იოანე VI

(გადამისამართდა გვერდიდან იოანე (XII ს.))
ტერმინს „იოანე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იოანე.

იოანე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XII საუკუნის პირველ მეოთხედში. იყო დავით აღმაშენებლის სახელმწიფო ღონისძიებების ენერგიული გამტარებელი, 1103 თავმჯდომარეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, რომელმაც ეპისკოპოსობიდან გადააყენა ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანი ფეოდალები და მათ ადგილზე დაადგინა მეფის ერთგულნი; მოაწესრიგა საეკლესიო წყობილების დარღვეული ნორმები, შეიმუშავა და დადგენილების სახით გამოუშვა ახალი საეკლესიო კანონები. დავით აღმაშენებლის ინიციატივით 1123 იოანემ შიომღვიმის სამეფო მონასტერს მიანიჭა მის საყმო მამულში სასამართლო და საგადასახადო შეუვალობა. ზრუნავს საზღვარგარეთის ქართული კულტურის ცენტრებში ლიტერატურული მუშაობის გაცხოველებისათვის.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ. 187, თბ., 1980


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი