ვეიხაი

ვეიხაი (ჩინ.: 威海, ფინინი: Wēihǎi), წარსულში ცნობილი როგორც ვეიხაივეი (ტრადიციული ნიშნები: 威海衞, გამარტივებული დამწერლობა: 威海卫, ფინინი: Wēihǎiwèi, სიტყვა-სიტყვით: ძლიერი ზღვის მცველი) — საოლქო დონის ქალაქი და მთავარი საზღვაო პორტი შანდუნის პროვინციის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება: იენთაი დასავლთიდან, ყვითელი ზღვა აღმოსავლეთიდან. ეს არის სამხრეთ კორეასთან ყველაზე ახლის მდებარე ჩინური ქალაქი.

საოლქო დონის ქალაქი
ვეიხაი
威海市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია შანდუნი
შიდა დაყოფა Huancui District, Wendeng District, Rongcheng და Rushan, Shandong
კოორდინატები 37°30′48″ ჩ. გ. 122°07′14″ ა. გ. / 37.51333° ჩ. გ. 122.12056° ა. გ. / 37.51333; 122.12056
ფართობი 5,797[1] კმ²
მოსახლეობა 2,906,548[2] კაცი (2020)
სიმჭიდროვე 500 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 631
საფოსტო ინდექსი 264200
საავტომობილო კოდი 鲁K
ოფიციალური საიტი weihai.gov.cn
ვეიხაი — ჩინეთი
ვეიხაი

ვეიხაის მოსახლეობამ 2010 წელს 2 804 771 ადამიანი შეადგინა. მათგან 844 310 ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) ცხოვრობდა. საოლქო დონის ქალაქში არსებობს სამაზრო დონის ქალაქი, რონგჩენგი, რომლის მოსახლეობას 714 355 ადამიანს მოიცავს. სამომავლოდ დაგეგმილია მეტროპოლიტენის ოთხი ხაზის მშენებლობა, რომლის მთლიანი სიგრძე 204.6 კილომეტრი იქნება. ეს გზა ქალაქის ყველა რაიონს დააკავშირებს ერთმანეთთან. პირველი ფაზა, პირველი და მეორე ხაზების მშენებლობა, 2025 წელს დასრულდება.

1898 წლიდან 1930 წლამდე ქალაქი ბრიტანეთის იმპერიის დაქვემდებარეობაში შედიოდა, კერძოდ ვეიხაივეის რეგიონში. ამ პერიოდში ქალაქი ცნობილი იყო, როგორც პორტ ედვარდი, რომელიც, თავის მხრივ, ვეიხაივეის დედაქალაქს წარმოადგენდა.[3]

ისტორია

ჩინელი პატიმრების გადასვლა ვეიხაიში, 1895 წლის 16 თებერვალი

ვეიხაივეიში არსებობდა სპეციალური ბაზა პეიიანგის ფლოტისათვის ცინის დინასტიის პერიოდში. 1895 წელს, ქალაქი იაპონიამ დაიპყრო ვეიხაივეის ბრძოლის შედეგად. ეს ბრძოლა ხშირად ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის (1894-1895) უკანასკნელ ფართომაშტაბურ დაპირისპირებად მიიჩნევა. ტერიტორია იაპონელებმა 1898 წლის 24 მაისს დატოვეს, როდესაც ტერიტორია ბრიტანეთის იმპერიამ დაიკავა.[4] 2003 წლიდან ჩინური საბრძოლო გემი „ტინგიუენი“ სამუზეუმო გემად გადააქციეს და მისი არსებობა ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის ვეტერანებს ეძღვნება.

ვეიხაივეი ბრიტანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში 1898 წლის 1 ივლისიდან 1930 წლამდე, ჩინეთის იმპერიასთან ხელშეკრულების ამოქმედებამდე არსებობდა. „პორტ ედვარდი“ (ქალაქი ვეიხაივეი) რეგიონის დედაქალაქს წარმოადგენდა. სამეფო ფლოტის ბაზა ქალაქის მიმდებარედ, ლიოუკუნგის კუნძულზე აშენდა. 1930 წლის 30 ოქტომბერს ჩინეთის რესპუბლიკის (1912–1949) ნაწილი გახდა სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით.[5][6] მიუხედავად ამისა, ლიოუკუნგის კუნძული და მასზე განთავსებული ობიექტები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიას 1940 წლამდე წარმოადგენდა.[4]

ვეიხაივეი ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ 1938 წლიდან 1945 წლამდე.[7] ტერიტორიის იაპონიის მმართველობაში გადასვლის შემდეგ (კონკრეტულად კი 1940 წელს), კუნძულ ლიოუკუნგზე განთავსებულმა ბრიტანულმა ძალებმა ტერიტორია დატოვა.[8]

რეგიონი ოფიციალურად შეუერთდა შანდუნის პროვინციას 1945 წლის 10 მაისს.[7] 1949, ვეიხაივეის ქალაქი დაარსდა და ჩინეთის სამოქალაქო ომის (ასევე ცნობილი როგორც „კომუნისტური რევოლუცია“) მისი სახელი შემოკლდა და ვეიხაი გახდა.

ეკონომიკა

ვეიხაიში არსებობს კომერციული პორტი (ნავსაყუდელი) და ის ჩინეთის მასშტაბეით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათევზაო ადგილია. ქალაქში განვითარებულია მსუბუქი მრეწველობაც. მისი სამხრეთ კორეასთან სიახლოვის გამო, ვეიხაი ასევე არის კორეული ბიზნესის დიდი ცენტრი და ქალაქს ბევრი კორეელი სტუმრობს. საოლქო დონის ქალაქი ასევე არის მნიშვნელოვანი მწარმოებელი რეგიონი მიწისთხილისა და ხილის მხრივ.

ტრანსპორტირება

ვეიხაის ტაშუიპოს აეროპორტი აწარმოებს რეგულარულ ფრენებს პეკინიდან, შანხაიდან, გუანჯოუსა და ხარბინიდან (შიდა ფრები). ფრენები ასევე ხორციელდება სამხრეთ კორეის ქალაქებიდან, პუსანიდან და ინჩხონიდან. ეს შანდუნის პროვინციის სიდიდით (დატვირთვით) მე-4 აეროპორტია ცინდაოს, ძინანისა და იენთაის შემდეგ.

ცინდაოსა და რონგჩენგის რკინიგზა წარმოადგენს ჩქაროსნული მატარებლების მარშრუტს, რომელიც თავად ვეიხაის ტერიტორიაზე არსებულ ადგილებს აკავშირებს ერთმანეთთან. მარშრუტისათვის განსაზღვრულია რკინიგზის ოთხი სადგური: ვეიხაი, ჩრდილოეთი ვეიხაი, ვენტენგი, აღმოსავლეთი ვენტენგი და რონგჩენგი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი