ევარისტე ნდაიშიმიე

ევარისტე ნდაიშიმიე (ფრანგ. Évariste Ndayishimiye; დ. 1968, გიტეგის პროვინცია, ბურუნდი) — ბურუნდელი პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე. მმართველი პარტიის, დემოკრატიის დაცვის ეროვნული საბჭო — ძალები დემოკრატიის დასაცავად ლიდერი. გაიმარჯვა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თანამდებობას დაიკავა 2020 წლის 18 ივნისს.

ევარისტე ნდაიშიმიე
ევარისტე ნდაიშიმიე
ბურუნდის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 ივნისი, 2020
წინამორბედიპიერ ნკურუნზიზა

პარტიის დემოკრატიის დაცვის ეროვნული საბჭო — ძალები დემოკრატიის დასაცავად პრეზიდენტი
წინამორბედიპასკალ ნიაბენდა
მემკვიდრედღემდე

ბურუნდის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2009 – დღემდე

დაბადებული1968
გიტეგის პროვინცია, ბურუნდი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ევარისტე ნდაიშიმიე დაიბადა 1968 წელს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გიტეგის პროვინციაში[1]. ეკუთვნის ჰუტუს ეთნიკურ ჯგუფს. 1995 წელს ბურუნდის უნივერსიტეტის სტუდენტია და გადაურჩა ტუტსი სტუდენტების მიერ მოწყობილ ეთნიკურ წმენდას[1][2]. იგი ქვეყნიდან გაიქცა და იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც შეუერთდა შეიარაღებულ ოპოზიციურ თავდაცვის ძალებს, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მელშიორ ნდადაიეს მკვლელობის შემდეგ.

2000 წელს გაფორმებული არუშის ხელშეკრულების მიხედვით თანდათანობით სრულდება ბურუნდის სამოქალაქო ომი, შეიარაღებული ოპოზიციური თავდაცვის ძალები ხელს აწერს ხელშეკრულებას და თანახმაა 2002 წლის ბოლოდან უარი თქვას შეიარაღებულ ბრძოლაზე. 2005 წელს ევარისტე ნდაიშიმიე დაინიშნა ახალი ეროვნული თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის მოადგილედ, გენერლის წოდებით[1][2]. 2006-2007 წლებში იყო შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი.

2020 წლის 26 იანვარს გიტეგის პროვინციაში გამართულ კონგრესზე დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად 2020 წლის 20 მაისის არჩევნებში[3][4].

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი