ზამბახები (ვან გოგი)

ზამბახები — ერთ-ერთი იმ ნამუშევრების სერიიდან, რომელიც ნიდერლანდელმა პოსტიმპრესიონისტმა მხატვარმა ამ მცენარეს მიუძღვნა, სენ-პოლის თავშესაფარში, სენ-რემი-დე-პროვანსში, საფრანგეთში ყოფნისას, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე.

ზამბახები
Irises
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1889
კატალოგი F608 და JH1691
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 71
სიგანე 93
ქალაქი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
მუზეუმი გეტის მუზეუმი

ვან გოგმა ზამბახების ხატვა თავშესაფარში მოხვედრიდან ერთ კვირაში დაიწყო, 1889 წელს, მუშაობდა საავადმყოფოს ბაღში. ამ ნამუშევრებში შესამჩნევია ის დაძაბულობა რომელიც ვინსენტის საბოლოო ნახატებს ახასიათებს. ვინსენტი ნამუშევარს შემდეგნაირად მოიხსენიებს: „ჩემი დაავადების ნათელი ორიენტირი“. რადგან ის გრძნობდა, რომ შეეძლო დაავადებისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში თუ ხატვას გააგრძელებდა.

ნამუშევარი დიდი ალბთობით შთაგონებულია უკიო-ესა და მისი თანამედროვე მხატვრების ნახატებით. მსგავსებები საკმაოდ მრავლადაა. იდენტურია გლუვი ფერების პალიტრა, რომელიც არა დამოკიდებული სინათლის გავრცელებაზე, ძლიერი მონასმები, უჩვეულო ჩარჩო და დახურული ხედების აღქმა.

ნამუშევარი ეკუთვნის სტილს, რომელიც არ ყოფილა იმხნად პოპულარული,[1] ეს არ ყოფილა უცნობი ვან გოგის ძმის თეო ვან გოგისათვის რის გამოც მან ნამუშევარი დამოუკიდებლების სალონში გამოფინა 1889 წლის სექტემბერში, გამოფენაზე ასევე წარდგენილი იყო ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე. თეო სწერდა თავის ძმას: „ის თვალს შორიდანვე გტაცებს. ზამბახები ულამაზესია, ჰაერითა და სიცოცხლით სავსე“.

მფლობელები

პირვველი მფლობელი იყო ჯულიენ „პიერ“ ტანგი, საღებავებით მოვაჭრე, რომლის პორტრეტიც ვინსენტმა სამჯერ დახატა - მამილო ტანგის პორტრეტი. 1892 წელს ტანგიმ გაყიდა ზამბახები ხელოვნების კრიტიკოსსა და ანარქისტ ოქტავე მირბეაუზე, რომელიც მანამდე იყო ვან გოგის მომმარაგებელი. მირბეაუმ ნახატში 300 ფრანკი გადაიხადა.[2]

1987 წელს ნამუშევარი ისტორიაში ყველაზე ძვირა გაიყიდა, დაამყარა რეკორდი, რომელიც ორ წელიწად ნახევარი არავის მოუხსნია.[3] შემდეგ ის გაიყიდა $53.9 მილიონად ალან ბონდზე, თუმცაღა ბონდმა ტანხის სრულად დაფარვა ვერ მოახერხა.[4] ზამბახები 1990 წელს შეიძინა გეტის მუზეუმმა ლოს ანჯელესში.[5] 2012 წლის მონაცემებით ნამუშევარი მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევართა სიაში შედის.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი