კოშიცე

კოშიცე (სლოვაკ. Košice, გერმ. Kaschau, უნგრ. Kassa, რუს. Ко́шицы) — ქალაქი სლოვაკეთში. კოშიცეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჰორნადის ხეობაში, სლოვაკეთის მადნიანი მთების ძირში. 240,000 ათასი მცხოვრები (2011), მოსახლეობის რაოდენობით სლოვაკიის მეორე ქალაქი. სატრანსპორტო კვანძი. შავი მეტალურგის ცენტრი. მძიმე მანქანათმშენებლობა, მაგნეზიტის დამუშავება, კვების, სამკერვალო, ხის დასამუშავებელი მრეწველობა. არის უნივერსიტეტი. კოშიცეში არის სლოვაკეთის გოთური არქიტექტურის ცნობილი ძეგლი - ქვის კვეთილობით მდიდრულად შემკული წმ. ელისაბედის ტაძარი (1382-1499), წმ. მიხეილის გოთური კაპელა (XIV საუკუნის II ნახევარი), დომინიკელთა ეკლესია და მონასტერი (XIV-XVIII), ბაროკოს სტილის რატუშა (1756), კლასიციზმის სტილის სასახლეები და საზოგადოებრივი შენობები. 1940-იანი წლების დასასრულიდან მიმდინარეობს ფართო საბინაო მშენებლობა.

დასახლებული პუნქტი
კოშიცე
სლოვაკ. Košice
დროშაგერბი

ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
შიდა დაყოფა კოშიცე I-ის რაიონი, კოშიცე II-ის რაიონი, კოშიცე III-ის რაიონი და კოშიცე IV-ის რაიონი
კოორდინატები 48°43′00″ ჩ. გ. 21°15′00″ ა. გ. / 48.71667° ჩ. გ. 21.25000° ა. გ. / 48.71667; 21.25000
მმართველი Jaroslav Polaček, Richard Raši, František Knapík, Zdenko Trebuľa, რუდოლფ შუსტერი, Rudolf Bauer და Ján Kopnický
დაარსდა 1230[1]
პირველი ხსენება 1230
ფართობი 242.33 კმ²
ცენტრის სიმაღლე 211 მეტრი
მოსახლეობა 229 040 (1 იანვარი, 2021)[2] [3]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 055
საფოსტო ინდექსი 040 00
საავტომობილო კოდი KE
ოფიციალური საიტი https://www.kosice.sk/
კოშიცე — სლოვაკეთი
კოშიცე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი