კლასი (ბიოლოგია)
კლასი (ლათ. classis – თანრიგი, ჯგუფი) — ცხოველთა და მცენარეთა სისტემატიკაში ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური კატეგორია. კლასი აერთიანებს მონათესავე რიგებს. მაგ., მღრღნელების, მტაცებლების, ხელფრთიანების და სხვა. რიგები შეადგენენ ძუძუმწოვართა კლასს. თავის მხრივ მონათესავე კლასები გაერთიანებულია ტიპად. მაგ., თევზების, ამფიბიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვართა კლასები შედიან ქორდიანთა ტიპში. ტერმინი „კლასი“, სისტემატიკაში პირველად ფრანგმა ბოტანიკოსმა ჟოზეფ ტურნეფორმა შემოიღო და შემდგომში კარლ ლინემ დაამკვიდრა თავის „ბუნების სისტემაში“ (1835).

ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 547.
🔥 Top keywords: ბარბარობაწმინდა ბარბარემთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიმიხეილ ყაველაშვილიტიტუშკებისაქართველოთამარ მეფეუქმე დღეები საქართველოშიილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიგელათის აკადემიაერეკლე IIბარბალევახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიახალი წელითბილისიარგვეთი17 დეკემბერისაბა განწმენდილისალომე ზურაბიშვილიაკაკი წერეთელიქვეყნების სიაწმინდა ნიკოლოზიიმერეთიწმინდა ნინობაგრატის ტაძარიშავი ზღვამეკვლეობაირაკლი კობახიძევეფხისტყაოსანიგიორგი V ბრწყინვალეზვიად გამსახურდიალიბერალიზმიმზის სისტემაზმნა