ჰუტუ

ჰუტუ ასებე აბაჰუტუაფრიკის დიდი ტბების ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ისინი ძირითადად ცხოვრობენ: რუანდაში, ბურუნდიში და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში, სადაც ტუტსებთან და ტვასთან ერთად ძირითად ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

ჰუტუ

ჰუტუს და სხვა რუანდელი ბავშვები ვირუნგის ეროვნული პარკში.
საერთო მოსახლეობა
დაახ. 11.5 მლნ
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები რუანდა-რუნდი, ინგლისური, ფრანგული
რელიგიები ქრისტიანობა

დემოგრაფია

რუანდაში და ბურუნდიში ჰუტუ ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიხედვით რუანდელების 84% და ბურუნდიელების 85% ჰუტუს წარმოადგენენ. სიდიდით მეორე ჯგუფი შესაბამისად 15% და 14%-ით ტუტსებია.[1][2]ტვა პიგმეები სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფია, ისინი იზიარებენ ჰუტუების და ტუტსების ენას და კულტურას, თუმცა მათგან საგრძნობლად პატარა სიმაღლით გამოირჩევიან.[3][4]

წარმოშობა

მიიჩნევა, რომ ჰუტუ მიგრირდა დასავლეთი აფრიკიდან დიდი ტბების ტერიტორიაზე ბანტუს ექსპანსიის პერიოდში.[5] სხვა და სხვა თეორიებია, რომლებიც ცდილობენ ახსნან ფიზიკური სხვაობის მიზეზი ჰუტუსა და მათ მეზობელ ასევე ბანტუზე მოსაუბრე ტუტსებს შორის. ერთი თეორია, რომელიც ძირითადად ზეპირსიტყვიერებას ეყრდნობა ამბობს, რომ ტუტსების წინაპრები იყვენენ კავკასიური რასის წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ტბების რეგიონში ჩრდილოეთი აფრიკიდან მოვიდნენ.

ალტერნატიული თეორიის მიხედვით, ჰუტუს და ტუტსებს საერთო ბანტუს ხალხის წინაპარები ჰყავდათ, ხოლო მათი გაყოფა გერმანელების და ბელგიელების მიერ ხელოვნურად მოხდა.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი