ევროპის დროშა

ევროპის დროშა, ან ევროპული დროშა — ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებული 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობა. სიმბოლურად, დროშა „დასავლური სამყაროს ლურჯ ცაზე ვარსკვლავები განასახიერებენ ევროპის ხალხებს, წრეზე განფენილს, მათი ერთიანობის ნიშნად. მათი რიცხვი უცვლელია და თორმეტს უდრის, რაც ყოველივე დახვეწილისა და გამთლიანებულის სიმბოლოა“. დროშა 1955 წელს ევროპის საბჭოს მიერ შეიქმნა.[2]

ევროპის დროშა
ევროპის კავშირი
მიღებულია 8 დეკემბერი, 1955[1]
29 ივნისი, 1985
პროპორცია 2:3
ავტორთა კოლექტივი
არსენ ჰეიტცი და პოლ ლევი.
კომპიუტერული
დიზაინი
12 ხუთ ქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი წრიულად განლაგებულია ლურჯ ფონზე.
სიმბოლიკა იესო ქრისტე და ოთხი მახარობელი
სტრასბურის საკათედრო ტაძრის ღვთისმშობლის ქანდაკება.

დროშაზე გამოსახულ 12 ვარსკვლავთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარაუდები არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის მისი დაკავშირება სტრასბურის საკათედრო ტაძარში დაცულ წმინდა მარიამის (წმინდა ქალწულის) ქანდაკებასთან, რომელსაც თავზე 12-ოქროსვარსკვლავიანი დიადემა ადგას. [3]

დროშა შექმნა ევროპის საბჭომ, 1955 წლის 8 დეკემბერს, ირლანდიის წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული დიზაინის საფუძველზე. ევროპის საბჭოს თავიდან სურდა, რომ დროშა გამოყენებული ყოფილიყო ევროპული ინტეგრაციის მიზნებისათვის, ამიტომ ევროკავშირის წინამორბედმა, ევროპის თანამეგობრობამ, დაამტკიცა იგი 1986 წლის 26 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ დროშა გამიზნული იყო მთელი ევროპისთვის, დღეს იგი არის მხოლოდ ევროპის კავშირის სიმბოლო. მაასტრიხტის შეთანხმების შემდეგ იგი ოფიციალურად იქნა აღიარებულია ევროპის დროშად.

ვალუტის კურსების ცხრილებში ეს დროშა ევროს გრაფიკულ სიმბოლოდაც გამოიყენება.

ევროკავშირის დროშის დიზაინის სხვა კანდიდატები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი