ვირუსები

ვირუსები — 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ინფექციური აგენტები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი აქვთ. სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები არსებობს ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ აქვსუჯრედოვანი აგებულება. ამ არსებებს ვირუსები ეწოდება (ლათ. „viruse“ -შხამი) და ისინი სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს მიეკუთვნებიან.ვირუსები არც მცენარეებს მიეკუთვნება და არც ცხოველებს. ისინი უმცირესიზომის ინფექციური აგენტები არიან. ამიტომ მათი შესწავლა შეიძლება მხოლოდელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით.ვირუსების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მათსიცოცხლე და გამრავლება შეუძლიათ მხოლოდ სხვა, ცოცხალი ორგანიზმებისუჯრედებში. ცოცხალი ორგანიზმების უჯრედის გარეშე ვირუსებს არსებობაარ შეუძლიათ და ბევრ მათგანს გარემოში კრისტალების ფორმა აქვს. როდესაცვირუსები ჩასახლდებიან ცხოველების, მცენარეების და ბაქტერიებისუჯრედებში, იწვევენ ბევრ საშიშ დაავადებას, ამიტომ ისინი განიხილებიანროგორც უჯრედის პარაზიტები.ადამიანის ვირუსულ დაავადებებს განეკუთვნებიან, მაგალითად,წითელა, გრიპი, სურდო, შიდსი, პოლიომიელიტი, ყვავილი, ჰეპატიტები,ჩუტყვავილა, ყბაყურა და ა.შ. მცენარეთა ვირუსულ დაავადებათა შორისცნობილია თამბაქოს, ბარდისა და სხვა კულტურების მოზაიკური დაავადება,რომლის დროსაც ვირუსები შლიან ქლოროპლასტებს და ფოთლისდაზიანებული ნაწილები უფერულდებიან.ყოველი ვურუსული ნაწილაკი შედგება დნმ ან რნმ-ის მცირერაოდენობისაგან, რაც დაფარულია ცილოვანი გარსით. ეს გარსიდამცველობით როლს ასრულებს.განვითარების თავისებურების მიხედვით ვირუსი შეიძლება იყოსაქტიური ან ლატენტური:

ვირუსები
ვირუსები
ვირუსების ზომა სხვა ორგანიზმების და მოლეკულების ზომებთან შედარებით
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ვირუსები
ლათინური სახელი
viruse

ვირუსების კლასიფიკაციის სქემა:
განვითარების თავისებურების მიხედვით აქტიურ ვირუსებს მიეკუთვნებიან მაგ: გრიპის, სურდოს, წითელას,წითურას და ა. შ. ვირუსები, ხოლო ლატენტურ ვირუსებად შეგვიძლიამივიჩნიოთ შიდსის, ჰერპესის, C ჰეპატიტის ვირუსი და სხვა მსგავსივირუსები. უჯრედში შესული ვირუსის მემკვიდრული მასალა ეშენებამასპინძელი უჯრედის დნმ-ს და მისი ნაწილი ხდება. ამის შემდგომ ის იწყებსმასპინძელი უჯრედის ნუკლეოტიდების, ამინომჟავების, ფერმენტებისა დარიბოსომების გამოყენებას საკუთარი ცილისა და დნმ-ის საწარმოებლად. მაგ:გრიპის ვირუსი აიძულებს უჯრედს, აწარმოოს მისთვის დამახასიათებელიმხოლოდ ორი ტიპის ცილის მოლეკულა, ნაცვლად უჯრედისთვისდამახასიათებელი ასობით სხვადასხვა მოლეკულისა. საბოლოო ჯამში ვირუსიაიძულებს მასპინძელ უჯრედს, წარმოქმნას მრავალი ახალი ვირუსი, რომელიცშემდგომ მასპინძელ უჯრედს ანადგურებს.მცენარეებში ძირითადად რნმ-შემცველი ვირუსები პარაზიტობენ (მაგ:თამბაქოს მოზაიკური ვირუსი), ხოლო ცხოველურ უჯრედებში კი სახლდებიანდა დაავადებებს იწვევენ როგორც რნმ, ასევე დნმ შემცველი ვირუსები.

ვირუსი

აქტიური

სწრაფად იწყებს მოქმედებას დასიმპტომები მაშინვე გამოვლინდება

ლატენტური

მხოლოდ გარკვეულ პირობებში, მრავალიწლის შემდეგ იწყებს მოქმედებას დასიმპტომების გამოვლინებას

მკურნალობა

ცნობილია ასევე ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ბაქტერიების უჯრედებშისახლდებიან. მათ ბაქტერიოფაგებს ანუ ფაგებს უწოდებენ. ბაქტერიოფაგებიმთლიანად შლიან ბაქტერიულ უჯრედებს და მათი გამოყენება შეიძლებაისეთი ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა დიზენტერია,მუცლის ტიფი, ქოლერა და ა.შ.განვიხილოთ აგებულება იმ ბაქტერიოფაგისა რომელიც სახლდებანაწლავის ჩხირის უჯრედებში. ასეთი ბაქტერიოფაგი ფორმით თავკომბალასმოგვაგონებს. მისი სხეული შედგება თავის, კუდისა და კუდის რამდენიმეგამონაზარდისაგან. თავი და კუდი გარედან ცილოვანი გარსითაა დაფარული.თავის შიგნით არის დნმ, ხოლო კუდის შიგნით გადის არხი. ბაქტერიოფაგინაწლავის ჩხირის უჯრედში იჭრება. ის ჯერ უჯრედის ზედაპირზე მაგრდებადა მიმაგრების ადგილზე ხსნის ბაქტერიის გარსს. შემდეგ ბაქტერიოფაგის დნმშეშხაპუნდება ბაქტერიის უჯრედში. ამის შემდეგ ბაქტერიოფაგითდასნებოვნებულ ნაწლავის ჩხირში იწყება ბაქტერიოფაგის დნმ-ის და არასაკუთრივ ბაქტერიის დნმ-ის სინთეზი, რის შედეგადაც ბაქტერია იღუპება.თუ ოდესმე ტუჩზე ე.წ. „გაციების გამონაყარი“ გქონია, ეს ნიშნავს, რომადრე ინფიცირებული ყოფილხარ ჰერპესის ვირუსით (დნმ შემველი ვირუსი),რომელიც ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. გააქტიურებული ვირუსიანადგურებს თქვენი ტუჩის უჯრედებს. რამდენიმე ხანში ვირუსი ისევლატენტურ (ფარულ) ფაზაში გადადის, გამონაყარი გაქრება, მაგრამ ვირუსიორგანიზმის უჯრედებში მაინც არსებობს. ხელმეორედ გაციებამ შეიძლებაჰერპესის ვირუსი კვლავ გაააქტიუროს.შიდსის (HIV - იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსი)ვირუსი მიეკუთვნება რნმ შემცველ ვირუსებს.(შეიცავს რნმ-ის 2 მოლეკულას).იგი სფერული ფორმისაა და გარედან დაფარულიალურსმნისებური გამონაზარდებით.

შიდსის ვირუსი

ანტიბიოტიკი ვირუსულ დაავადებებს ვერ კურნავს, თუმცა ვაქცინებისმეშვეობით ზოგიერთი ვირუსული დაავადება შეიძლება თავიდან ავიცილოთ.ვაქცინა მზადდება დაზიანებული ვირუსის ნაწილაკებისაგან, რომელსაცდაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. ქვემოთ მოყვანილ ცხრილშიჩამოთვლილია ადამიანის დაავადებების გამომწვევი ვირუსები დამითითებულია არსებობს თუ არა მისი ვაქცინა:

დაავადებაგამომწვევი ვირუსივაქცინა
შიდსიHIV_
ჩუტყვავილაზოსტერი ვარიცელა+
ჩვეულებრივი გაციება (სურდო)რინოვირუსები_
გრიპიA, B, C ტიპის ინფლუენცა+
წითურარუბელა+
ყბაყურაპარამიქსოვირუსი+
პოლიომიელიტიპოლიოვირუსი+
ცოფირაბდოვირუსი+


პირველი ვაქცინა 1796 წელს შექმნა ინგლისელმა ექიმმა ედუარდჯენერმა მძიმე დაავადების - ყვავილის წინააღმდეგ. იმ დროისათვის ვირუსიარ იყო ცნობილი და მან არც კი იცოდა რას ებრძოდა. თუმცა დღეისათვის ესმეთოდი ვირუსებთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებასწარმოადგენს.

ლიტერატურა

  • Collier, Leslie; Balows, Albert; Sussman, Max (1998) Topley and Wilson's Microbiology and Microbial Infections ninth edition, Volume 1, Virology, volume editors: Mahy, Brian and Collier, Leslie. Arnold. ISBN 0-340-66316-2.
  • Dimmock, N.J; Easton, Andrew J; Leppard, Keith (2007) Introduction to Modern Virology sixth edition, Blackwell Publishing, ISBN 1-4051-3645-6.
  • Knipe, David M; Howley, Peter M; Griffin, Diane E; Lamb, Robert A; Martin, Malcolm A; Roizman, Bernard; Straus Stephen E. (2007) Fields Virology, Lippincott Williams & Wilkins. ISBN 0-7817-6060-7.
  • Shors, Teri (2008). Understanding Viruses. Jones and Bartlett Publishers. ISBN 0-7637-2932-9.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი