კონსტანტინე I დიდი

დაბადება
(გადამისამართდა გვერდიდან კონსტანტინე დიდი)

გაიუს ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუსი (Gaius Flavius Valerius Aurelius Constantinus; დ. 27 თებერვალი, 272 — გ. 22 მაისი, 337), ცნობილია როგორც კონსტანტინე I, კონსტანტინე დიდი და წმინდა კონსტანტინე, მოციქულთასწორი (მართლმადიდებელ ქრისტიანთა და აღმოსავლეთის კათოლიკეთა შორის) — რომის იმპერატორი 306 წლიდან. იმპერატორ კონსტანციუს I ქლორუსის ძე. მამის სიკვდილის შემდეგ ლეგიონებმა ბრიტანეთში ყოფნისას ავგუსტუსად გამოაცხადეს, მართავდა გალიას. მის გარდა რომის იმპერიას კიდევ ჰყავდა 5 ავგუსტუსი. 313 წელს კონსტანტინე I-მა და მისმა მოკავშირემ ავგუსტუს ლიცინიუსმა ქალაქ მედიოლანუმში გამოსცეს ედიქტი ქრისტიანობის უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ. 325 წლიდან კონსტანტინე I დიდი რომის იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. მის დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმპერიის ბიუროკრატიული და აბსოლუტურ-მონარქიული სისტემა. კონსტანტინე I-მა გააუქმა პრეტორიანული გვარდია და დაადგინა სასახლის დაცვის კორპუსი. არმიები დაყო სასაზღვრო და შინა სამსახურების ნაწილებად. 330 წელს დააარსა იმპერიის ახალი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი. კონსტანტინე I-ის დროს ქალაქების მდგომარეობა გაუმჯობესდა, მონეტა სტაბილური გახდა, მოიგერიეს ბარბაროსების შემოტევები. იმპერატორმა იმპერიის იდეოლოგიურ საფუძვლად გამოაცხადა ქრისტიანობა. 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოიწვია ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო იმდროინდელი მწვალებლური მოძრაობა არიოზელობა. და მიიღო ერთიანი რწმენის კანონი (სარწმუნოების სიმბოლო).

კონსტანტინე I-ის მარმარილოს ბიუსტი

ქრისტიანობა მიიღო სიკვდილის წინ. დაკრძალეს მისგანვე აშენებულ „მსოფლიო ქალაქში“, წმინდა მოციქულთა ტაძარში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი