადი სივრცის პარადიგმის პირველ საბაზისო დაკვირვებად და დღეს გამოიყენება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმობილი საბუთი დიდი აფეთქების მოდელში.

გალაქტიკების სიჩქარის დამოკიდებულება მათ დედამიწამდე მანძილზე, (გრაფიკი ორიგინალი აღებულია ჰაბლის 1929 წლის შრომიდან).

ჰაბლის კანონს ხშირად აღწერენ ტოლობით v = H0D, სადაც H0 არის პროპორციულობის კოეფიციენტი (ჰაბლის მუდმივა) გალაქტიკის მანძილსა D და მის სიჩქარეს v შორის. SI სისტემაში H0-ის ერთეულია წმ−1, მაგრამ ყველაზე ხშირად გამოიყენება (კმ/წმ)/მგპს, რაც გვაძლევს ერთი მეგაპარსეკით დაშორებული გალაქტიკის სიჩქარეს კმ/წმ ერთეულებში.

თანამედროვე გაზომვებით 2010 წელს განსაზღვრული პროპორციულობის მუდმივა, რაც ეყრდნობა ჰაბლის სივრცული ტელესკოპის მიერ გრავიტაციული ლინზების გაზომვებს იძლევა: H0=70.6 ± 3.1 (კმ/წმ)/მგპს [5]. 2009 წელს აგრეთვე ჰაბლის სივრცული ტელესკოპის გამოყენებით გაწომილი იყო H0=74.2 ± 3.6 (კმ/წმ)/მგპს [6]. შედეგები თანხმობაშია ადრეულ გაზომვებთანაც, რომლის თანახმად H0=72 ± 8 (კმ/წმ)/მგპს რაც განსაზღვრული იყო აგრეთვე ჰაბლის სივრცული ტელესკოპის მიერ 2001 წელს [7]. 2006 წლის აგვისტოში ნაკლებად ზუსტი გაზომვები ჩატარდა დამოუკიდებლად ნასას ჩანდრა რენტგენის სხივების ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით: H0=77 (კმ/წმ)/მგპს ან დაახლოებით 2.5x10−10 წმ−1 განუზრვრელობით ± 15% [8]. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ნასა ასკვნის, რომ მუდმივაა 70.8 ± 1.6 (კმ/წმ)/მგპს თუ ვივარაუდებთ, რომ სივრცე ბრტყელია ან 70.8 ± 4.0 (კმ/წმ)/მგპს სახვა შემთხვევაში [9].

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი