ვოლფგანგ პეტერსენი

ვოლფგანგ პეტერსენი (გერმ. Wolfgang Petersen; დ. 14 მარტი, 1941, ემდენი, გერმანია) — გერმანელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მისი ფილმი, „წყალქვეშა ნავი“ (1981) „ოსკარზე“ იყო ნომინირებული ექვს კატეგორიაში.

ვოლფგანგ პეტერსენი
დაბადების სახელი ვოლფგანგ პეტერსენი
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1941
ემდენი, გერმანია
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
აქტიური 1965-დღემდე
მეუღლე(ები)

ურსულა ზიგი (1970-1978)

მარია ბორგელ-პეტერსენი (1978-დღემდე)

პეტერსენის სხვა ცნობილი ფილმებია „დაუსრულებელი ამბავი“ (1984), „ჩემო მტერო“ (1985), „ცეცხლის ხაზზე“ (1993), „ეპიდემია“ (1995), „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ (1997), „სრულყოფილი შტორმი“ (2000), ტროა (2004) და „პოსეიდონი“ (2006).

ადრეული ცხოვრება

ვოლფგანგ პიტერსენი 1941 წლის 14 მარტს ემდენში, გერმანიაში დაიბადა. 1953-დან 1960 წლამდე იგი იონაჰეუმის გიმნაზიაში სწავლობდა. იგი დრამატურგიას შეისწავლიდა ბერლინსა და ჰამბურგში. 1966-1970 წლებში სწავლობდა ბერლინის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში.

კარიერა

პეტერსენმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ფსიქოლოგიური თრილერი, 1974 წელს გადაიღო, სახელწოდებით „ჩვენ ან ის“. იგი ჰორსტ ბოსეცკის იგივე სახელწოდების მქონე რომანზეა დაფუძნებული.

1977 წელს გამოვიდა პეტერსენის შემდეგი ფილმი, სახელწოდებით „შედეგი“, რომელიც ალექსანდერ ციგლერის ავტობიოგრაფიული რომანის ადაპტაციაა ჰომოსექსუალური სიყვარულის შესახებ.

1982 წელს გადაიღო ფილმი, „წყალქვეშა ნავი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ეხება. ფილმმა დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა როგორც აუდიტორიისგან, ასევე კინოკრიტიკოსებისაგან. იგი „ოსკარის“ ექვს კატეგორიაში იყო ნომინირებული. მათ შორის ორი, - საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის - უშუალოდ ვოლფგანგ პეტერსენს მიემართება. ფილმში მთავარ როლს იურგენ პროშნოვი ასრულებს.

1984 წელს გამოვიდა ფილმი „დაუსრულებელი ისტორია“, რომელიც პატერსენის პირველი ინგლისურენოვანი ნამუშევარია. 1985 წელს გადაიღო „ჩემო მტერო“, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.

1993 წელს პეტერსენის გამოვიდა თრილერი „ცეცხლის ხაზზე“, რომელშიც მთავარ როლს კლინტ ისტვუდი ასრულებს. 1995 წელს გამოვიდა სასპენსის ჟანრის თრილერი, „პანდემია“. ფილმში დასტინ ჰოფმანი თამაშობს. პეტერსენის 1997 წლის ფილმი, სახელწოდებით „პრეზიდენტის თვითმფრინავი“, კომერციულად წარმატებული გამოდგა. ფილმის ოპერატორი გერმანელი კინოოპერატორი მაიკლ ბალჰაუსია, რომელიც ამერიკელ რეჟისორთან, მარტინ სკორსეზესთან მუშაობით არის ცნობილი.

პეტერსენი 2006 წელს

1998 წელს ვოლფგანგ პეტერსენი უკვე ცნობილი ჰოლივუდის რეჟისორი იყო. იგი ჰარი პოტერის ფილმების პირველი ნაწილის, სახელწოდებით „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ რეჟისორად განიხილებოდა.

2000-იან წლებში პეტერსენმა „სრულყოფილი შტორმი“ (2000) და „ტროა“ (2004) გადაიღო. ისინი კომერციულად წარმატებული გამოდგა.

2006 წლის მაისში გამოვიდა პეტერსენის ფილმი, „პოსეიდონი“, რომელიც პოლ გალიკოს 1969 წლის რომანზეა დაფუძნებული, სახელწოდებით „პოსეიდონის თავგადასავალი“. ფილმის ბიუჯეტი 160 მილიონ დოლარს შეადგენდა. მასში კურტ რასელი, ჯოშ ლუკასი, რიჩარდ დრეიფუსი, ემი როსუმი, ჯაქინდა ბერეტი, მაიკ ფოგელი, მია მაესტრო, ჯიმი ბენეტი და ანდრე ბრაუგერი იღებენ მონაწილეობას. ფილმის ოპერატორი ჯონ სინილი, ხოლო პროდუსერები კი ვოლფგანგ პეტერსენი და დუნკან ჰენდერსენი არიან. სცენარის ავტორი მარკ პროტოსევიჩია.

10 წლიანი შესვენების შემდეგ, პეტერსენი კინოხელოვნებას 2016 წელს დაუბრუნდა კომედიური ფილმით „ოთხნი ბანკის წინააღმდეგ“. იგი პეტერსენის პირველი გერმანულენოვანი ფილმია „წყალქვეშა ნავის“ (1981) შემდეგ.


ფილმოგრაფია

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1974„ჩვენ ან ის“Einer von uns beidenრეჟისორი
1981„წყალქვეშა ნავი“Das Bootრეჟისორი, სცენარისტი
1984„დაუსრულებელი ისტორია“The NeverEnding Storyრეჟისორი, სცენარისტი
1985„ჩემო მტერო“Enemy Mineრეჟისორი
1991„დამსხვრეული“Shatteredრეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
1993„ცეცხლის ხაზზე“In the Line of Fireრეჟისორი
1995„ეპიდემია“The Woman in the Fifthრეჟისორი, პროდიუსერი
1997„პრეზიდენტის თვითმფრინავი“Air Force Oneრეჟისორი, პროდიუსერი
2018„სრულყოფილი შტორმი“The Perfect Stormრეჟისორი
2004„ტროა“Troyრეჟისორი, პროდიუსერი
2006„პოსეიდონი“Poseidonრეჟისორი, პროდიუსერი
2016„ოთხნი ბანკის წინააღმდეგ“Vier gegen die Bankრეჟისორი, პროდიუსერი

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი