კრისტოფ მეცელდერი

კრისტოფ მეცელდერი (გერმ. Christoph Metzelder; დ. 1980 წლის 5 ნოემბერი) — ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი.

Christoph Metzelder
მეცელდერი 2010 წელს.
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Christoph Tobias Metzelder
დაბადების
თარიღი
5 ნოემბერი, 1980 (1980-11-05) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰალტერნი, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე194 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1986–1995TuS Haltern
1995–1996შალკე 04
1996–1998პროისენ მიუნსტერი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1999–2000პროისენ მიუნსტერი32(4)
2000–2007ბორუსია დორტმუნდი126(2)
2007–2010რეალ მადრიდი23(0)
2010–2013შალკე 0452(2)
სულ233(8)
ეროვნული ნაკრები
2000–2001გერმანია U219(1)
2001–2008გერმანია47(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მეცელდერმა კარიერა საფეხბურთო კლუბ „მიუნსტერში“ დაიწყო, საიდანაც 2000 წლის ზაფხულში „დორტმუნდის ბორუსიაში“ გადაბარგდა. 2002 წელი კრისტოფისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მან გუნდთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც იასპარეზა. მეცელდერი ტურინის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს.

თავისი სიმაღლიდან გამომდინარე(193 სმ), მეცელდერი ძლიერად ასპარეზობს მეორე სართულზე. მისი თამაშით მოხიბლული თვით ალექს ფერგიუსონიც დარჩა, რომელიც კრისტოფს გარი ნევილის საუკეთესო შემცვლელად მოიაზრებდა.

2007 წლის 18 აპრილს, მეცელდერმა „მადრიდის რეალთან“ გააფორმა წინასწარი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, 2006-07 წ.წ სეზონის დასრულებისთანავე, ის სამეფო კლუბს შეუერთდებოდა.

კრისტოფის უმცროსი ძმა, მალტე, ასევე ფეხბურთელია, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდ „ინგოლშტადტის“ ღირსებას იცავს.

2008 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მეცელდერს ტრავმის გამო 2 თვის გამოტოვება მოუხდებოდა. შედეგად, მან ვერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩებში „რომას“ წინააღმდეგ. იმავე წლის 11 მაისს კრისტოფმა ფორმა აღიდგინა და სრულად ითამაშა კიდეც „სარაგოსას“ წინააღმდეგ.

ტრავმის აღდგენის შემდეგ, მეცელდერმა ყველა მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე, სადაც მისი ნაკრები ფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ტიტულები

კლუბური კარიერის სტატისტიკა

კლუბისეზონიქვეყნის ჩემპიონატიქვეყნის თასიევროთასებიჯამში
თამგოლთამგოლთამგოლთამგოლ
რეალი2008-0910000010
2007-08901030130
ჯამში1001030140
დორტმუნდი2006-071900--190
2005-0623210--242
2004-0516000--160
2003-040000--00
2002-0324010100350
2001-0225010110370
2000-0119020--210
ჯამში12625021-1522
კარიერის ჯამური შედეგები1362602401662
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი