იტალიის პოლიტიკური სისტემა

(გადამისამართდა გვერდიდან იტალიის პოლიტიკა)

იტალიის პოლიტიკური სისტემა ემყარება პარლამენტარიზმს, დემოკრატიულ რესპუბლიკას და მრავალპარტიულ სისტემას. აღმასრულებელ ხელისუფლებას კოლექტიურად ახორციელებს მინისტრთა საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. საკანონმდებლო ხელისუფლება განაწილებულია პარლამენტსა და მინისტრთა საბჭოს შორის. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისაგან. იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა 1946 წლის 2 ივნისიდან, როდესაც საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე გაუქმდა მონარქია. კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1948 წლის 1 იანვარს.

ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტია სერჯო მატარელა, პრემიერ-მინისტრი — მატეო რენცი.

მთავრობა

1948 წლის კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა პარლამენტი, აღმასრულებელი შტო (მინისტრთა საბჭო) და დამოუკიდებელი სასამართლო შტო. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა გამოყოფილია ყველა შტოსგან.

ქვეყნის პრეზიდენტი სერჯო მატარელა (2015 წლის 3 თებერვლიდან).

სახელმწიფოს მეთაური

სახელმწიფოს მეთაური, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი წარმოადგენს ერის ერთიანობის სიმბოლოს და გააჩნია ბევრი ისეთი მოვალეობა, რომელიც წინათ იტალიის მეფეს ევალა. პრეზიდენტი განასახიერებს დამაკავშირებელ წერტილს ხელისუფლების სამ შტოს შორის: ის აირჩევა კანონმდებლების მიერ, ის ნიშნავს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ის მეთაურობს სასამართლო სისტემას. პრეზიდენტი ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიცაა.

რესპუბლიკის პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტის გაერთიანებული სესია, თითოეული რეგიონის სამ წარმომადგენელთან ერთად (გარდა ვალე-დ-აოსტისა, რომელსაც მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს). მის არჩევას ესაჭიროება ფართო უმრავლესობა, რაც შეადგენს ნახევრის 2/3-ს პლუს ერთ ხმას. ორად ორი პრეზიდენტი, რომლებიც პირველივე კენჭისყრაზე იქნენ არჩეულნი, იყვნენ ფრანჩესკო კოსიგა და კარლო აძელიო ჩამპი. ბატონი ჩამპი 2006 წლის 10 მაისიდან ჯორჯო ნაპოლიტანომ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალული არაა, არც ერთი პრეზიდენტი არასდროს ზედიზედ ორჯერ არ არჩეულა.

როგორც წესი, პრეზიდენტი ცდილობს პოლიტიკური დებატების მიღმა დარჩეს და იყოს ინსტიტუციური გარანტი პოლიტიკურ პროცესში ჩართული ყველა ფიგურისათვის. პრეზიდენტს ასევე შეუძლია დაუყოვნებლივ გააუქმოს ანტიკონსტიტუციური აქტები, როგორც იტალიის კონსტიტუციის მცველმა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი