კონსტანტინე როკოსოვსკი

კონსტანტინე როკოსოვსკი (რუს. Константин Константинович Рокоссовский; პოლონ. Konstanty Rokossowski) (დ. 21 დეკემბერი, 1896, ველიკიე ლუკი, რუსეთი — გ. 3 აგვისტო, 1968, მოსკოვი, სსრკ) — პოლონელი საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლონეთის და საბჭოთა კავშირის მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრი 1949–1953 წლებში.

მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი
მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი (1976)

ბიოგრაფია

  • პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
  • 1918- წითელ არმიაში.
  • 1919- სკკპ წევრი.
  • რუსეთის სამოქალაქო ომში კავალერიის პოლკის მეთაური.
  • 1929- დაამთავრა მ.ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიასთან არსებული უმაღლეს უფროსთა შემადგენლობის კურსები.
  • 1940- ნოემბერი მე-9 მოტომსროლელი კორპუსის მეთაური.
  • 1941- ივნისი გენერალ-მაიორი.
  • ომის დასაწყისში მეთაურობდა მე-9 მოტომსროლელ კორპუს.
  • 1941-აგვისტო მე-16 არმიის სარდალი.
  • 1942-ივლისი ბრიანსკის ფრონტის სარდალი.
  • 1942-სექტემბერი დონის ფრონტის სარდალი.
  • 1943-თებერვალი ცენტრალური ფრონტის სარდალი.
  • 1943-ოქტომბერი ბელორუსიის ფრონტის სარდალი.
  • 1944-თებერვალი 1-ლი ბელორუსიის ფრონტის სარდალი.
  • 1944-ნოემბერი 1945-ივნისი მე-2 ბელორუსიის ფრონტის სარდალი.
  • როკოსოვსკის სარდლობის ქვეშ მყოფი ჯარები წარმატებით მოქმედებდნენ სმოლენსკის ბრძოლაში, მოსკოვის, სტალინგრადის, კურსკის ბრძოლებში. ბელორუსიის, აღმოსავლეთ პრუსიის, აღმოსავლეთ პომერანიის, ბერლინის ოპერაციებში.
  • სტალინგრადის ბრძოლის დროს დონის ფრონტის ჯარებმა როკოსოვსკის სარდლობით კონტრშეტევის დროს სტალინგრადის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტებთან ერთად გაარღვიეს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი და მდინარეების დონსა და ვოლგას შორის ალყაში მოაქციეს გერმანელთა დაჯგუფება საერთო ოდენობით 330ათასი სამხედრო,ხოლო1943- ის დასაწყისში ალყაშემორტყმულ დაჯგუფებას ლიკვიდაცია გაუკეთეს.
  • კურსკის ბრძოლაში როკოსოვსკიმ, რომელიც სარდლობდა ცენტრალურ ფრონტს გამოიჩინა თავი როგორც სამხედრო ხელოვნების მცოდნემ, გერმანული ჯარების შეტევის მოგერიებისას, ხოლო შემდეგ მოწინააღმდეგის განადგურებისას კონტრშეტევის დროს.
  • 1945- 24-ივნისს როკოსოვსკი სარდლობდა გამარჯვების აღლუმს მოსკოვში, წითელ მოედანზე.
  • 1945-1949- ომის შემდეგ ჩრდ. ჯგუფის ჯარების მთავარსარდალი.
  • 1949-ოქტომბერი- პოლონეთის მთავრობის თხოვნით და საბჭოთა მთავრობის ნებართვით როკოსოვსკი დაინიშნა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრად და პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მას მიენიჭა პოლონეთის მარშლის წოდება. არჩეულ იქნაპოლონეთის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად და სეიმის დეპუტატად.
  • 1956- სსრკ -ში დაბრუნების შემდეგ სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
  • 1957- ივლისი მთავარი ინსპექტორი,სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
  • 1957-ოქტომბერი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი.
  • 1958-1962 სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სსრკ თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი.
  • 1962- აპრილი სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორების ჯგუფში.
  • სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატი (1961)-დან. სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1946-49) და (1958)-ან.
  • დასაფლავებულია წითელ მოედანზე კრემლის კედელში.

ჯილდოები

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი