ემი უაინჰაუსი

ემი ჯეიდ უაინჰაუსი (ინგლ. Amy Jade Winehouse; დ. 14 სექტემბერი, 1983 — გ. 23 ივლისი, 2011) — ბრიტანელი სოულ, ჯაზ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი. მისი 2003 წლის სადებიუტო ალბომი — Frank მერკურის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 2007 წლის 14 თებერვალს მან მიიღო ჯილდო „Brit Award“ საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი ქალბატონის ნომინაციაში, ისევე როგორც სამჯერ - აივორ ნოველოს ჯილდო. გამოსცა ორი სტუდიური ალბომი. გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს.[1]

ემი უაინჰაუსი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ემი ჯეიდ უაინჰაუსი
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი 1983
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი 23 ივლისი, 2011 (27 წლის)
გარდ. ადგილი კემდენი, ლონდონი, ინგლისი
დასაფლავებულია Edgware
ჟანრ(ებ)ი ნეო სოული, რითმ-ენდ-ბლუზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 2003–2011
ლეიბლ(ებ)ი Island, Lioness, Universal Republic (აშშ)
საიტი
ემი უაინჰაუსი ვიკისაწყობში

ადრეული წლები

ემი დაიბადა საუთგეიტის (ლონდონი) რაიონში, ბრიტანელი ებრაელების ოჯახში, დედის მხრიდან რუსული ფესვებით[2][3]. სწორედ მისი გავლენით ემი დაინტერესდა ჯაზით.[4] მამამისი, მიტჩელ (მიტჩ) უაინჰაუსი, ტაქსის მძღოლი იყო. დედა, ჯენის უაინჰაუს სიტონი ფარმაკოლოგიით იყო დაკავებული. ბებია, როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ რონი სკოტის შეყვარებული იყო.[5] ემის ძმა, ალექსი, მასზე ოთხი წლით უფროსია.[6] მიტჩი ემის ხშირად უმღეროდა ფრენკ სინატრას სიმღერებს. ემი იმდენად მიეჩვია სიმღერას, რომ ყოველთვის ღიღინებდა და კლასში მისი გაჩუმება რთული იყო.[7] გოგონას მშობლები დაშორდნენ, როდესაც შვილი 9 წლის იყო.[8]

ამავე პერიოდში ბებიის, სინთიას შემოთავაზებით, დედამ ემი მიიყვანა სიუზი ერნშოუს თეატრალურ სკოლაში.[9] 10 წლის ასაკში ემიმ ბავშვობის მეგობარ ჯულიეტ ეშბისთან ერთად დააარსა რეპ-ჯგუფი Sweet 'n' Sour.[10] ერნშოუს სკოლაში ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა, შემდგომ კი გადავიდა სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში, საიდანაც გარიცხული იყო 14 წლის ასაკში - თითქოს და დაუსწრებლობისა და ცხვირის პირსინგის გამო. თუმცა, სილვია იანგი ამ ინფორმაციას უარყოფა - „15 წლის ასაკში იგი სკოლებს იცვლიდა - გავიგე, რომ გარიცხეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მე მას არასოდეს გავრიცხავდი.“[11] სილვია იანგის სკოლის სხვა მოზარდებთან ერთად იგი გამოჩნდა გადაცემის The Fast Show 1997 წლის ერთ-ერთ ეპიზოდში.[12] პარალელურად ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას იცვლიდა.[13][14][15][16]

დისკოგრაფია

იხილეთ აგრეთვე

კლუბი 27

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი