იეჰოვას მოწმეები

იეჰოვას მოწმეები (ინგლ. Jehovah's Witnesses) — ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაცია. ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს უორიკში. ორგანიზაციის გამოთვლებით 2019 წლისთვის მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა 8 683 117 ადამიანს აღწევს.[1]

ისტორია

იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია სათავეს იღებს მოძრაობა „ბიბლიის მკვლევარებიდან“, რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ჩარლზ ტეიზ რასელმა აშშ-ში ჩამოაყალიბა. მალევე, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა ბიბლიის მკვლევართათვის ლიტერატურით უზრუნველყოფისთვის პენსილვანიაში დააარსა გამომცემლობა „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“. რასელი იყო „სკს“-ს პირველი პრეზიდენტი.

ბიბლიის მკვლევარებს 1931 წელს,26 ივლისს ჩატარებულ კონგრესზე, კოლუმბუსში,იეჰოვას მოწმეები ეწოდათ

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის თანამედროვე ისტორია XIX საუკუნის ბოლოს იღებს სათავეს. იმ დროს, ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფის წევრები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში, პიტსბურგთან ახლოს ცხოვრობდნენ, შეუდგნენ ბიბლიის სისტემატიურ კვლევას. მათ ეკლესიის მიერ დადგენილი დოგმების შედარება დაიწყეს იმასთან, რასაც ბიბლია სინამდვილეში ასწავლის. ისინი ბიბლიიდან ნასწავლს გამოსცემდნენ წიგნების, გაზეთებისა და იმ ჟურნალის მეშვეობით, რომელსაც ახლა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“ ეწოდება.ჟურნალი ,,საგუშაგო კოშკი" გამოიცემა 1879 წლიდან.იგი მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტირაჟით გამოიცემა.

გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს, ეს რელიგიური ჯგუფი ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს და უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე. ამის გამო ნაცისტურ ციხეებში ამ ჯგუფის დაახლოებით 10 ათასი წევრი მოხვდა. მათგან დაახლოებით 2000 საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიგზავნა. იქ ყოფნისას იეჰოვას მოწმეების საპატიმრო ფორმაზე, მარცხენა მხარეს დაკერებული იყო იისფერი სამკუთხედები. ბანაკებში დაახლოებით 1200 იეჰოვას მოწმე დაიღუპა, მათგან 250 სიკვდილით დასაჯეს[2][3][4][5].

ორგანიზაციული ცვლილებები

ბიბლიის მკვლევრებს 1931 წლის 26 ივლისს სახელწოდება „იეჰოვას მოწმეები“ ეწოდათ რომელიც ეფუძნება ბიბლიას.(ესაიას 43:10)

„თქვენა ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა, — ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე, რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემ შემდეგ იქნება“. (ესაია 43:10. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“)

დოქტრინული ცვლილებები

1942 წელს ჯოზეფ რუტერფორდის სიკვდილის შემდეგ საზოგადოების პრეზიდენტი გახდა ნეითან ნორი.მის დროს ნიუ იორკში ჩამოყალიბდა „გალაადის ბიბლიური სკოლა“. 1950-1960 წლებში იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (განმარტება: ებრაული, არამეული და ბერძნული ენებიდან თანამედროვე ინგლისურ ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანი).

1980-იანი წლებიდან პოლიტიკური ცვლილებების გამო, ქადაგების არეალი გაფართოვდა და მოიცვა აღმოსავლეთი ევროპა, ყოფილი საბჭოთა კავშირი ქვეყნები, ლათინური ამერიკა და აფრიკა.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი