ვიეტნამის ეკონომიკა

ვიეტნამის ეკონომიკა შერეული სოციალისტურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკაა. 2020 წლის მონაცემებით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელით ვიეტნამი მსოფლიოში 37-ე, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით 23-ე ადგილზეა. ვიეტნამი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.

ხოშიმინივიეტნამის ფინანსური ცენტრი

1980-იანი წლების შუა ხანებიდან, Đổi Mới-ის რეფორმების შემდეგ, ვიეტნამი მკაცრად ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკიდან შერეულ ეკონომიკაზე გადავიდა. აღნიშნული ეკონომიკა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან ერთად ხუთწლიანი გეგმების ფარგლებში როგორც დირექტიულ, ისე ინდიკატორულ დაგეგმვას მოიცავს. რეფორმების შემდეგ ვიეტნამის ეკონომიკა ზრდით გამოირჩევა. XXI საუკუნეში ვიეტნამი გლობალური ეკონომიკის უფრო აქტიური მონაწილე ხდება. ვიეტნამური საწარმოების უმრავლესობა მცირე და საშუალო საწარმოებს წარმოადგენს. ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოწინავე ექსპორტიორია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილია.

PricewaterhouseCoopers-ის 2017 წლის ანალიზის მიხედვით, ვიეტნამი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1%-იანი პოტენციური ზრდის მაჩვენებელით 2050 წლისთვის შეიძლება მსოფლიოში სიდიდით მე-10 ეკონომიკა გახდეს. ჯიმ ო'ნილის პროგნოზით, ვიეტნამი ერთ-ერთია მომდევნო 11 სახელმწიფოს შორის, რომლებიც XXI საუკუნეში ბრიჩსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) ქვეყნებთან ერთად მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იქნებიან.[1] ვიეტნამი შედის კივეთს-ის (კოლუმბია, ინდონეზია, ვიეტნამი, ეგვიპტე, თურქეთი, სამხრეთი აფრიკა) ჯგუფშიც.

ეკონომიკური მაჩვენებლები

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის განვითარება ვიეტნამში
ვიეტნამის სახელმწიფო ბანკი, ხოშიმინი
ხოშიმინის საფონდო ბირჟა

ცხრილში მთავარი ეკონომიკური ინდიკტორებია მოცემული 1990-2019 წლების პერიოდში. 5%-ზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი მწვანედაა მოცემული.[2]

წელიმშპ
(მლრდ, აშშ $, მუპ)[3]
მშპ ერთ სულ მოსახლეზე
(აშშ $, მუპ)[4]
მშპ-ის ზრდა
(რეალური)[5]
ინფლაცია
(%)
უმუშევრობა
(%)
მთავრობის ვალი
(მშპ-ის %-ში)
1990 62.4 917.6 5.10 % 36.9 %12.3 %n/a
1991 68.4 984.2 5.96 % 81.8 % 10.4 %n/a
1992 75.9 1,071 8.64 % 37.7 % 11.0 %n/a
1993 84.0 1,162 8.07 % 8.4 % 10.6 %n/a
1994 93.4 1,268 8.84 % 9.5 % 10.3 %n/a
1995 104.5 1,394 9.54 % 16.9 % 5.8 %n/a
1996 116.3 1,528 9.34 % 5.6 % 5.9 %n/a
1997 127.9 1,658 8.15 % 3.1 % 6.0 %n/a
1998 136.8 1,751 5.76 % 8.1 % 6.9 %n/a
1999 145.4 1,840 4.77 % 4.1 % 6.7 %n/a
2000 158.8 1,987 6.78 % −1.7 % 6.4 %31.4 %
2001 172.3 2,134 6.19 % −0.3 % 6.3 % 32.3 %
2002 186.1 2,282 6.32 % 4.0 % 6.0 % 35.2 %
2003 202.6 2,462 6.89 % 3.3 % 5.8 % 38.8 %
2004 223.8 2,694 7.53 % 7.9 % 5.6 % 37.4 %
2005 248.1 2,960 7.54 % 8.4 % 5.3 % 36.5 %
2006 273.5 3,232 6.97 % 7.5 % 4.8 % 38.4 %
2007 300.9 3,522 7.13 % 8.4 % 4.6 % 40.9 %
2008 324.1 3,758 5.66 % 23.1 % 4.7 % 39.4 %
2009 344.2 3,952 5.38 % 6.7 % 4.6 % 45.2 %
2010 370.6 4,213 6.42 % 9.2 % 4.3 % 48.1 %
2011 401.9 4,523 6.24 % 18.7 % 4.5 % 44.6 %
2012 452.8 5,042 5.24 % 9.1 % 2.7 % 48.4 %
2013 486.3 5,358 5.42 % 6.6 % 2.8 % 51.8 %
2014 526.9 5,745 5.98 % 6.6 % 2.1 % 55.0 %
2015 565.5 6,102 6.67 % 0.6 % 2.3 % 57.0 %
2016 615.5 6,573 6.21 % 2.7 % 2.3 % 59.8 %
2017 676.9 7,155 6.81 % 3.5 % 2.2 % 58.2 %
2018 741.9 7,765 7.07 % 3.5 % 2.2 % 58.2 %
2019 807.8 8,374 7.01 % 3.5 % 2.2 % 58.2 %
2020 842.0 8,650.1 2.906 %

ეკონომიკის სექტორები

ბრინჯის ტერასები სა-პაში

სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და სატყეო საქმე

2003 წელს ვიეტნამმა დაახლოებით 30.7 მილიონი კუბური მეტრი ხე აწარმოა. დამუშავებული ხეების წარმოების მაჩვენებელი უფრო მცირე იყო ― 2 950 კუბური მეტრი. 1992 წელს ვიეტნმანმა მორებისა და ნედლი ხის მასალების ექსპორტი აკრძალა. 1997 წელს აკრძალვა ყველა სახის დამუშავებულ ხეზე გავრცელდა. 1990-იან წლებში ვიეტნამმა ტყეებისთვის მიწის ხელახლა ათვისება დაიწყო ხეების დარგვის პროგრამით.

ვიეტნამში თევზჭერას უხვი რესურსები უწყობს ხელს, რაც ქვეყნის გრძელი სანაპირო ხაზითა და მდინარეებისა და ტბების ფართო ქსელითაა განპირობებული. 2003 წელს საერთო თევზჭერის საერთო მოცულობამ 2.6 მილიონ ტონა შეადგინა. 1990-დან 2002 წლამდე პერიოდში ზღვის პროდუქტების ექსპორტის მაჩვენებელი გაოთხმაგდა. 2005 წელს ექსპორტის შემცირების საკომპენსაციოდ ზღვის პროდუქტების მრეწველობა შიდა მოთხოვნაზე ფოკუსირდა.

ვიეტნამი ბრინჯის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში.[6] ბრაზილიის შემდეგ ვიეტნამი ყავის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.[7]

2018 წელს ვიეტნამმა 44 მილიონი ტონა ბრინჯი აწარმოა (მე-5 მაჩვენებელი მსოფლიოში, ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიისა და ბანგლადეშის შემდეგ); ასევე აწარმოა 17.9 მლნ ტონა შაქრის ლერწამი, 14.8 მლნ ტონა ბოსტნეული, 9.8 მილიონი ტონა მანიონი (მე-7 მსოფლიოში), 4.8 მლნ ტონა სიმინდი, 2.6 მლნ ტონა აკაჟუ (უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში), 2 მლნ ტონა ბანანი, 1.6 მლნ ტონა ყავა, 1.5 მლნ ტონა ქოქოსი (მე-6 მსოფლიოში), 1.3 მლნ ტონა ტკბილი კარტოფილი, 1.2 მლნ ტონა საზამთრო, 1.1 მლნ ტონა რეზინი (მე-3 მსოფლიოში, ტაილანდისა და ინდონეზიის შემდეგ) და ა.შ.[8]

2018 წელს ვიეტნამი ღორის ხორცის მე-5 უმსხვილესი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში (3.8 მლნ ტონა). ამავე წელს ვიეტნამმა 839 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 334 ათასი ტონა ძროხის ხორცი, 936 მილიონი ლიტრი ძროხის რძე და 20 ათასი ტონა თაფლი აწარმოა.[9]

მომსახურება და ტურიზმი

2004 წელს მომსახურების სფეროებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 38.2%-ს შეადგენდა. 2007 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5% შეადგინა. მძიმე ინდუსტრიისა და ურბანული განვითარების შემდეგ უცხოელ ინვესტორთა დიდი ნაწილი ვიეტნამში ტურიზმზე კონცეტრირდა, განსაკუთრებით სასტუმროთა მშენებლობაზე.[10]2012 წელს ვიეტნამს 6.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 7 მილიონს გადააჭარბა.

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები

ვიეტნამის მთავარ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს შორისაა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის თავისუფალი სავაჭრო ზონა (AFTA); ასეანი-ავსტრალია-ახალი-ზელანდიის თავისუფალი სავაჭრო ზონა (AANZFTA) ― თავისუფალი სავაჭრო ტერიტორია ასეანისა და ახლო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფოებს (ავსტრალია და ახალი ზელანდია) შორის. შეთანხმებას 2009 წლის 27 თებერვალს მოეწერა ხელი და 2010 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში;[11][12] ასეანი-ჩინეთის თავისუფალი სავაჭრო ზონა (ACFTA) ― ძალაში შევიდა 2010 წლის 1-ელ იანვარს;[13] ასეანი-ინდოეთის თავისუფალი სავაჭრო ზონა (AIFTA) ― ძალაში შევიდა 2010 წლის 1-ელ იანვარს;[13] ასეანი-კორეის თავისუფალი სავაჭრო ზონა (AKFTA) ― ძალაში შევიდა 2010 წლის 1-ელ იანვარს; ასეანი-იაპონიის სრული ეკონომიკური პარტნირობა (AJCEP); აღმოსავლეთ აზიის სრული ეკონომიკურ პარტნიორობა; ტრანს-წყნაროკეანური პარტნიორობის სრული და პროგრესული შეთანხმება; თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ― ხელი მოეწერა 2015 წლის 29 მაისს.[14] თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროპის კავშირსა და ვიეტნამს შორის (EVFTA) ― ძალაში შევიდა 2020 წლის 1-ელ აგვისტოს; ვიეტნამის-ჩილეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (VCFTA) ― ძალაში შევიდა 2014 წლის 1-ელ იანვარს;[15] ვიეტნამი-კორეის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (VKFTA) ― ძალაში შევიდა 2015 წლის 20 დეკემბერს.[16]

სტატისტიკა

ვიეტნამის ექსპორტის დანიშნულების ადგილები, 2004

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ვიეტნამს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 77-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 67-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2 551.1 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.53%-ია. უმუშევრობის დონე 1.9%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ჯინის კოეფიციენტი ― 35.3, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 35%-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ვიეტნამი 89-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 61-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 90-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 135-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 73-ე, გამჭვირვალობით ― 101-ე, საკუთრების უფლებებით ― 92-ე, კორპორატიული მმართველობით ― 104-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― მე-40.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ვიეტნამი მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 77-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 66-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 87-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ვიეტნამი 41-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 64-ე ადგილზეა. ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ვიეტნამი 79-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 64-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 91-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 83-ეა: მოქნილობის ინდექსით, ისევე როგორც მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 82-ე ადგილს იკავებს.

ვიეტნამში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (მე-60 ადგილი): სიღრმით 52-ე, ხოლო სტაბილურობით 101-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 26-ე ადგილს იკავებს. არც თუ ისე კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (89-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებები 96-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 68-ს.[17]

ლიტერატურა

  • Jandl, Thomas (2013). Vietnam in the Global Economy. Lexington Books. 

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი