ეშტორილი

ეშტორილი (პორტუგ. Estoril) — ფრეგეზია (იგივე პორტი, სანავსადგურო რაიონი) და დასახლებული პუნტი პორტუგალიაში. შედის მუნიციპალურ ოლქში ცენტრით კაშკაიში.

ეშტორილი

მოსახლეობა — 23 769 ადამიანი (2001), ფართობი — 8,79 კმ².

მდებარეობს კაშკაის ყურეში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ლისაბონიდან 15 კმ-ის მანძილზე. დედაქალაქთან დაკავშირებულია ელექტრომატარებლით.

ეშტორილი არის ერთ-ერთი მთავარი საკურორტო ქალაქი პორტუგალიაში. ფართოდ არის ცნობილი ეშტორილის კაზინო, რომელიც არეკლამირებს საკუთარ თავს, როგორც ევროპის ყველაზე დიდ კაზინოს. ეშტორილი ცნობილია, ასევე მისი პარკით. ნოემ,ბრის დასაწყისში აქ ყოველთვის ტარდება კინოფესტივალები.

ისტორია

თანამედროვე ეშტორილის ადგილას პირველი დასახლებები გაჩნდა დაახლოებით 2 ათასი წლის წინ. დიდხანს ის წარმოადგენდა მხოლოდ მეთევზეთა პატარა დასახლებას. XIX - XX ს. ს. მიჯნაზე გარადიქმნა ეშტორილის მთელი მზიანი სანაპირო მსხვილ ტურისტულ ცენტრად.

1975 წელს პორტუგალიის იეჰოვას მოწმეებმა მრავალწლიანი აკრძალვების შემდეგ აქ შეიძინეს 20-ოთაიანი შენობა, რომელიც წარმოადგენს იეჰოველთა მსოფლიო ორგანიზაციის ფილიალს. ეს ცენტრი პასუისმგებელია იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობაზე მადეირაზე, აზორის კუნძულებზე, ანგოლასა და სან-ტომეში.

აქაური კლიმატი სუბტროპიკულია და წააგავს ლისაბონის კლიმატს.

ღირსშესანიშნაობები

საინტერესო ადგილთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია წმ. ანტონიას ეკლესია (პორტ. Igreja Santo António do Estoril). იგი აგებულია XVI ს. დასაწყისში (აღდგენილია ორჯერ 1755 წ. მიწისძვირით განადგურების და 1927 წლის ხანძრის შემდეგ).

აღმოჩენილია რომაული ვილების ნანგრევები, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 1-ლი ათასწლეულით.

სპორტი

ეშტორილს აქვს ფეხბურთისა და კალათბურთის კლუბები.

1990 წლიდან აქ ტარდება ჩოგბურთის ტურნირი „Estoril Open“ (1998 წლიდან აქ ტარდება ქალთა ტურნირებიც). მამაკაცთა ტურნირის გამარჯვებული მრავალი ცნობილი სპორტსმენია. მაგ: სერხი ბრუგერა (1991), ანდრეი მედვედევი (1993), ტომას მუსტერი (1995, 1996), ალექს კორეტჰა (1997), კარლოს მოია (2000), ხუან კარლოს ფერერო (2001), დავიდ ნალბანდიანი (2002, 2006) და სხვ.

ქალაქის მახლობლად მთიან პლატოზე ააგეს ავტოდრომი 1972 წ, რომელმაც 1984—1996 წ.წ. მან მიიღო პორტუგალიის გრან-პრი.

ცნობილი ადამიანები

  • ლუიზა იზაბელ ალვარეს დე ტოლედო

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეშტორილში მრავალი ცნობილი ემიგრანტი ცხოვრობდა:

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი